ავტორი:

ვინ არის ნაომი კემპბელის მულტიმილიონერი მეგობარი მამაკაცი? - "სუპერმოდელი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა"

ვინ არის ნაომი კემპბელის მულტიმილიონერი მეგობარი მამაკაცი? - "სუპერმოდელი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა"

ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე სუპერმოდელი ნაომი კემპბელი სიმპათიურ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა, შემდეგ კი სოციალურ ქსელებსა და მედიაში მათი რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

სუპერმოდელის მეწყვილე, საუდელი კინოპროდიუსერი, მულტიმილიონერი მუჰამედ ალ თურქი იყო და როგორც დაჯილდოებაზე მყოფები ჰყვებიან, წყვილი ერთმანეთს წამითაც არ ტოვებდა.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ მუჰამედი ნაომის ცხოვრებაში უკვე სამი წელია არსებობს. წყვილი ერთად საჯარო ღონისძიებაზე პირველად 2021 წლის წითელი ზღვის კინოფესტივალზე გამოჩნდა.

მას შემდეგ, ნაომი და მუჰამედი ხშირად ესწრებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს. გასულ წელს ისინი მოდის კვირეულსაც ერთად ეწვივნენ და მუჰამედმა ფოტოები თავის "ინსტაგრამ" გამომწერებსაც გაუზიარა.

როგორც წყარო The Sun-ს უყვება, ნაომი და მუჰამედი ხშირად ჩადიან ერთად ახლო აღმოსავლეთში:

"ნაომი უაზროდ დროს არავისთან ფლანგავს, ის და მუჰამედი ძალიან დაახლოვდნენ",- აცხადებს წყარო.

"ისინი მოდისა და ხელოვნების მიმართ სიყვარულმა დააახლოვა და ბევრი საერთო მეგობარიც ჰყავთ. ნაომი მასთან ერთად დუბაიში ხშირად ჩადიოდა და მგონი, ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. ერთად დიდ დროს ატარებენ და როგორც ჩანს, მათ შორის რაღაც ნაპერწკალია, თუნდაც ეს მხოლოდ მეგობრობა იყოს ამ ეტაპზე",- დასძენს წყარო.

ნაომი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. ის ორჯერ იყო დანიშნული, თუმცა სუპერმოდელი არასდროს დაქორწინებულა. როგორც წყარო გამოცემასთან აცხადებს, "დედობამ ის ნამდვილად შეცვალა და ერთი შეხედვით, ნაომი ასე კარგად აქამდე არასდროს ყოფილა". მოდელს მეორე შვილი გასულ ზაფხულს შეეძინა. დედობაზე საუბრისას კემპბელმა მედიასთან განაცხადა: "ეს ყველაზე დიდი სიხარულია, რაც ოდესმე წარმომედგინა."

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა