მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ნახეს გამომძიებლებმა ქეთი ჯავახიშვილის ტელეფონში - უმძიმესი დანაშაულის დეტალები სასამართლო პროცესიდან და გადაწყვეტილება აღკვეთზე: "ქეთის 59 ჭრილობა ჰქონდა"
რა ნახეს გამომძიებლებმა ქეთი ჯავახიშვილის ტელეფონში - უმძიმესი დანაშაულის დეტალები სასამართლო პროცესიდან და გადაწყვეტილება აღკვეთზე: "ქეთის 59 ჭრილობა ჰქონდა"

ლი­ლო­ში, 21 წლის გო­გოს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ოთარ ცინ­დე­ლი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე თე­ო­ნა ვა­ი­ტაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­ულს ასა­ბუ­თებს.

  • მისი თქმით, მოკ­ლულს 59 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლია.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან რო­გორც მი­მალ­ვის, ისე შემ­დგო­მი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხეც არ­სე­ბობს.

"ინ­სტაგ­რა­მის მი­მო­წე­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბულს მი­აჩ­ნდა სა­კუთ­რე­ბად. გო­გო­ნას 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი სხე­უ­ლის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე. ყო­ვე­ლი ჭრი­ლო­ბა სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლია.

ბრალ­დე­ბუ­ლი ცდი­ლობ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2-დან 3-ის ნა­ხევ­რამ­დე მოხ­და. 19 :21 სა­ათ­ზე ეს ადა­მი­ა­ნი სა­მეგ­რე­ლო­ში და­ი­ჭი­რეს. ის თა­ვად გა­მო­ცხად­და სა­მარ­თალ­დამ­ცავ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მისი გა­მო­ცხა­დე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ იქ­ნებ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა.

ბრალ­დე­ბუ­ლის სახ­ლის ჩხრე­კის დროს ამო­ღე­ბუ­ლი დანა და ქურ­თუ­კი, რომ­ლე­ბიც სის­ხლი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, და­ნა­შა­ულს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს.

ასე­ვე, სახ­ლთან ახ­ლოს, ნაგ­ვის ურ­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი შარ­ვა­ლი. სა­მი­ვე სა­ფუძ­ვე­ლი სა­ხე­ზეა, რო­გორც მი­მალ­ვის, ისე ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, ისე ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის. თუ რო­გორ ჩა­ი­დი­ნა მან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, ნამ­დვი­ლად ქმნის იმის წარ­მოდ­გე­ნას, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ის მო­იქ­ცეს მო­მა­ვალ­ში, თუ მას არა­სა­თა­ნა­დო სას­ჯელს მივ­ცემთ.

ის, რომ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა, ეს მი­უ­თი­თებს მის ფეთ­ქე­ბად ხა­სი­ათ­ზე, სტე­რე­ო­ტი­პულ აზ­როვ­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბის სტილს.

ჩვენ გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თის­თვის მისი ვი­ნა­ო­ბა ვი­ცო­დით, თუმ­ცა ვა­ზუს­ტებ­დით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რათა ასეთ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ზე მის­თვის ბრა­ლი წარ­გვედ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და ჯერ კი­დევ არ ვი­ცით ბრალ­დე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს აღ­მო­ვა­ჩენთ. მას სა­ზღვარ­გა­რეთ აქვს კონ­ტაქ­ტე­ბი. დედა ჰყავს სა­ზღვარ­გა­რეთ და ქვეყ­ნის სა­ზღვა­რიც არა­ერ­თხელ აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მი­მალ­ვის საფრ­თხე ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­ლე­ფო­ნი ამო­ღე­ბუ­ლია, მას ყვე­ლა მი­მო­წე­რა წაშ­ლი­ლი აქვს და ეს ამ­ტკი­ცებს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­საც ცდი­ლობ­და.

