მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედით ქართველი, მამით ინდოელი... - ახლოს გაიცანით ანასტასია ჯეირათი: გოგონა, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია
დედით ქართველი, მამით ინდოელი... - ახლოს გაიცანით ანასტასია ჯეირათი: გოგონა, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია

გო­გო­ნამ უცხო გა­რეგ­ნო­ბით მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია. ანას­ტა­სია ჯე­ი­რა­თი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან გახ­ლავთ, დედა - ქარ­თვე­ლია, მამა - ინ­დო­ე­ლი. ბავ­შვო­ბა მა­მის სამ­შობ­ლო­ში გა­ა­ტა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მე­ო­თხე კლა­სი­დან ჩა­მო­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ მხო­ლოდ 22 წლის არის და პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, ის უკვე გა­და­ი­ღეს სე­რი­ალ­ში "სტუ­მა­რი", რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე გა­ვი­და. ახლა „რუს­თა­ვი 2“-ზე დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტი რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ სა­ა­გენ­ტოს­თან.

უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, ფო­ტოგ­რა­ფია, ცეკ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მის ცხოვ­რე­ბას უფრო შთამ­ბეჭ­დავს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის...

- ჩემი მშობ­ლე­ბი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, რე­ლი­გი­ით ქრის­ტი­ა­ნი ვარ. მყავს უმ­ცრო­სი ძმა, ან­დრია, 17 წლის. მე­სა­მე კლა­სამ­დე ბაღ­შიც და სკო­ლა­შიც ინ­დო­ეთ­ში დავ­დი­ო­დი, მე­ო­თხე კლას­ში უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვსწავ­ლობ­დი. თუმ­ცა, ზა­ფხუ­ლო­ბით და ახალ წლებ­ზე სულ თბი­ლის­ში მოვ­დი­ო­დით. რომ ჩა­მო­ვი­დო­დი, ბე­ბოს უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ ქარ­თულ სკო­ლას და პროგ­რა­მას არ ჩა­მოვ­რჩე­ნო­დი. ასე­ვე ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დი ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე, თეა დარ­ჩი­ამ შე­მაყ­ვა­რა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა.

ახ­ლაც ხში­რად მივ­დი­ვართ ოჯა­ხი ინ­დო­ეთ­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას, ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად. ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მათ­თან და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა. მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ჩემი ასა­კის არი­ან და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. წელ­საც ვი­ყა­ვით დე­კემ­ბერ­ში, ახალ წელს იქ შევ­ხვდით. სხვა­დას­ხვა შტატ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რეთ და და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ მა­მას მე­გობ­რებ­თან ერ­თად. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს ინ­დო­ე­თი, სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა თა­ვი­სი კულ­ტუ­რით.

- რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი და თუ იყო რა­ი­მე სა­ხის დის­კომ­ფორ­ტი შენ­თვის?

- სა­ქარ­თვე­ლო და ინ­დო­ე­თი კულ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად სა­ერ­თოც ბევ­რი აქვთ. თუმ­ცა, ამის გამო დის­კომ­ფორ­ტი არა­სო­დეს შემ­ქმნია - პი­რი­ქით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ორ ასეთ კულ­ტუ­რას­თან მაქვს მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი. ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და ამ ფაქ­ტმა. აქ რომ გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, ყვე­ლას ძა­ლი­ან უკ­ვირ­და ჩემი გვა­რი და შემ­დეგ ინ­ტე­რეს­საც გა­მო­ხა­ტავ­დნენ, მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და დე­დას ვე­კი­თხე­ბო­დი, თუ რა­ნა­ი­რად ხვდე­ბოდ­ნენ, რომ გვა­რი არ იყო ქარ­თუ­ლი (იცი­ნის).

- მშობ­ლებ­მა სად გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი?

- დედა და მამა პრო­ფე­სი­ით ექი­მე­ბი არი­ან, სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი. ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს, ორი­ვე იქ სწავ­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე.

მშობ­ლებ­თან ერ­თად

- ქარ­თვე­ლე­ბი ინ­დურ კულ­ტუ­რას ძი­რი­თა­დად სე­რი­ა­ლე­ბი­დან და ფილ­მე­ბი­დან ვიც­ნობთ. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში სულ დღე­სას­წა­უ­ლია.

- კი, ასეა, ხალ­ხიც ძა­ლი­ან თბი­ლია, უამ­რა­ვი ტრა­დი­ცია და დღე­სას­წა­უ­ლი აქვთ, ამით ძა­ლი­ან გა­მო­ირ­ჩე­ვა ეს ქვე­ყა­ნა. ასე­ვე თა­ვი­სი კერ­ძე­ბით, ფე­რე­ბით, სა­ჩუქ­რე­ბით, ერ­თმა­ნეთ­თან სტუმ­რო­ბით. ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ დღე­სას­წა­უ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ დი­ვა­ლი­სა და ჰო­ლის დღე­სას­წა­ულს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შიც ცნო­ბი­ლია, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად ჩავ­დი­ვართ, მა­ინც ყო­ველ ჯერ­ზე ისე ვგრძნობ თავს, თით­ქოს პირ­ვე­ლად ჩა­ვე­დი, უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო და უცხო ქვე­ყა­ნაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სე­რი­ა­ლე­ბი­და­ნაც ბევ­რი იც­ნობს ინ­დო­ეთს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი (იცი­ნის).

- ინ­დო­ე­ლი ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი თუ გან­სხვავ­დე­ბი­ან ქარ­თვე­ლის­გან.

- ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ერ­თნა­ი­რი აქვთ. ასეა დე­დას და მა­მას შო­რი­საც.

- იქაც ასე კარ­გად გვიც­ნო­ბენ ქარ­თვე­ლებს, რო­გორც ჩვენ ვიც­ნობთ?

- ინ­დო­ეთ­შიც იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, მაგ­რამ მე ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ჩემს კლას­ში იყ­ვნენ პო­ლო­ნე­ლი, იტა­ლი­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ასე­ვე აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან. მხო­ლოდ ხუთი ბავ­შვი იყო ინ­დო­ე­ლი ჩემს კლას­ში. ამის გამო, სკო­ლა­ში კულ­ტუ­რუ­ლად დიდი სხვა­ო­ბა არ იგ­რძნო­ბო­და.

- თქვენ­ში რა არის უფრო ინ­დუ­რი და ქარ­თუ­ლი?

- ინ­დო­ე­ლე­ბი გან­სხვავ­დე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ლო­ი­ა­ლო­ბით და სირ­თუ­ლე­ე­ბის მარ­ტი­ვად გა­და­წყვე­ტით, ქარ­თვე­ლე­ბი უფრო მე­ტად ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ (იცი­ნის). ხა­სი­ა­თით არ ვიცი, რო­მე­ლი უფრო ვარ, ეს ალ­ბათ, სხვამ უნდა შე­ა­ფა­სოს.

- მამა რო­გორ შე­ეჩ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას?

- თა­ვი­დან რთუ­ლი იყო მის­თვი­საც, ისე­ვე რო­გორც დე­დას­თვის ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ორი­ვე შე­ე­გუა. ახლა მამა უკვე დიდი ხა­ნია აქ ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, შე­სა­ბა­მი­სად უცხოდ აღარ გრძნობს თავს, ამა­ში დიდი წვლი­ლი მის­მა კო­ლე­გებ­მა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა და მე­გობ­რებ­მა შე­ი­ტა­ნეს, რაც ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

- ანას­ტა­სია, პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- ერთი კვი­რაა უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ფსი­ქო­ლო­გი­ის სწავ­ლა და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე წას­ვლას ვგეგ­მავ და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას უცხო­ეთ­ში.

- პო­პუ­ლა­რო­ბა რო­დის მო­ვი­და?

- (იცი­ნის) არ ვფიქ­რობ ეგრე, ასე ვერ აღ­ვიქ­ვამ სა­კუ­თარ თავს, ზოგი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მიც­ნობს, ზო­გიც სე­რი­ა­ლი­დან, ზოგი რო­გორც მო­დე­ლი. ცოტა ხნის წინ, კი­დევ ერთ ფილმში გა­და­მი­ღეს, რო­მე­ლიც ინ­დო­ეთ­ში და ამე­რი­კა­ში გავა. ის ფაქ­ტი, რომ ინ­დო­ეთ­ში შეძ­ლე­ბენ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი უყუ­რონ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მს, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. სა­მო­დე­ლო და სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. დე­დამ შე­მიყ­ვა­ნა „ლუქ მო­დელსში“, მისი იდეა იყო სა­ა­გენ­ტო­ში მის­ვლა. ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი გა­და­ღე­ბებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ხელს აღარ მიშ­ლის.

