ავტორი:

"ორმოში იპოვეს მოკლული... მამამ ამოიცნო ცხედარი, ჩვენ სამსახურში გვეგონა..." - ცნობილია თბილისში მოკლული გოგონას ვინაობა: რას ჰყვებიან მისი მეზობლები?

"ორმოში იპოვეს მოკლული... მამამ ამოიცნო ცხედარი, ჩვენ სამსახურში გვეგონა..." - ცნობილია თბილისში მოკლული გოგონას ვინაობა: რას ჰყვებიან მისი მეზობლები?

მკვლელობა მოხდა თბილისში, სამგორის რაიონში, წინუბანის დასახლებაში. მოკლულია 22 წლის ქეთი ჯავახიშვილი. მას ჭრილობები ცივი იარაღით ყელის და ზურგის არეში აქვს მიყენებული.

ის საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ერთ-ერთ ორმოში იქ მომუშავე ხელოსნებმა მოკლული იპოვეს. ამის შემდეგ მათ გოგონას მამას დაუძახეს, რომელმაც შვილის ცხედარი ამოიცნო.

  • არსებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის მოხდა მკვლელობა. როგორც წინუბანში ამბობენ, მათ წუხელ ყვირილის ხმა არ გაუგიათ.

მათივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ გოგონას საღამოს, სავარაუდოდ, ვიღაცამ დაურეკა და მის სანახავად გავიდა.

"დილის 9 საათზე ნახეს ხელოსნებმა... ჩვენ სამუშაოზე გვეგონა, მისი ძმაც იმავე სამსახურში მუშაობს და რომ დავურეკეთ, თქვა, არ მოსულაო. მერე მამას დაუძახეს, მივიდა, გადააბრუნა და ნახა თავისი შვილი" - ჰყვება ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.