მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ "ქართული ლეგიონის" მეთაურს, მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი“ იტყობინება.
"მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მოქალაქე, მამუკა მამულაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებით სახით არჩეულ იქნა პატიმრობა, სასჯელის ვადა აითვლება მისი დაკავების და რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციის მომენტიდან.
მამულაშვილი იმყოფება ფედერალურ და საერთაშორისო ძებნაში“, - აცხადებს სასამართლო.
მამულაშვილს ბრალად ედება "სიძულვილის გაღვივება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ძალადობისთვის".