ახ­ლა­ხან ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი იტა­ლი­ა­ში რო­გორც მო­დე­ლი და თვე­ნა­ხე­ვა­რი იქ ვი­ცხოვ­რე. ასე­თი სა­ა­გენ­ტოა „ნექსთი“ მათ­თან მაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ასე­ვე ინ­დურ და გერ­მა­ნულ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბი ინ­დო­ეთ­ში ჩას­ვლას და იქა­ურ გა­და­ღე­ბებს. აქამ­დე უნი­ვერ­სი­ტე­ტის გამო ბევ­რს ვერ ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და ამის გამო რა­ღა­ცე­ბი გა­დავ­დე.

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- თა­ვი­დან ეი­ჩა­რად ვმუ­შა­ობ­დი „რუს­თა­ვი 2“-ზე, მა­შინ პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი და სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლა მინ­დო­და, დე­დას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და­მეხ­მა­რა და ძა­ლი­ან ხელს მი­წყობ­და სწავ­ლა შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. ერთ დღეს დი­ლის გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა, ლი­კამ და­მი­რე­კა, რომ გავ­სა­უბ­რე­ბო­დი, გა­ვი­ა­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სტა­ჟი­რე­ბა და ასე აღ­მოვ­ჩნდი დი­ლის გა­და­ცე­მა­ზე „დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლო“. უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემს კა­რი­ე­რა­ში, რომ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­მედ­გა და სა­კუ­თა­რი თავი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მე­ცა­და. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ სწორ დროს სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მხვდე­ბი­ან ცხოვ­რე­ბა­ში და გვერ­დში მიდ­გა­ნან.

- იმ­დენ სფე­რო­ში ხართ, რომ ვფიქ­რობ, ჯერ კი­დევ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ხართ?

- დიახ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ , 22 წლის ვარ და ზოგი მე­უბ­ნე­ბა რომ ჯო­ბია ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას გავ­ყვე, თუმ­ცა ვფიქ­რობ ჯერ მაქვს იმის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა, ბევ­რი რამე მოვ­სინ­ჯო, რად­გან ერ­თმა­ნეთს ხელს არ უშ­ლის - პი­რი­ქით ეხ­მა­რე­ბა. ახლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უფრო მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს ის გეგ­მე­ბი გა­ვაგ­რძე­ლო, რა­საც ვერ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფო­ტოგ­რა­ფია და მინ­და უფრო მეტი დრო და­ვუთ­მო მას, ასე­ვე ვსწავ­ლობ ენებს. არ გა­მოვ­რი­ცხავ სხვა პრო­ფე­სი­აც რომ ვცა­დო ცოტა ხან­ში, ამას უკვე ალ­ბათ დრო მიჩ­ვე­ნებს. ორი ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბას, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მეტი ფერი შე­მო­აქვს.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
0

მამამისი და დედამისი ჩემი სტომატოლოგები არიან. ორი უკარგესი ადამიანი და პროფესიონალი. არც ვიცოდი ამხელა და ესეთი ლამაზი შვილი რომ ყავდათ. რა ბედნიერებაა❤️ რავინიც და სოფოც ცხოვრებაში კიდევ უფრო ლამაზები არიან- ფოტოზე იმის 1% არ ჩანს. ვინც სხვისი ბედნიერებით იბოღმება, ის თავისას ვერასდროს იპოვის!

Მარინა
2

Ძალიან ლამაზი გოგოა!წარმატებები!🌹

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

დედით ქართველი, მამით ინდოელი... - ახლოს გაიცანით ანასტასია ჯეირათი: გოგონა, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია

დედით ქართველი, მამით ინდოელი... - ახლოს გაიცანით ანასტასია ჯეირათი: გოგონა, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია

გოგონამ უცხო გარეგნობით მაყურებლის ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია. ანასტასია ჯეირათი ინტერნაციონალური ოჯახიდან გახლავთ, დედა - ქართველია, მამა - ინდოელი. ბავშვობა მამის სამშობლოში გაატარა და საქართველოში საცხოვრებლად მეოთხე კლასიდან ჩამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და პროფესიით ფსიქოლოგია, ის უკვე გადაიღეს სერიალში "სტუმარი", რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. ახლა „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. ასევე გაფორმებული აქვს სამოდელო კონტრაქტი რამდენიმე უცხოურ სააგენტოსთან.

უყვარს მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ცეკვა და ყველაფერი ის, რაც მის ცხოვრებას უფრო შთამბეჭდავს და საინტერესოს გახდის...

