ავტორი:

ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი ხდება - რას ეხება ცვლილება?

ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი ხდება - რას ეხება ცვლილება?

ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი ხდება - აღნიშნულს ითვალისწინებს განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

ბაკალავრიატის შემთხვევაში ცვლილება ეხება ხელოვნების, ბიზნესის და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მაგისტრატურის შემთხვევაში კი ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროს.

უფრო კონკრეტულად:

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მუხლი 2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, მისი კომპონენტები და კრედიტების განაწილება

1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, შესაძლებელია შემუშავებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით....წაიკითხეთ სრულად