ავტორი:

"პუტინის ყველაზე საშინელი კოშმარი" - რა არის ცნობილი Apache-ის ახალ ვერტმფრენებზე: პილოტებს გადაწყვეტილების მიღებაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარებათ

"პუტინის ყველაზე საშინელი კოშმარი" - რა არის ცნობილი Apache-ის ახალ ვერტმფრენებზე: პილოტებს გადაწყვეტილების მიღებაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარებათ

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პუტინის ყველაზე საშინელ კოშმარში" - ასე აღწერენ ბრიტანული არმიის ახალ მრავალმილიონიან აპაჩის ვერტმფრენს.

იაფმა უპილოტო თვითმფრინავებმა რუსეთ-უკრაინის ომში დიდი წარმატება ვერ მოიტანა და შვეულმფრენების ტრადიციული როლი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ Apache-მ ვერტმფრენები განაახლა - ყოველი ახალი AH-64E მოდელი მთლიანად გადაკეთდა ომში გამოსაყენებლად. ახლა მათი ესკადრონი მალე შეუერთდება ნატოს 90 000 ჯარს ოპერაციისთვის Steadfast Defender 24.

განახლებული იარაღის სისტემებითა და ახალი ძრავების კომპლექტით 50 ახალი ვარიანტი შეიქმნა. თითოეული მათგანი იმაზე ძლიერი და მომაკვდინებელია, ვიდრე ოდესმე. და რაც ყველაზე მთავარია, პირველად, პილოტებს გადაწყვეტილების მიღებაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება:

”ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვერტმფრენები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ფორმას, რათა პილოტებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარონ. ის აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება თვითმფრინავთან ახლოს. მუდმივად გაძლევს ვარიანტებს იმის შესახებ, თუ სად იფრინოთ, როგორ მანევრირება მოახდინოთ საფრთხეების გარშემო. ეს ინტეგრირებული ოპერაციული კონცეფცია აკავშირებს სახმელეთო, საავიაციო, საზღვაო და კიბერ აქტივებს, რათა ომში შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ" - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩ სიმკოკმა.

Apache- ზე არსებული სენსორები იმდენად დეტალურია, რომ მათ შეუძლიათ ერთდროულად აკონტროლონ 250-ზე მეტი სამიზნე და წამებში გაანადგურონ 16 მათგანი. მათ ცხვირზე დამონტაჟებულ ახალ კამერებს შეუძლიათ ფერების გარჩევა და აქვთ გაძლიერებულო ღამის ხედვა. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება მონაცემების გაზიარება სხვა ჯარისკაცებთანაც.

ცხრა ტონიანი ვერტმფრენი დღისით ან ღამით, ნებისმიერ ამინდის პირობებში, 186 მილი/სთ სიჩქარით დაფრინავს. 75 მილის მანძილზე ორი ვერტმფრენის დისტანციურად მართვაც შესაძლებელი იქნება.

უფრო მძლავრ ძრავებს აქვთ განახლებული ტრანსმისია, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ 4000 ცხენის ძალა და გადაურჩენ 25მმ-იანი საზენიტო იარაღის დარტყმას. თუ თვითმფრინავის ერთი უბანი დაზიანებულია, მეორე ნახევარი ფუნქციონირებას მაინც გააგრძელებს მხოლოდ ერთი ძრავის გამოყენებით. ვერტმფრენის კამერები იმდენად განვითარებულია, რომ სამი მილის დაშორებით ცალკეული ფანჯრის მინების დანახვაა შესაძლებელი - ძლიერი წვიმის დროსაც კი.

Wattisham Flying Station-ის სახმელეთო ეკიპაჟი და დამხმარე ჯგუფები, რომელშიც შედის 3 AAC, 4 AAC და 7 საავიაციო მხარდაჭერის ბატალიონი REME, მუდმივ მზადყოფნაშია. მათი განლაგება 48 საათში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი.

ნატოს 31 მოკავშირის 90,000 ჯარისკაცი, მათ შორის 16,000 ბრიტანელი ჯარისკაცი, მეზღვაური და საჰაერო ეკიპაჟი, ექვს თვეს დახარჯავს წვრთნებზე საბერძნეთიდან ნორვეგიამდე.

წყარო: Thesun