- ჩემი მშობლები ინდოეთში ცხოვრობდნენ, მე თბილისში დავიბადე, რელიგიით ქრისტიანი ვარ. მყავს უმცროსი ძმა, ანდრია, 17 წლის. მესამე კლასამდე ბაღშიც და სკოლაშიც ინდოეთში დავდიოდი, მეოთხე კლასში უკვე საქართველოში ვსწავლობდი. თუმცა, ზაფხულობით და ახალ წლებზე სულ თბილისში მოვდიოდით. რომ ჩამოვიდოდი, ბებოს უკვე მოძიებული ჰყავდა მასწავლებლები, რომ ქართულ სკოლას და პროგრამას არ ჩამოვრჩენოდი. ასევე ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, თეა დარჩიამ შემაყვარა ქართული ცეკვა.

ახლაც ხშირად მივდივართ ოჯახი ინდოეთში, ბებია-ბაბუას, ნათესავების სანახავად. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მათთან და ძალიან მიყვარს ყველა. მამიდაშვილები ჩემი ასაკის არიან და ძალიან ვმეგობრობთ. წელსაც ვიყავით დეკემბერში, ახალ წელს იქ შევხვდით. სხვადასხვა შტატში ვიმოგზაურეთ და დავათვალიერეთ მამას მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებულად მიყვარს ინდოეთი, საოცარი ქვეყანაა თავისი კულტურით.

- რით იყო გამორჩეული ინდოეთში ცხოვრების პერიოდი და თუ იყო რაიმე სახის დისკომფორტი შენთვის?

- საქართველო და ინდოეთი კულტურულად ძალიან განსხვავებული ქვეყნებია, მაგრამ ამავდროულად საერთოც ბევრი აქვთ. თუმცა, ამის გამო დისკომფორტი არასოდეს შემქმნია - პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორ ასეთ კულტურასთან მაქვს მჭიდრო კონტაქტი. ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო გახადა ამ ფაქტმა. აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ყველას ძალიან უკვირდა ჩემი გვარი და შემდეგ ინტერესსაც გამოხატავდნენ, მე ძალიან პატარა ვიყავი და დედას ვეკითხებოდი, თუ რანაირად ხვდებოდნენ, რომ გვარი არ იყო ქართული (იცინის).

- მშობლებმა სად გაიცნეს ერთმანეთი?

- დედა და მამა პროფესიით ექიმები არიან, სტომატოლოგები. ერთმანეთი წლების წინ მოსკოვში გაიცნეს, ორივე იქ სწავლობდა სამედიცინოზე.

მშობლებთან ერთად

- ქართველები ინდურ კულტურას ძირითადად სერიალებიდან და ფილმებიდან ვიცნობთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სულ დღესასწაულია.

- კი, ასეა, ხალხიც ძალიან თბილია, უამრავი ტრადიცია და დღესასწაული აქვთ, ამით ძალიან გამოირჩევა ეს ქვეყანა. ასევე თავისი კერძებით, ფერებით, საჩუქრებით, ერთმანეთთან სტუმრობით. ხშირად აღნიშნავენ დღესასწაულებს, განსაკუთრებულად რელიგიური ადამიანები, მაგრამ დივალისა და ჰოლის დღესასწაულს, რომელიც საქართველოშიც ცნობილია, ყველა აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩავდივართ, მაინც ყოველ ჯერზე ისე ვგრძნობ თავს, თითქოს პირველად ჩავედი, უზომოდ საინტერესო და უცხო ქვეყანაა. საქართველოში, სერიალებიდანაც ბევრი იცნობს ინდოეთს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან გადაჭარბებულად არის ნაჩვენები (იცინის).

- ინდოელი ბებია-ბაბუები თუ განსხვავდებიან ქართველისგან.

- ღირებულებები და შეხედულებები ძირითადად ერთნაირი აქვთ. ასეა დედას და მამას შორისაც.

- იქაც ასე კარგად გვიცნობენ ქართველებს, როგორც ჩვენ ვიცნობთ?

- ინდოეთშიც იციან საქართველოს შესახებ, მაგრამ მე ინტერნაციონალურ სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს კლასში იყვნენ პოლონელი, იტალიელი მოსწავლეები, ასევე აზიის ქვეყნებიდან. მხოლოდ ხუთი ბავშვი იყო ინდოელი ჩემს კლასში. ამის გამო, სკოლაში კულტურულად დიდი სხვაობა არ იგრძნობოდა.

- თქვენში რა არის უფრო ინდური და ქართული?

