მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბრძანეს: დაიჩოქეო! - სოხუმის მერმა უპასუხა: "Никогда в жизни!" - საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც წამების მიუხედავად, მტერმა ვერ გატეხა
უბრძანეს: დაიჩოქეო! - სოხუმის მერმა უპასუხა: "Никогда в жизни!" - საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც წამების მიუხედავად, მტერმა ვერ გატეხა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გმირს, გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას დღეს 77 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. გუ­რამ გა­ბეს­კი­რია 1947 წლის 2 მარტს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. 1992 წელს გახ­და სო­ხუ­მის მერი, ხოლო 1993 წელს აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს წევ­რი. 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, აფხაზ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა პოლ­კოვ­ნი­კი გუ­რამ გა­ბეს­კი­რია აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად დახ­ვრი­ტეს. 2017 წლის 27 სექ­ტემ­ბერს გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა

რა მოხ­და 1993 წლის სექ­ტემ­ბერ­ში?

1993 წლის 16 სექ­ტემ­რებს აფხა­ზურ­მა მხა­რემ და­არ­ღვია 27 ივ­ლი­სის სო­ჭის შე­თან­ხმე­ბა "ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და ძალ­თა და­შო­რი­შო­რე­ბის შე­სა­ხებ“ და და­ი­წყო შტურ­მი სო­ხუ­მის ასა­ღე­ბად. სო­ხუ­მის­თვის ბრძო­ლა 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აფხა­ზურ-რუ­სულ­მა, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ელ­თა და კა­ზაკ­თა შე­ნა­ერ­თებ­მა აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ზე შტურ­მი 27 სექ­ტემ­ბერს დი­ლი­დან­ვე და­ი­წყეს და ტყვედ აიყ­ვა­ნეს აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, ქა­ლაქ სო­ხუ­მის მერი გუ­რამ გა­ბეს­კი­რია და მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს 27 თა­ნამ­შრო­მე­ლი და შემ­დეგ ყვე­ლა მათ­გა­ნი დახ­ვრი­ტეს.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას და ეროვ­ნუ­ლი გმი­რის შვი­ლის ვლა­დი­მერ გა­ბეს­კი­რი ინ­ტერ­ვი­უს "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

ოდეს­ღაც, ბავ­შვო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სულს რომ ვეც­ნო­ბო­დით, თით­ქოს მი­თე­ბად აღ­ვიქ­ვამ­დით ფაქ­ტებ­სა და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც დიდი კვა­ლი და­ამ­ჩნი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას, და ალ­ბათ უსა­შინ­ლეს სიზ­მარ­შიც არ დაგ­ვე­სიზ­მრე­ბო­და, რომ უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში თვალ­წინ ისე­თი ქარ­ბორ­ბა­ლა დაგ­ვიტ­რი­ალ­დე­ბო­და, ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ას, ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას, სუ­ლის­კვე­თე­ბა­სა და მო­რალს რა­დი­კა­ლუ­რად რომ შეც­ვლი­და...

XX-XXI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­სა­ყარ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ­მა შიდა და­პი­რის­პი­რე­ბებ­მა თუ გა­რე­შე მტერ­თან წა­გე­ბულ­მა ომებ­მა, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბე­ბი კი დაგ­ვა­კარ­გვი­ნა, მაგ­რამ, პა­რა­ლე­ლუ­რად, თით­ქოს მა­ნამ­დე მიჩ­ქმა­ლუ­ლი ღირ­სე­ბე­ბი და გმი­რე­ბი შეგვძი­ნა...