ერ­თა­დერ­თი სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც ამ სა­მი­ვე საფრ­თხეს აღ­კვეთს, არის პა­ტიმ­რო­ბა. ბრალ­დე­ბის მხა­რე არც პი­რად თავ­დე­ბას და არც გი­რა­ოს სა­კითხს არ გა­ნი­ხი­ლავს. ბრალ­დე­ბულს არც რა­ი­მე პი­რა­დი სა­კუთ­რე­ბა არ გა­აჩ­ნია. გი­რა­ოს ვერ­ცერ­თი ოდე­ნო­ბა მის­თვის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ბრალ­დე­ბის ფსი­ქი­ატ­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვის­წავ­ლით, რათა კი­დევ მეტ დე­ტალს მო­ე­ფი­ნოს ნა­თე­ლი”, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
1

ადვოკატი მიუსვით გვერდით

 

რეალისტი
2

მეტრომშენის დასახლებაში, პირდაპირ გაჩერების წინ, შუაგულ დასახლებაში, ბარიგებს და ნარკომანებს გზის პირას, პირდაპირ ბარდიულზე ისნის გამგეობამ ოფიციალურად გაუხსნა - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ,,ბუდე". მოუწესრიგეს გარშემო ყველაფერი - დაუდგეს ,,კაჩალკები", დაუფინეს ფერადი ქვაფენილი , შეუყვანეს წყალი გათბობა, განათება, დადგეს ტელევიზორი. ყოველ საღამოს მთელი უბნის ნარკომანები შიგნით არიან . ამ ყველაფერს უყურებს მომავალი თაობა და რამდენი ბავშვი უნდა გადარჩეს ცდუნებისგან, ან რამდენ ბავშვს ჩაითრევენ თავის ბუდეში? 

და ეს ყველაფერი ჩვენი კეთილი მერიის დახმარებით ხდება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა ნახეს გამომძიებლებმა ქეთი ჯავახიშვილის ტელეფონში - უმძიმესი დანაშაულის დეტალები სასამართლო პროცესიდან და გადაწყვეტილება აღკვეთზე: "ქეთის 59 ჭრილობა ჰქონდა"

რა ნახეს გამომძიებლებმა ქეთი ჯავახიშვილის ტელეფონში - უმძიმესი დანაშაულის დეტალები სასამართლო პროცესიდან და გადაწყვეტილება აღკვეთზე: "ქეთის 59 ჭრილობა ჰქონდა"

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ვაიტაშვილმა გამოაცხადა.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.

  • მისი თქმით, მოკლულს 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყოველი მათგანი სიცოცხლისდროინდელია.

მისივე განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს.

"ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყველა ორგანოზე. ყოველი ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია.

ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა. 19 :21 საათზე ეს ადამიანი სამეგრელოში დაიჭირეს. ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ დაწესებულებაში. მისი გამოცხადების მიზანი იყო, რომ იქნებ მართლმსაჯულება შეემსუბუქებინა.

ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა და ქურთუკი, რომლებიც სისხლითაა გაჟღენთილი, დანაშაულს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ასევე, სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი შარვალი. სამივე საფუძველი სახეზეა, როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე ნივთმტკიცებულებების განადგურების. თუ როგორ ჩაიდინა მან დანაშაულებრივი ქმედება, ნამდვილად ქმნის იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება ის მოიქცეს მომავალში, თუ მას არასათანადო სასჯელს მივცემთ.

ის, რომ გენდერული ნიშნით ჩაიდინა მკვლელობა, ეს მიუთითებს მის ფეთქებად ხასიათზე, სტერეოტიპულ აზროვნებაზე, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების სტილს.

ჩვენ გუშინ, დაახლოებით 4 საათისთვის მისი ვინაობა ვიცოდით, თუმცა ვაზუსტებდით მტკიცებულებებს, რათა ასეთ მძიმე დანაშაულზე მისთვის ბრალი წარგვედგინა.

გამოძიება გრძელდება და ჯერ კიდევ არ ვიცით ბრალდებულის წინააღმდეგ რა მტკიცებულებებს აღმოვაჩენთ. მას საზღვარგარეთ აქვს კონტაქტები. დედა ჰყავს საზღვარგარეთ და ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ აქვს დატოვებული, შესაბამისად, მიმალვის საფრთხე ნამდვილად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი ამოღებულია, მას ყველა მიმოწერა წაშლილი აქვს და ეს ამტკიცებს, რომ მტკიცებულებების განადგურებასაც ცდილობდა.

ერთადერთი სასჯელი, რომელიც ამ სამივე საფრთხეს აღკვეთს, არის პატიმრობა. ბრალდების მხარე არც პირად თავდებას და არც გირაოს საკითხს არ განიხილავს. ბრალდებულს არც რაიმე პირადი საკუთრება არ გააჩნია. გირაოს ვერცერთი ოდენობა მისთვის შემაკავებელი ვერ იქნება. ბრალდების ფსიქიატრიულ მდგომარეობას ჩვენ აუცილებლად შევისწავლით, რათა კიდევ მეტ დეტალს მოეფინოს ნათელი”, - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

წაიკითხეთ ასევე: