მექსიკაში ყველაზე აქტიური ვულკანი პოპოკატეპეტლი ( ესპ. Popocatepetl - მბოლავი მთა) ამოიფრქვა. კრატერიდან ამოსულმა კვამლმა 3 კილომეტრზე მეტი სიმაღლის სვეტი წარმოქმნა. სამოქალაქო დაცვის ეროვნული კოორდინაციის ცნობით, ფერფლმა მეხიკომდე და მის მიმდებარე რეგიონებამდე მიაღწია.
მექსიკის კატასტროფების პრევენციის ეროვნული ცენტრის განაცხადებით, ვულკანური საფრთხის დონე იზრდება, რაც პრევენციულ ზომების მიღებას მოითხოვს. შესაბამისად, რამდენიმე ავიაკომპანიამ ფრენები გააუქმა.
ვულკანიდან 60 მილის (96 კილომეტრის) რადიუსში დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა სამოქალაქო დაცვის ორგანოს თქმით, ამჟამად არ არსებობს "რისკი მოსახლეობისთვის“.