დღეს ერთ-ერთ გმირს გა­ვიხ­სე­ნებთ - კაცს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის დიდი ტკი­ვი­ლის, და­კარ­გუ­ლი სო­ხუ­მის ბოლო ქარ­თვე­ლი მერი იყო; რო­მელ­საც უკა­ნას­კნელ ამო­სუნ­თქვამ­დე არ და­უ­ტო­ვე­ბია თა­ვი­სი ქა­ლა­ქი; რო­მე­ლიც 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს - სო­ხუ­მის და­ცე­მი­სა და ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის დღეს, 46 წლის ასაკ­ში, მი­უ­ხე­და­ვად სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბი­სა, ვერ გა­ტე­ხეს...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში (2022 წელს) გავ­რცელ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, აქამ­დე უც­ნო­ბი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის და­ცე­მამ­დე 5 დღით ადრე, 22 სექ­ტემ­ბერ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი და სა­დაც გუ­რამ გა­ბეს­კი­რია და რამ­დე­ნი­მე მებ­რძო­ლი მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბის უკან, შტაბ­თან დგა­ნან. გა­ბეს­კი­რია მებ­რძო­ლებს სი­ა­მა­ყით აც­ნობს ერთ-ერთ ქარ­თველ მო­ჭი­და­ვეს, "ტა­ტამ­ზე ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ბე­ჭებ­ზე დამ­ცემ" სპორ­ტის ოს­ტატს - კი­კა­ბი­ძეს და იმე­დი­ა­ნად ამ­ბობს, რომ სპორ­ტსმე­ნი ნამ­დვილ ბრძო­ლა­შიც ისე­ვე გა­უს­წორ­დე­ბა მტრებს, რო­გორც - ტა­ტამ­ზე.

შემ­დეგ ღი­მი­ლით გა­და­ეხ­ვე­ვი­ან ერ­თმა­ნეთს - გან­წყო­ბა აშ­კა­რად საბ­რძო­ლო და ოპ­ტი­მის­ტუ­რია - და კარ­გად ის­მის კა­კა­ბა­ძის სი­ტყვე­ბი: ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი წი­ნა­აო... ისი­ნი კი ვერ წარ­მო­იდ­გენ­დნენ, მაგ­რამ წინ მარ­თლაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო - ღა­ლა­ტი, აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას­თან, აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და რამ­დე­ნი­მე მებ­რძოლ­თან ერ­თად ტყვედ ჩა­ვარ­დნა და გმი­რუ­ლი სიკ­ვდი­ლი: ამ­ბობ­დნენ, და­ტყვე­ვე­ბამ­დე გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას ხე­ლი­დან ავ­ტო­მა­ტი არ გა­უგ­დი­აო. ყა­ბარ­დო­ელ ოპე­რა­ტორს ვი­დე­ო­ფირ­ზე ის კად­რი აღუ­ბეჭ­დავს, რო­დე­საც მტრე­ბის წინ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, გუ­რამ გა­ბეს­კი­რია და რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი დგას და გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას უბ­რძა­ნე­ბენ: და­ი­ჩო­ქეო! - ეს უკა­ნას­კნე­ლი კი პა­სუ­ხობს: "Никогда в жизни!" - ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, არა­სო­დე­სო! 2017 წელს, 2 მარტს სო­ხუმ­ში და­ბა­დე­ბულ ამ კაცს, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ "ვახ­ტანგ გორ­გას­ლის" პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დე­ნი რომ მი­ე­ნი­ჭა.

ვლა­დი­მერ გა­ბეს­კი­რია:

- სო­ხუ­მი­დან რომ წა­მო­ვე­დით, 14 წლის ვი­ყა­ვი, ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მახ­სოვს. ბოლო შე­რი­გე­ბა რომ გა­მო­ცხად­და, 27 ივ­ლისს სოჭ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სხვებ­თან ერ­თად ჩვენც დავ­ბრუნ­დით სო­ხუმ­ში. მაგ­რამ 16 სექ­ტემ­ბერს აფხა­ზებ­მა ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­არ­ღვი­ეს და მა­მამ კვლავ თბი­ლის­ში გა­მოგ­ვიშ­ვა. მას შემ­დეგ იგი აღარ მი­ნა­ხავს.

