ავტორი:

კომპანიები სარეკლამო შეტყობინებებს თქვენი თანხმობის გარეშე ვეღარ გამოგზავნიან - კიდევ რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი მარტიდან?

კომპანიები სარეკლამო შეტყობინებებს თქვენი თანხმობის გარეშე ვეღარ გამოგზავნიან - კიდევ რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი მარტიდან?

1-ლი მარტიდან, სულ რაღაც 2 დღეში ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე მომხმარებლებს.

"ბიზნესპრესნიუსი“ (BPN.GE) გთავაზობთ ინფორმაციას იმ რამდენიმე ცვლილების შესახებ, რომელიც უკვე პარასკევიდან ამოქმედდება.

  • სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება

სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. ეს ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს. კანონში ეს სიახლე 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

ბიზნესი აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ დამატებით ხარჯს მოითხოვს, რადგან თითოეული კომპანია ვალდებული იქნება, განაახლოს მათი დოკუმენტაცია, თუმცა, მათივე ცნობით, ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანისთვის სხვა მიმართულებას გამოიყენებენ.

  • GE დომენის ფასი იზრდება

1-ლი მარტიდან GE დომენის ფასები იცვლება. როგორც კომპანია FastCloud-ი იტყობინება, რეგისტრაციისა და განახლების ფასი 50 ლარამდე გაიზრდება. ხოლო მეორე დონის დომენების ღირებულება 30 ლარი გახდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კომპანიაში ცვლილებამდე დომენის რეგისტრაცია და განახლება 30 ლარი ღირდა, ხოლო მეორე დონის დომენის ღირებულება 12 ლარს შეადგენდა. გააგრძელეთ კითხვა