აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, არ ფლობს არანაირ ინფორმაციას იმის თაობაზე, დატოვებს თუ არა ის თანამდებობას.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - შესაძლოა, თუ არა რომ მას აპრილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინონ.
„ამ ეტაპისთვის, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, მე პირადად და, რა თქმა უნდა, როგორც წეღან ვთქვი, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის მთავარია ამოცანაა, რაც გვევალება ის საქმე ჩვენი ქვეყნის წინაშე, მათ შორის ჩვენი რეგიონის წინაშე პირნათლად და ჯეროვნად გავაკეთოთ. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ არჩევნებში ჩვენ შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ამასთან, კითხვაზე, გადაინაცვლებს, თუ არა ვიცე-პრემიერის პოსტზე, უპასუხა, რომ ეს არის ჭორი.
„ეს ჭორია და რა თქმა უნდა, ამ ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ... ჭორია, ჭორი! მე ჩემ თავს მივიჩნევ იქ, სადაც ახლა მიწევს საქმის კეთება. მე მივიჩნევ, რომ თქვენთან ერთად 26 ოქტომბერს საღამოს საათებში, კიდევ ერთხელ, ვიზეიმებთ დამაჯერებელი გამარჯვებით“, -განაცხადა ჟურნალისტებთან რიჟვაძემ.