გა­ინ­ტე­რე­სებთ, ვინ იყო მამა და რო­გო­რი იყო? მოკ­ლედ გე­ტყვით: ბავ­შვო­ბი­დან ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და და, რო­გორც ვიცი, სო­ხუ­მის "დი­ნა­მოს" ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე იყო; შემ­დეგ სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლა, მაგ­რამ მა­ინც სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა გა­დას­ძა­ლა და მსა­ჯო­ბას შე­უდ­გა. სა­კავ­ში­რო (მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო, ხომ, საბ­ჭო­თა რეს­ბუბ­ლი­კა იყო!) მსა­ჯის კა­ტე­გო­რი­აც მი­ა­ნი­ჭეს და უმაღ­ლე­სი ლი­გის თა­მა­შებს მსა­ჯობ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ხუ­მის თევ­ზკომ­ბი­ნა­ტის დი­რექ­ტო­რად იმუ­შა­ვა;

გახ­სოვთ, ალ­ბათ, აფხა­ზებ­თან პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი რომ მოხ­და, 1989 წელს, სო­ხუ­მის "დი­ნა­მო" და­ი­შა­ლა და მა­მამ ახა­ლი გუნ­დი - სო­ხუ­მის "ცხუ­მი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. მისი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტიც თა­ვად გახ­და. 1990 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რად აირ­ჩი­ეს; აფხა­ზე­თის ომი რომ და­ი­წყო, 1992 წელს, მამა ქა­ლაქ სო­ხუ­მის მე­რად და­ნიშ­ნეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, იგი აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის საბ­ჭოს წევ­რი იყო და სამ­ხედ­რო წო­დე­ბაც მი­ი­ღო - პოლ­კოვ­ნი­კი გახ­და... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ნამდვილად საამაყო გმირი ქართველი, მეგრელი გმირი, ცხონებული გაბისკირია !!! ✝️✝️✝️🍷🇬🇪🇬🇪🇬🇪

მერი
0

სამშობლოსთვის თავდადებული ვაჟკაცის ეს საქციელი და მის მიერ წარმოთქმული დაუვიწყარი, ღირსების გამომხატველი სიტყვებია გმირობა! ისინი ყველა ერთად გმირები არიან!... ბევრმა უნდა ისწავლოს მათგან, ამიტომ ხშირად უნდა ვახსენებდეთ მომავალ თაობას...

დღემდე სულ ვფიქრობა და უნდა ვთქვა, ვის და რაში დაჭირდა მათი დახვრეტა, ვაჟკაცობა იქნებოდა ეს რომ არ ჩაედინათ. მეცოდებიან ამის ჩამდენნი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

უბრძანეს: დაიჩოქეო! - სოხუმის მერმა უპასუხა: "Никогда в жизни!" - საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც წამების მიუხედავად, მტერმა ვერ გატეხა

უბრძანეს: დაიჩოქეო! - სოხუმის მერმა უპასუხა: "Никогда в жизни!" - საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც წამების მიუხედავად, მტერმა ვერ გატეხა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს. 2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

რა მოხდა 1993 წლის სექტემბერში?

1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

გთავაზობთ სტატიას და ეროვნული გმირის შვილის ვლადიმერ გაბესკირი ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან:

ოდესღაც, ბავშვობაში, საქართველოს წარსულს რომ ვეცნობოდით, თითქოს მითებად აღვიქვამდით ფაქტებსა და ადამიანებს, რომლებმაც დიდი კვალი დაამჩნიეს საქართველოს ისტორიას, და ალბათ უსაშინლეს სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა, რომ უმოკლეს პერიოდში თვალწინ ისეთი ქარბორბალა დაგვიტრიალდებოდა, ქვეყნის უახლეს ისტორიას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სულისკვეთებასა და მორალს რადიკალურად რომ შეცვლიდა...

XX-XXI საუკუნეების გასაყარზე საქართველოში მომხდარმა შიდა დაპირისპირებებმა თუ გარეშე მტერთან წაგებულმა ომებმა, ტერიტორიები და გარკვეული ადამიანური ღირსებები კი დაგვაკარგვინა, მაგრამ, პარალელურად, თითქოს მანამდე მიჩქმალული ღირსებები და გმირები შეგვძინა...

დღეს ერთ-ერთ გმირს გავიხსენებთ - კაცს, რომელიც ქართველების დიდი ტკივილის, დაკარგული სოხუმის ბოლო ქართველი მერი იყო; რომელსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დაუტოვებია თავისი ქალაქი; რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემისა და ჯვართამაღლების დღეს, 46 წლის ასაკში, მიუხედავად საშინელი წამებისა, ვერ გატეხეს...

