მალე ინდოეთში ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის, მუკეშ ამბანის შვილის, ანანტისა და მისი საცოლის რადიკა მერჩანტის ქორწილი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები დაესწრებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის სრული დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, გარკვეული ინფორმაცია მაინც გასაჯაროვდა:
საქორწილო ზეიმი დაიწყება 1 - ელ მარტს და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. წვეულება ამბანის მშობლიურ შტატში, გუჯარატში გაიმართება.
მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ინდოეთის ყველაზე მდიდარი ადამიანები, ასევე ბოლივუდის ვარსკვლავები. გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრების გართობაზე რიანა იზრუნებს. სტუმრებს შორის იქნებიან მარკ ცუკერბერგი, ბილ გეითსი და ივანკა ტრამპიც.
ჯერ კიდევ 2018 წელს, ამბანმა, თავისი ქალიშვილის, იშას ქორწილისთვის 100 მილიონი დოლარი დახარჯა.
Forbes Rich-ის სიის მიხედვით, მუშეკ ამბანი აზიის უმდიდრესი ადამიანია - მისი ქონება 112 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ნახეთ ასევე: