პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ" - რა თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე
"ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ" - რა თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე

სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­რა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მელ­საც ჩე­მით მი­ვი­ღებ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა სა­გა­რეო ან შიდა ზე­წო­ლით. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა Chatham House-ში ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის დროს გა­ა­კე­თა.

პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი არ არის. მან ისა­უბ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ ის პა­ტიმ­რო­ბა­ში "რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზით" არის, თუმ­ცა, პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა არ უნდა იყოს და­ცუ­ლი და ძა­ლი­ან ახ­ლო­დან აკ­ვირ­დე­ბა ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ ვი­თა­რე­ბას.

“თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ სად იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი. ის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი არაა, ის ნა­ვალ­ნი არ არის. ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტია, რო­მელ­საც თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ბევ­რი ისე­თი რამ ჰქონ­და, რა­საც არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა. რა­საც ახლა ვხე­დავთ, რაც სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მებ­ში გვი­ნა­ხავს, ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის ცი­ხე­ებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის ტენ­დენ­ცია - ეს ყვე­ლა­ფე­რი გვი­ნა­ხავს და სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ამა­ში გვი­ცხოვ­რია. ასე რომ, ის ცი­ხე­ში რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მოა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა არ უნდა იყოს და­ცუ­ლი და პა­ტივ­ცე­მუ­ლი, მე ძა­ლი­ან ახ­ლო­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი იმას, თუ რა ემარ­თე­ბა მას ცი­ხე­ში.

კი­თხვა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს და გე­თან­ხმე­ბით, რომ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი მხრივ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ სად­მე სხვა­გან ყო­ფი­ლი­ყო. ეს მთავ­რო­ბის მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ბევ­რი გზე­ბია, რი­თაც სხვა ქვეყ­ნებს ეს პრობ­ლე­მე­ბი მო­უგ­ვა­რე­ბი­ათ - შინა პა­ტიმ­რო­ბა, ექ­სტრა­დი­ცია, რად­გან უკ­რა­ი­ნამ აჩ­ვე­ნა, რომ ის მზად არის, ექ­სტრა­დი­ცი­ის­თვის, თუმ­ცა არ ვიცი [მო­თხოვ­ნა] ფორ­მა­ლუ­რად თუ მოხ­და. ასე რომ, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს.

ჩემი მხრი­დან მხო­ლოდ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს, რო­მელ­ზეც არას­დროს ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ და მცი­რე კო­მენ­ტარს ვა­კე­თებ ხოლ­მე ქვე­ყა­ნა­ში, ვი­ნა­ი­დან, ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც შე­წყა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ელის და ახ­სნას ან გა­მარ­თლე­ბას თუ და­ი­წყებ - ეს ძა­ლი­ან არა­სა­მარ­თლი­ა­ნია სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

ასე რომ, კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ. ეს მო­რა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მელ­საც ჩე­მით მი­ვი­ღებ და პა­სუხს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თავი წი­ნა­შე ვა­გებ, და ეს ნამ­დვი­ლად არ არის ის, რა­ზეც გავ­ლე­ნაც შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნო სა­გა­რეო ზე­წო­ლით ან შიდა ზე­წო­ლით”, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

ქვეყნის არევა გინდა ? შენც არ მოგიწიოს მაგ ციხეში ჩაჯდომა... 

????
1

სადაა შენი მორალი?!

ავტორი:

"ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ" - რა თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე

"ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ" - რა თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე

სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ, შეუძლებელია ამაზე გავლენის მოხდენა საგარეო ან შიდა ზეწოლით. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის დროს გააკეთა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ალექსეი ნავალნი არ არის. მან ისაუბრა სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე და განაცხადა, რომ ის პატიმრობაში "რეალური მიზეზით" არის, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და ძალიან ახლოდან აკვირდება ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ვითარებას.

“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. ის დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტი არაა, ის ნავალნი არ არის. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის დროს ბევრი ისეთი რამ ჰქონდა, რასაც არ ვიცი, რა დავარქვა. რასაც ახლა ვხედავთ, რაც სხვადასხვა რეჟიმებში გვინახავს, ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია - ეს ყველაფერი გვინახავს და სააკაშვილის მმართველობის დროს ამაში გვიცხოვრია. ასე რომ, ის ციხეში რეალური მიზეზების გამოა. ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და პატივცემული, მე ძალიან ახლოდან ვაკვირდებოდი იმას, თუ რა ემართება მას ციხეში.

კითხვა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მხრივ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ სადმე სხვაგან ყოფილიყო. ეს მთავრობის მისაღები გადაწყვეტილებაა. ბევრი გზებია, რითაც სხვა ქვეყნებს ეს პრობლემები მოუგვარებიათ - შინა პატიმრობა, ექსტრადიცია, რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ ის მზად არის, ექსტრადიციისთვის, თუმცა არ ვიცი [მოთხოვნა] ფორმალურად თუ მოხდა. ასე რომ, ეს შესაძლებლობები არსებობს.

ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მაქვს, რომელზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მცირე კომენტარს ვაკეთებ ხოლმე ქვეყანაში, ვინაიდან, ბევრი სხვა ადამიანია, რომელიც შეწყალების შესაძლებლობას ელის და ახსნას ან გამართლებას თუ დაიწყებ - ეს ძალიან არასამართლიანია სხვა ადამიანებისთვის.

ასე რომ, კომენტარს არ ვაკეთებ. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავი წინაშე ვაგებ, და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გავლენაც შეიძლება მოახდინო საგარეო ზეწოლით ან შიდა ზეწოლით”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.