სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 წლის გოგონას გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - რა ინფორმაციას ავრცელებს "უფლებები საქართველო“?
12 წლის გოგონას გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - რა ინფორმაციას ავრცელებს "უფლებები საქართველო“?

12 წლის ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბი­სას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ექ­სპერ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი შეც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ორ­გა­ნი­ზა­ცია "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“ 12 წლის გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებს USAID სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით აწარ­მო­ებს.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 12 წლის ანის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ექ­სპერ­ტის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო. ექ­სპერტს ბრა­ლი ედე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა­ში, რაც, სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის ობი­ექ­ტის და­უც­ვე­ლო­ბა­ში და, შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა.

საკ­ვან­ძო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლომ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2023 წლის ივ­ლის­ში აც­ნო­ბა. ამ­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ექ­სპერტს თავ­და­პირ­ვე­ლად ბრა­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნა (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი), რაც, სა­სა­მარ­თლოს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და, და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სპერ­ტი მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლით - ჯა­რი­მის და­კის­რე­ბით - გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა.

ოჯა­ხი­სა და "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ ად­ვო­კა­ტე­ბის არა­ერ­თი მი­მარ­თვის შემ­დეგ, 2024 წლის 9 იან­ვარს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი და­ა­ზუს­ტა და 370-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა, რაც გუ­ლის­ხმობს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას, რაც ექ­სპერ­ტის მიერ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის ობი­ექ­ტის და­უც­ვე­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით, მხო­ლოდ ოთხ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ექ­სპერტს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს გი­რაო 2500 ლა­რის ოდე­ნო­ბის. გარ­და ამი­სა, იგი, სა­სა­მარ­თლოს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნამ­დე, გა­და­ყე­ნე­ბულ იქნა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

12 წლის ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დე­გაც, მომ­ხდა­რის გა­რე­მო­ე­ბე­ბი ბუნ­დო­ვა­ნია, ხოლო ნივთმტკი­ცე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­მოკ­ვლე­ვი­თაც, შე­საძ­ლოა, დად­გე­ნი­ლი­ყო გო­გო­ნას სხე­ულ­ზე უცხო ადა­მი­ა­ნის დნმ-ის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი ან/და საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა გა­რე­მო­ე­ბა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. ამ პი­რო­ბებ­ში, ოჯა­ხი და "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ იუ­რის­ტე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ ბრძო­ლას იმი­სათ­ვის, რომ ანის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დეს, რის­თვი­საც საქ­მე­ში ევ­რო­პუ­ლი ან ამე­რი­კუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის და ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვას მო­ი­თხო­ვენ”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xalxoooo
0

ადვოკატების უმეტესობამ კანონები არც იციან. 20 წლის მერე დავბრუნდი საქართველოსი დედის ბინა გასხვისებული დამხვდა და მერიაში იურისთმა ბინის მფლობელობის უფლება გაქვს დაკარგულიო რომ არ ცხოვრობდიო ბინაშიო და მერიამ ცნობა არ მომცა გესმიტ?????? მთავრობა ყავს ამ ქვეყანას?? ვინ ვის ნიშნავს თანამდებობებზე??????

უხ
4

მარტო აი ამ ბავშვის და მისი ოჯახის გაუბედურების გამო აღარ შემოვხაზავ არასოდეს ოცნებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

12 წლის გოგონას გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - რა ინფორმაციას ავრცელებს "უფლებები საქართველო“?

12 წლის გოგონას გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - რა ინფორმაციას ავრცელებს "უფლებები საქართველო“?

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურამ ექსპერტისთვის წარდგენილი ბრალი შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, "უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 წლის ანის გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ექსპერტს ბრალი ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში და, შედეგად, ნივთმტკიცების დაზიანებაში გამოიხატა.

საკვანძო მტკიცებულების დაზიანების შესახებ "უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის ივლისში აცნობა. ამბის გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც, სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ექსპერტი მინიმალური სასჯელით - ჯარიმის დაკისრებით - გაეთავისუფლებინა.

ოჯახისა და "უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, მხოლოდ ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექსპერტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 2500 ლარის ოდენობის. გარდა ამისა, იგი, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, გადაყენებულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობიდან.

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, მომხდარის გარემოებები ბუნდოვანია, ხოლო ნივთმტკიცებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება, დაზიანებულია. ამ პირობებში, ოჯახი და "უფლებები საქართველოს“ იურისტები განაგრძობენ ბრძოლას იმისათვის, რომ ანის გარდაცვალების საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს, რისთვისაც საქმეში ევროპული ან ამერიკული საგამოძიებო უწყებების და ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.