პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანის პირი აღმოჩენილია ქეთის თავში ანუ იმ სიმძლავრით დაარტყა, რომ დანის პირი გადატყდა... ცინდელიანი გოგოს დამამცირებელ მესიჯებს უგზავნიდა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
"დანის პირი აღმოჩენილია ქეთის თავში ანუ იმ სიმძლავრით დაარტყა, რომ დანის პირი გადატყდა... ცინდელიანი გოგოს დამამცირებელ მესიჯებს უგზავნიდა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

28 თე­ბერ­ვალს მომ­ხდარ­მა მკვლე­ლო­ბამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. 22 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი მის სახ­ლთან ახ­ლოს, ორ­მო­ში ხე­ლოს­ნებ­მა იპო­ვეს, რის შემ­დე­გაც მისი ამოც­ნო­ბა მა­მამ შეძ­ლო. რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე ამ­ბობს, გო­გო­ნას 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად თა­ვის და ზურ­გის არე­ში.

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და. ის მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას ნათ­ლი­ის შვი­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტივს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­თელ-მი­რო­ნია, ახალ­გაზ­რდა ქალს აშან­ტა­ჟებ­და და ფულს სძა­ლავ­და, მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში კი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ვე­ფხვა­ძემ "ტვ პირ­ველს" უთხრა, რომ მსგავ­სი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი არ ახ­სოვს.

"ამ­გვა­რი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა პრაქ­ტი­კა­ში არ მქო­ნია. ამ­გვა­რი ჭრი­ლო­ბე­ბი, რომ არც ერთი ორ­გა­ნო მთე­ლი არ ჰქონ­და, ჩემს პრაქ­ტი­კა­ში არ ყო­ფი­ლა. ქე­თის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე 59 ჭრი­ლო­ბაა, სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ად­გი­ლას. და­ნის პირი არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი თავ­ში, ანუ იმ სიმ­ძლავ­რით და­არ­ტყა თა­ვის არე­ში, რომ და­ნის პირი გა­და­ტყდა. ზურ­გის არე­ში ათე­უ­ლო­ბით ჭრი­ლო­ბაა. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან წაქ­ცე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე გა­აგ­რძე­ლა ბრალ­დე­ბულ­მა ჭრი­ლო­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი არ უარ­ყოფს, რომ არის ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. მან გან­მარ­ტა, რომ შემ­თხვე­ვის დღეს რამ­დე­ნი­მე ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. მო­იხ­მარ­და მათ შო­რის "ამ­ფე­ტა­მინ­საც". თუმ­ცა სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რებ­ში არც ნარ­კო­ტიკ­ზე და არც ფულ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. მათ შო­რის არის მი­მო­წე­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ ეპყრო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვილს. რომ მის გა­რე­შე არა­ვის უნდა და­ე­ლა­პა­რა­კოს, არ უნდა გა­ად­გილ­დეს და მსგავ­სი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მიდ­გო­მე­ბით... არის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ტექ­სტე­ბიც" - ამ­ბობს ლე­ვან ვე­ფხვა­ძე.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
0

სამუდამო, ( პრაგულკის) გარეშე.

nina
4

რომელი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა? დააკონკრეტეთ, რადგან მოსაწევის ზემოქმედების ქვეშაც, საშინელ ნერვოზულ მდგომარეობაში არიან და თქვენ კიდევ (მთავრობამ) ეს დააკანონეთ და მწვანე შუქი აუნთეთ.

ავტორი:

"დანის პირი აღმოჩენილია ქეთის თავში ანუ იმ სიმძლავრით დაარტყა, რომ დანის პირი გადატყდა... ცინდელიანი გოგოს დამამცირებელ მესიჯებს უგზავნიდა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

"დანის პირი აღმოჩენილია ქეთის თავში ანუ იმ სიმძლავრით დაარტყა, რომ დანის პირი გადატყდა... ცინდელიანი გოგოს დამამცირებელ მესიჯებს უგზავნიდა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

28 თებერვალს მომხდარმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის დასახიჩრებული ცხედარი მის სახლთან ახლოს, ორმოში ხელოსნებმა იპოვეს, რის შემდეგაც მისი ამოცნობა მამამ შეძლო. როგორც საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული, ძირითადად თავის და ზურგის არეში.

დანაშაულში ბრალდებული ოთარ ცინდელიანია დაკავებული, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ის მოკლული გოგონას ნათლიის შვილია.

რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული, რომელიც ჯავახიშვილების ნათელ-მირონია, ახალგაზრდა ქალს აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, მკვლელობის მომენტში კი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ვეფხვაძემ "ტვ პირველს" უთხრა, რომ მსგავსი სასტიკი დანაშაული არ ახსოვს.

"ამგვარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა პრაქტიკაში არ მქონია. ამგვარი ჭრილობები, რომ არც ერთი ორგანო მთელი არ ჰქონდა, ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ქეთის ჯავახიშვილის ცხედარზე 59 ჭრილობაა, სხეულის თითქმის ყველა ადგილას. დანის პირი არის აღმოჩენილი თავში, ანუ იმ სიმძლავრით დაარტყა თავის არეში, რომ დანის პირი გადატყდა. ზურგის არეში ათეულობით ჭრილობაა. ამ გადასახედიდან წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ ქეთევან ჯავახიშვილზე გააგრძელა ბრალდებულმა ჭრილობების მიყენება.

ბრალდებული ოთარ ცინდელიანი არ უარყოფს, რომ არის ნარკოტიკის მომხმარებელი. მან განმარტა, რომ შემთხვევის დღეს რამდენიმე ფსიქოტროპული საშუალება და ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული. მოიხმარდა მათ შორის "ამფეტამინსაც". თუმცა სატელეფონო მიმოწერებში არც ნარკოტიკზე და არც ფულზე საუბარი არ არის. მათ შორის არის მიმოწერები, სადაც ჩანს, როგორ ეპყრობა ბრალდებული ჯავახიშვილს. რომ მის გარეშე არავის უნდა დაელაპარაკოს, არ უნდა გაადგილდეს და მსგავსი სტერეოტიპული მიდგომებით... არის დამამცირებელი ტექსტებიც" - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ნახეთ ასევე: