პოლიტიკა
მსოფლიო

9

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:56-ზე, მთვარე კირჩხიბშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილი, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ვერასოდეს მოხვდება და რომელიც მძიმე დიაგნოზისას მეფე ჩარლზის "თავშესაფარია" - "იქ ქალებს არ უშვებენ..."
ადგილი, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ვერასოდეს მოხვდება და რომელიც მძიმე დიაგნოზისას მეფე ჩარლზის "თავშესაფარია" - "იქ ქალებს არ უშვებენ..."

მეფე ჩარლზ III-მ, სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის შემ­დეგ სუ­ლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის ბერ­ძნუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის უხუ­ცესს, არ­ქი­მან­დრიტ ეფ­რემს მი­მარ­თა, რო­მე­ლიც ათო­ნის მთა­ზე მოღ­ვა­წე­ობს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩარლ­ზი ან­გლი­კა­ნუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რია, მას მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან. მისი მამა, პრინ­ცი ფი­ლი­პი, ბერ­ძე­ნი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი იყო, დე­დო­ფალ ელი­ზა­ბეტ­თან ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი ან­გლი­კა­ნი გახ­და. სწო­რედ ფი­ლი­პის პა­ტივ­სა­ცე­მად, ჩარლ­ზის მე­ფედ კურ­თხე­ვის დროს ბერ­ძნუ­ლი გა­ლო­ბა შეს­რულ­და.

  • ჩარლ­ზის ბე­ბია, პრინ­ცე­სა ელი­სი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი იყო და ათენ­ში სა­კუ­თა­რი ქალ­თა მო­ნას­ტე­რი და­ა­არ­სა. სი­ცო­ცხლის ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობ­და და სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­უ­ახ­ლოვ­და ახალ­გაზ­რდა პრინც ჩარლზს. ქალი ყო­ველ დღე ლო­ცუ­ლობ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სამ­ლოც­ვე­ლო­ში, ამის შემ­ყუ­რე ჩარლ­ზი კი მო­ხიბ­ლუ­ლი იყო უძ­ვე­ლე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბით.

1994 წელს იგი პრინც ფი­ლი­პთან ერ­თად ათო­ნის მთის მე­გობ­რო­ბის სა­პა­ტიო წევ­რი გახ­და, მო­ნას­ტერს კი პირ­ვე­ლად პრინ­ცე­სა დი­ა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეწ­ვია. მან ასე­ვე შე­ის­წავ­ლა მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბრი­ტა­ნე­ლი მხატ­ვრი­სა და პო­ე­ტის ედუ­არდ ლი­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი ათო­ნის მთის შე­სა­ხებ და გა­ეც­ნო ბა­ი­რო­ნის აღ­წე­რი­ლო­ბებ­საც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ათო­ნის მთის მო­ნას­ტე­რი თა­ვად ჩარლზ­საც აქვს და­ხა­ტუ­ლი:

პირ­ვე­ლი, რაც ათო­ნის მთის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეთ, არის ის, რომ მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი ვე­რა­სო­დეს წავა იქ... ამ ად­გი­ლას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­ვდე­ბით, თუ მა­მა­კა­ცი ხართ. ქა­ლე­ბის­თვის იქ მის­ვლა ქრის­ტი­ა­ნო­ბის ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან აკ­რძა­ლუ­ლია.

მთა­ზე სულ 20 მო­ნას­ტე­რია. ისი­ნი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ებს ჰგვა­ნან, უმე­ტე­სო­ბა საკ­მა­ოდ იზო­ლი­რე­ბუ­ლია და ტყი­თაა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სხვა კვა­ლი, თუნ­დაც ქუ­ჩის გა­ნა­თე­ბა, არ ჩანს.

მო­ნას­ტრებს აქვს ბა­ღიც, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ პა­ტა­რა მინ­დორს შე­ად­გენს. მათი მძლავ­რი კედ­ლე­ბის მიღ­მა მიწა და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლია. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის ელექტრო­ე­ნერ­გია და უმე­ტე­სო­ბას ჰყავს ერთი ან ორი მან­ქა­ნა, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე აქ­სე­სუ­ა­რი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. გა­მაგ­რე­ბუ­ლი კა­რიბ­ჭე შე­ბინ­დე­ბი­სას იკე­ტე­ბა და მხო­ლოდ გამ­თე­ნი­ი­სას იხ­სნე­ბა.

წყა­რო: telegraph

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნგ
7

რა ბაღები არ აქვს. მანდ "ბატონ" პუტინს საკუთარი ვენახი აქვს სადაც თავისთვის ღვინოს აკეთებინებს.

და საკუთარი შენობა-მონასტერიც.

დავით
5

ჩარლზმა იცის თუ სადაა სიწმინდე!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაიწყო თუ არა ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გიორგი ბაჩიაშვილის ძებნა და რა ხდება მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე
ავტორი:

ადგილი, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ვერასოდეს მოხვდება და რომელიც მძიმე დიაგნოზისას მეფე ჩარლზის "თავშესაფარია" - "იქ ქალებს არ უშვებენ..."

ადგილი, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ვერასოდეს მოხვდება და რომელიც მძიმე დიაგნოზისას მეფე ჩარლზის "თავშესაფარია" - "იქ ქალებს არ უშვებენ..."

მეფე ჩარლზ III-მ, სიმსივნის დიაგნოზის გაგების შემდეგ სულიერი მხარდაჭერისთვის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის უხუცესს, არქიმანდრიტ ეფრემს მიმართა, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია, მას მჭიდრო კავშირი აქვს მართლმადიდებლობასთან. მისი მამა, პრინცი ფილიპი, ბერძენი მართლმადიდებელი იყო, დედოფალ ელიზაბეტთან ქორწინების შემდეგ კი ანგლიკანი გახდა. სწორედ ფილიპის პატივსაცემად, ჩარლზის მეფედ კურთხევის დროს ბერძნული გალობა შესრულდა.

  • ჩარლზის ბებია, პრინცესა ელისი, მართლმადიდებელი იყო და ათენში საკუთარი ქალთა მონასტერი დააარსა. სიცოცხლის ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობდა და სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა ახალგაზრდა პრინც ჩარლზს. ქალი ყოველ დღე ლოცულობდა მართლმადიდებლურ სამლოცველოში, ამის შემყურე ჩარლზი კი მოხიბლული იყო უძველესი ქრისტიანული რიტუალებით.

1994 წელს იგი პრინც ფილიპთან ერთად ათონის მთის მეგობრობის საპატიო წევრი გახდა, მონასტერს კი პირველად პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ ეწვია. მან ასევე შეისწავლა მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანელი მხატვრისა და პოეტის ედუარდ ლირის ნამუშევრები ათონის მთის შესახებ და გაეცნო ბაირონის აღწერილობებსაც. აღსანიშნავია, რომ ათონის მთის მონასტერი თავად ჩარლზსაც აქვს დახატული:

პირველი, რაც ათონის მთის შესახებ უნდა იცოდეთ, არის ის, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ვერასოდეს წავა იქ... ამ ადგილას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებით, თუ მამაკაცი ხართ. ქალებისთვის იქ მისვლა ქრისტიანობის ადრეული პერიოდიდან აკრძალულია.

მთაზე სულ 20 მონასტერია. ისინი შუასაუკუნეების ციხესიმაგრეებს ჰგვანან, უმეტესობა საკმაოდ იზოლირებულია და ტყითაა გარშემორტყმული, ცივილიზაციის სხვა კვალი, თუნდაც ქუჩის განათება, არ ჩანს.

მონასტრებს აქვს ბაღიც, მაგრამ ეს მხოლოდ პატარა მინდორს შეადგენს. მათი მძლავრი კედლების მიღმა მიწა დაუმუშავებელია. ტერიტორიაზე არის ელექტროენერგია და უმეტესობას ჰყავს ერთი ან ორი მანქანა, მაგრამ ნებისმიერი თანამედროვე აქსესუარი მინიმუმამდეა დაყვანილი. გამაგრებული კარიბჭე შებინდებისას იკეტება და მხოლოდ გამთენიისას იხსნება.

წყარო: telegraph