სოციალურ ქსელში (2022 წელს) გავრცელდა, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი კადრები, რომელიც სოხუმის დაცემამდე 5 დღით ადრე, 22 სექტემბერსაა გადაღებული და სადაც გურამ გაბესკირია და რამდენიმე მებრძოლი მინისტრთა საბჭოს შენობის უკან, შტაბთან დგანან. გაბესკირია მებრძოლებს სიამაყით აცნობს ერთ-ერთ ქართველ მოჭიდავეს, "ტატამზე ბევრი მოწინააღმდეგის ბეჭებზე დამცემ" სპორტის ოსტატს - კიკაბიძეს და იმედიანად ამბობს, რომ სპორტსმენი ნამდვილ ბრძოლაშიც ისევე გაუსწორდება მტრებს, როგორც - ტატამზე.

შემდეგ ღიმილით გადაეხვევიან ერთმანეთს - განწყობა აშკარად საბრძოლო და ოპტიმისტურია - და კარგად ისმის კაკაბაძის სიტყვები: ყველაზე მთავარი წინააო... ისინი კი ვერ წარმოიდგენდნენ, მაგრამ წინ მართლაც ყველაზე მთავარი იყო - ღალატი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავასთან, აფხაზეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და რამდენიმე მებრძოლთან ერთად ტყვედ ჩავარდნა და გმირული სიკვდილი: ამბობდნენ, დატყვევებამდე გურამ გაბესკირიას ხელიდან ავტომატი არ გაუგდიაო. ყაბარდოელ ოპერატორს ვიდეოფირზე ის კადრი აღუბეჭდავს, როდესაც მტრების წინ ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რამდენიმე ქართველი მებრძოლი დგას და გურამ გაბესკირიას უბრძანებენ: დაიჩოქეო! - ეს უკანასკნელი კი პასუხობს: "Никогда в жизни!" - ვიდრე ცოცხალი ვარ, არასოდესო! 2017 წელს, 2 მარტს სოხუმში დაბადებულ ამ კაცს, სიკვდილის შემდეგ "ვახტანგ გორგასლის" პირველი ხარისხის ორდენი რომ მიენიჭა.

ვლადიმერ გაბესკირია:

- სოხუმიდან რომ წამოვედით, 14 წლის ვიყავი, ასე რომ, ყველაფერი კარგად მახსოვს. ბოლო შერიგება რომ გამოცხადდა, 27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სხვებთან ერთად ჩვენც დავბრუნდით სოხუმში. მაგრამ 16 სექტემბერს აფხაზებმა ეს ხელშეკრულება დაარღვიეს და მამამ კვლავ თბილისში გამოგვიშვა. მას შემდეგ იგი აღარ მინახავს.

გაინტერესებთ, ვინ იყო მამა და როგორი იყო? მოკლედ გეტყვით: ბავშვობიდან ფეხბურთს თამაშობდა და, როგორც ვიცი, სოხუმის "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო; შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ისწავლა, მაგრამ მაინც სპორტის სიყვარულმა გადასძალა და მსაჯობას შეუდგა. საკავშირო (მაშინ საქართველო, ხომ, საბჭოთა რესბუბლიკა იყო!) მსაჯის კატეგორიაც მიანიჭეს და უმაღლესი ლიგის თამაშებს მსაჯობდა. წლების განმავლობაში სოხუმის თევზკომბინატის დირექტორად იმუშავა;

გახსოვთ, ალბათ, აფხაზებთან პირველი კონფლიქტი რომ მოხდა, 1989 წელს, სოხუმის "დინამო" დაიშალა და მამამ ახალი გუნდი - სოხუმის "ცხუმი" ჩამოაყალიბა. მისი პირველი პრეზიდენტიც თავად გახდა. 1990 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს; აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, 1992 წელს, მამა ქალაქ სოხუმის მერად დანიშნეს. პარალელურად, იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი იყო და სამხედრო წოდებაც მიიღო - პოლკოვნიკი გახდა... გააგრძელეთ კითხვა

ნახეთ ასევე: