ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთარ ცინდელიანის მამა, თემურ ცინდელიანი "ტვ პირველთან" საუბარში აცხადებს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
"ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ იყო. ნარკოტიკების გამო მოხდა ეს ყველაფერი. ვაიმე... ნიჭით სავსე ბავშვი... იქ იყო ბარესლეონაში, იქ მკურნალობდა ფსიქიატრიულში, უჭირდა ფსიქოლოგიურად, ძალიან უჭირდა... აბა, გამკეთებელი იყო მაგის?!" - აცხადებს ბრალდებულის მამა.
მისი თქმით, 22 წლის ბიჭი დანაშაულის ჩადენამდე სვანეთში იყო.
"აქ იყო, მაგრამ არ ვიყავი შინ მე უბედური და წამოსულა..." - ამბობს მამა.
ცნობისათვის, ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი 28 თებერვლის დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული, რომელიც ჯავახიშვილების ნათელ-მირონია, ახალგაზრდა ქალს აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, მკვლელობის მომენტში კი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ასევე იხილეთ:
ეს კარგი ისწავლეს ფსიქიკურად ვერ იყო კარგად,რატომ არიან მასეთები მერე გარეთ და რატომ დადიან თავისუფლად.რა დააშავა იმ გოგომ ან მისმა მშობლებმა სამუდამო ტანჯვისთვის რომ გაიმეტა.😢😢
გაამკაცრეთ კანონი სასწრაფოდ თორემ მერე გვიან იქნება