სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ" - თაკო ჩარკვიანი
"ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ" - თაკო ჩარკვიანი

ხა­ზა­რა­ძეს და გა­ხა­რი­ას სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის ეში­ნი­ათ , - ამის შე­სა­ხებ "კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის“ ლი­დერ­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის მიერ პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნილ ამ­ნის­ტი­ის აქ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტო­მაა ამ­ნის­ტი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი "ლელო“ და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის".

"წი­ნას­წარ რა­ტომ გა­გიჟ­დე­ბი­ან ხოლ­მე და მა­ინ­ცდა­მა­ინც ორა­დო­რი პარ­ტია, რა­ტომ? - სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გა­პა­ტი­ოს­ნე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­ო­ნე­რი მა­მუ­კა [ხა­ზა­რა­ძე] შენ ხარ. არ გრცხვე­ნია, კაცო, სულ არ გრცხვე­ნია? ასე­თი უტიფ­რო­ბა რა უბე­დუ­რე­ბაა, ან რა­ტომ გა­გიჟ­და მა­ინც და მა­ინც ეს "ქარ­თულ-ჯიგ­რულ პონ­ტში" გა­პა­ტი­ოს­ნე­ბუ­ლი გა­ხა­რია? თვა­ლე­ბის დამ­თხრელ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე პა­სუ­ხი არ აგო გა­ხა­რი­ამ და და­ა­წი­ნა­უ­რეს, ის არ არის კრი­მი­ნა­ლი და იმა­ზე უფრო დიდი კრი­მი­ნა­ლი ზის [ცი­ხე­ში] ? ჩვენ პე­დო­ფი­ლებ­ზე კი არ ვლა­პა­რა­კობთ, იცით, რა ხალ­ხი ზის იქ [ცი­ხე­ში] ?“, - გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტია აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ე­ხოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს.

"დღე და ღამ გაჰ­კი­ვი­ან ხა­ზა­რა­ძეც და გა­ხა­რი­აც და ყვე­ლა, რომ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მაა. თუ რუ­სუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მაა, ეს სის­ტე­მა არ ვრცელ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ჰყავთ? სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის ისე ეში­ნი­ათ ხა­ზა­რა­ძეს და გა­ხა­რი­ას, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს სწი­რა­ვენ, ვინც რუ­სულ სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მას ახლა, ამ წუთ­ში გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ჰყავთ?

მე მგო­ნია, რომ ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ა­ზე და სა­ა­კაშ­ვილ­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ე­ხოს, თო­რემ ყვე­ლას ეგო­ნე­ბა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ვართ, რომ ასე მო­უნ­დათ, რომ პუ­ტი­ნის პა­ტი­მარს არ შე­ე­ხოს. ეს ისევ რუ­სუ­ლი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის გა­თა­მა­შე­ბა იქ­ნე­ბა,რაც 2012-ში, როცა მო­ვიდ­ნენ გა­ა­კე­თეს. თუ შე­ე­ხე­ბა, შე­ე­ხე­ბა ყვე­ლას. არის პე­დო­ფი­ლი­ის მუხ­ლი და ასეთ მძი­მე მუხ­ლებს მარ­თლაც არ ეხე­ბა, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მელ­საც ედა­ვე­ბი­ან გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში უდო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, უთუ­ოდ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­ხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sniper
0

სააკაშვილს ამნისტია ვერ უშველის, რადგან, სანამ გარეთ გამოვა, ეზოდანვე შეაბრუნებენ ციხეში სხვა მუხლით, რომელზეც განაჩენი 1 საათში დადგება, სანამ კარს გაუღებენ. მიკვირს ეს არ იცით თუ იცით და ვითომ არ იცით?

???
2

შენ მეუღლე ამისთანას რას შოულობს ან როგორ ვერ მოგიძებნა სხვა გასართობი რომ ტყუილად არ ხარჯოს ამდენი ფული შენს ვითომ პოლიტიკოსობით გართობაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ" - თაკო ჩარკვიანი

"ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ" - თაკო ჩარკვიანი

ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ , - ამის შესახებ "კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე საუბრისას განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გაუგებარია, რატომაა ამნისტიის წინააღმდეგი "ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

"წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე და მაინცდამაინც ორადორი პარტია, რატომ? - საქართველოში ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა [ხაზარაძე] შენ ხარ. არ გრცხვენია, კაცო, სულ არ გრცხვენია? ასეთი უტიფრობა რა უბედურებაა, ან რატომ გაგიჟდა მაინც და მაინც ეს "ქართულ-ჯიგრულ პონტში" გაპატიოსნებული გახარია? თვალების დამთხრელ პოლიციელებზე პასუხი არ აგო გახარიამ და დააწინაურეს, ის არ არის კრიმინალი და იმაზე უფრო დიდი კრიმინალი ზის [ციხეში] ? ჩვენ პედოფილებზე კი არ ვლაპარაკობთ, იცით, რა ხალხი ზის იქ [ციხეში] ?“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, საყოველთაო ამნისტია აუცილებლად უნდა შეეხოს მიხეილ სააკაშვილს.

"დღე და ღამ გაჰკივიან ხაზარაძეც და გახარიაც და ყველა, რომ ქვეყანაში რუსული სამართლებრივი სისტემაა. თუ რუსული სამართლებრივი სისტემაა, ეს სისტემა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც გასამართლებული ჰყავთ? სააკაშვილის გამოსვლის ისე ეშინიათ ხაზარაძეს და გახარიას, რომ იმ ადამიანებს სწირავენ, ვინც რუსულ სამართლებრივ სისტემას ახლა, ამ წუთში გასამართლებული ჰყავთ?

მე მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საყოველთაო ამნისტიაზე და სააკაშვილსაც აუცილებლად უნდა შეეხოს, თორემ ყველას ეგონება, რომ ჩრდილოეთ კორეა ვართ, რომ ასე მოუნდათ, რომ პუტინის პატიმარს არ შეეხოს. ეს ისევ რუსული თაღლითური სქემის გათამაშება იქნება,რაც 2012-ში, როცა მოვიდნენ გააკეთეს. თუ შეეხება, შეეხება ყველას. არის პედოფილიის მუხლი და ასეთ მძიმე მუხლებს მართლაც არ ეხება, მაგრამ სააკაშვილს, რომელსაც ედავებიან გირგვლიანის საქმეში უდოთი გათავისუფლებას, უთუოდ, აუცილებლად შეეხება“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.