მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს კვლავ უმასპინძლოს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს კვლავ უმასპინძლოს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურ­ქე­თი მზად არის კვლავ უმას­პინ­ძლოს უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა უკ­რა­ი­ნა-სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სა­მი­ტის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

ერ­დო­ღა­ნის თქმით, ის იმ აზ­რზე რჩე­ბა, რომ დიპ­ლო­მა­ტი­ა­სა და დი­ა­ლოგს შან­სი უნდა მი­ე­ცეს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის “სა­მარ­თლი­ა­ნად და გრძელ­ვა­დი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის­თვის.”

“ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ყვე­ლა შე­საძ­ლო გზით უმაღ­ლე­სი დო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას…

ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია თურ­ქე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. ასე­ვე ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვას მივ­მარ­თავთ ჩვე­ნი ყი­რი­მე­ლი თა­თა­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად,” - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მშვი­დო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი მიღ­წე­ულ არ იქნა, ხოლო სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორი­ვე მხა­რის და­ახ­ლო­ე­ბა.

“იმ აზ­რზე ვარ, რომ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვე­ბი უნდა და­ი­წყოს, რო­გორც მი­ნი­მუმ მშვი­დო­ბის ზო­გა­დი პა­რა­მეტ­რე­ბის და­სად­გე­ნად,” - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის 10-პუნ­ქტი­ან სამ­შვი­დო­ბო გეგ­მის “პრინ­ციპს” მხარს უჭერს, და ან­კა­რა მზად უკ­რა­ი­ნის “სწრაფ აღ­დგე­ნა­სა და რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ში” თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

ეს ვაშაძესავითაა, დარბის წინ და უკან... მერე რა, რომ არავის სჭირდება!

!!!
1

თან მშვიდობაზე ლაპარაკობს, თან ყირიმზე თვალი უჭირავს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თურქეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს კვლავ უმასპინძლოს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს კვლავ უმასპინძლოს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი მზად არის კვლავ უმასპინძლოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ის იმ აზრზე რჩება, რომ დიპლომატიასა და დიალოგს შანსი უნდა მიეცეს რუსეთ-უკრაინის ომის “სამართლიანად და გრძელვადიანად მოგვარებისთვის.”

“ამ მიზნის მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა შესაძლო გზით უმაღლესი დონის დიპლომატიური არხების გამოყენებას…

ყველასთვის კარგად ცნობილია თურქეთის მიერ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ასევე ყველა ძალისხმევას მივმართავთ ჩვენი ყირიმელი თათარი თანამემამულეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად,” - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულ არ იქნა, ხოლო სამშვიდობო ინიციატივების წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორივე მხარის დაახლოება.

“იმ აზრზე ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევები უნდა დაიწყოს, როგორც მინიმუმ მშვიდობის ზოგადი პარამეტრების დასადგენად,” - განაცხადა ერდოღანმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმის “პრინციპს” მხარს უჭერს, და ანკარა მზად უკრაინის “სწრაფ აღდგენასა და რეკონსტრუქციაში” თავისი წვლილი შეიტანოს.