- ინდოელები განსხვავდებიან თავიანთი ლოიალობით და სირთულეების მარტივად გადაწყვეტით, ქართველები უფრო მეტად ემოციურები ვართ (იცინის). ხასიათით არ ვიცი, რომელი უფრო ვარ, ეს ალბათ, სხვამ უნდა შეაფასოს.

- მამა როგორ შეეჩვია საქართველოში ცხოვრებას?

- თავიდან რთული იყო მისთვისაც, ისევე როგორც დედასთვის ინდოეთში ცხოვრება, მაგრამ ორივე შეეგუა. ახლა მამა უკვე დიდი ხანია აქ ცხოვრობს და მუშაობს, შესაბამისად უცხოდ აღარ გრძნობს თავს, ამაში დიდი წვლილი მისმა კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შეიტანეს, რაც ძალიან დასაფასებელია.

- ანასტასია, პროფესიით ვინ ხარ?

- ერთი კვირაა უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. საინტერესო იყო ფსიქოლოგიის სწავლა და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით. მაგისტრატურაზე წასვლას ვგეგმავ და სწავლის გაგრძელებას უცხოეთში.

- პოპულარობა როდის მოვიდა?

- (იცინის) არ ვფიქრობ ეგრე, ასე ვერ აღვიქვამ საკუთარ თავს, ზოგი ტელევიზიიდან მიცნობს, ზოგიც სერიალიდან, ზოგი როგორც მოდელი. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთ ფილმში გადამიღეს, რომელიც ინდოეთში და ამერიკაში გავა. ის ფაქტი, რომ ინდოეთში შეძლებენ ჩემი ნათესავები უყურონ ჩემი მონაწილეობით ფილმს, ძალიან მახარებს. სამოდელო და სამსახიობო სფერო ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. დედამ შემიყვანა „ლუქ მოდელსში“, მისი იდეა იყო სააგენტოში მისვლა. ახლაც აქტიურად ვარ ჩართული გადაღებებში, უნივერსიტეტიც ხელს აღარ მიშლის.

ახლახან ვიყავი წასული იტალიაში როგორც მოდელი და თვენახევარი იქ ვიცხოვრე. ასეთი სააგენტოა „ნექსთი“ მათთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ასევე ინდურ და გერმანულ სააგენტოებთან ვთანამშრომლობ. განსაკუთრებულად ველოდები ინდოეთში ჩასვლას და იქაურ გადაღებებს. აქამდე უნივერსიტეტის გამო ბევრს ვერ ვმოგზაურობდი და ამის გამო რაღაცები გადავდე.

- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

- თავიდან ეიჩარად ვმუშაობდი „რუსთავი 2“-ზე, მაშინ პირველ კურსზე ვიყავი და სტაჟირების გავლა მინდოდა, დედას უახლოესი მეგობარი დამეხმარა და ძალიან ხელს მიწყობდა სწავლა შემეთავსებინა. ერთ დღეს დილის გადაცემის პროდიუსერმა, ლიკამ დამირეკა, რომ გავსაუბრებოდი, გავიარე ჟურნალისტიკის სტაჟირება და ასე აღმოვჩნდი დილის გადაცემაზე „დილა მშვიდობისა საქართველო“. უზომოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში, რომ პირველი ნაბიჯები გადამედგა და საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში მეცადა. ძალიან გამიმართლა, რომ სწორ დროს სწორი ადამიანები მხვდებიან ცხოვრებაში და გვერდში მიდგანან.

- იმდენ სფეროში ხართ, რომ ვფიქრობ, ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხართ?

- დიახ ძიების პროცესში ვარ , 22 წლის ვარ და ზოგი მეუბნება რომ ჯობია ერთ მიმართულებას გავყვე, თუმცა ვფიქრობ ჯერ მაქვს იმის დრო და საშუალება, ბევრი რამე მოვსინჯო, რადგან ერთმანეთს ხელს არ უშლის - პირიქით ეხმარება. ახლა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უფრო მეტი საშუალება მაქვს ის გეგმები გავაგრძელო, რასაც ვერ ვახორციელებდი. მაგალითად, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და მინდა უფრო მეტი დრო დავუთმო მას, ასევე ვსწავლობ ენებს. არ გამოვრიცხავ სხვა პროფესიაც რომ ვცადო ცოტა ხანში, ამას უკვე ალბათ დრო მიჩვენებს. ორი ქვეყნის არსებობას, ჩემს ცხოვრებაში მეტი ფერი შემოაქვს.