მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
მეცნიერება
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი ქალთან სქესობრივ კავშირს ტელეფონით იღებდა, დაშორების შემდეგ კი ვიდეო ქალის ოჯახის წევრებს გაუგზავნა - დაკავებულია 2 პირი
მამაკაცი ქალთან სქესობრივ კავშირს ტელეფონით იღებდა, დაშორების შემდეგ კი ვიდეო ქალის ოჯახის წევრებს გაუგზავნა - დაკავებულია 2 პირი

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე 63 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, მათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის კი­დევ ერთი ეპი­ზო­დი გახ­სნეს, რის შე­დე­გა­დაც 39 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალი სა­სიყ­ვა­რუ­ლო/ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და 1960 წელს და­ბა­დე­ბულ ბრალ­დე­ბულ­თან, რო­მე­ლიც მათ შო­რის არ­სე­ბულ სქე­სობ­რივ კავ­შირს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბულს თა­ვი­სი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ებ­საც უგ­ზავ­ნი­და. მას შემ­დეგ რაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა აღარ მო­ინ­დო­მა ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ბრალ­დე­ბულ­თან, ამ უკა­ნას­კნელ­მა, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, 2024 წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში, აპ­ლი­კა­ცია „Whatsapp”-ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რს გა­და­უგ­ზავ­ნა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მო­მარ­თვის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ გა­ჩხრე­კი­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ასე­ვე ჩა­ტარ­და ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კა, რა დრო­საც ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლა, რის შემ­დე­გაც, და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გახ­სნილ იქნა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის კი­დევ ერთი ეპი­ზო­დი, რის შე­დე­გა­დაც, და­კა­ვე­ბუ­ლია 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი.

ბრალ­დე­ბულს 2021-2022 წლებ­ში, ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და­ზა­რა­ლე­ბულ ქალ­თან, რა დრო­საც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სხვა­დას­ხვა გზით ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ვი­დე­ო­ზა­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ბრალ­დე­ბუ­ლი, ფა­რუ­ლად მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით შიშ­ველ და­ზა­რა­ლე­ბულს სუ­რა­თებს (ე.წ. სქ­რი­ნე­ბი) უღებ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და, მათი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ამ­სახ­ველ ვი­დეო-ჩა­ნა­წერს.

და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბულ ორი­ვე ბრალ­დე­ბულს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის­თვის ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ“, - ნათ­ქვა­მია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)))))
1

ეს რა სექსუალისტი ყოფილა! 

ზურა
6

როდიდან ითვლება დაზარალებულად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მამაკაცი ქალთან სქესობრივ კავშირს ტელეფონით იღებდა, დაშორების შემდეგ კი ვიდეო ქალის ოჯახის წევრებს გაუგზავნა - დაკავებულია 2 პირი

მამაკაცი ქალთან სქესობრივ კავშირს ტელეფონით იღებდა, დაშორების შემდეგ კი ვიდეო ქალის ოჯახის წევრებს გაუგზავნა - დაკავებულია 2 პირი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 63 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი გახსნეს, რის შედეგადაც 39 წლის მამაკაცი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია „Whatsapp”-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა.

დაზარალებულის მომართვის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილია ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც, დაკავებული იქნა ბრალდებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილ იქნა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი, რის შედეგადაც, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი.

ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა. ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

დანაშაულში მხილებულ ორივე ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.