ავტორი:

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 4 მილიონი დოლარი ღირს

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 4 მილიონი დოლარი ღირს

თბილისში, ორთაჭალაში იყიდება 4-სართულიანი კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 4 მლნ აშშ დოლარია (10.642 მლნ ლარი).

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი - 1 376 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართობი კი 1330.8 კვადრატული მეტრია.

"იყიდება უნიკალური, საოცარი სახლი აშენების წელი 2019. სართულების რაოდენობა არის ოთხი, ოთახების რაოდენობა - 18. აქედან, ჰოლი - 3, სამზარეულო - 3 (აქედან ერთი საზაფხულო), საძინებელი - 8 თავისი სველი წერტილებით, სველი წერტილი - 11, მისაღები - 2 (აქედან ერთი საზაფხულო), ვერანდა - 4, საუნა, ეზოში ცალკე იზოლირებული შენობა მოწყობილი ბუხრით, მისაღები ოთახით და საზაფხულო ბაღით. ეზოში ფანტანით და ასევე მოწყობილი დასაჯდომი სივრცეებით.

იდეალურია საელჩოსთვის, კერძო ელიტური ბაღისთვის, საოფესედ, კერძო კლინიკისთვის, საცხოვრებლად,“- ნათქვამია განცხადებაში...დაათვალიერეთ ფოტოები