პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლევანდელი ფინალისტები წინამორბედ სილამაზის დედოფლებს არ ჰგავდნენ, რადგან..." - როგორ გახდა ირანელი ქალი "მის გერმანია 2024": კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული აფამე შონაუერის ამბავი
"წლევანდელი ფინალისტები წინამორბედ სილამაზის დედოფლებს არ ჰგავდნენ, რადგან..." - როგორ გახდა ირანელი ქალი "მის გერმანია 2024": კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული აფამე შონაუერის ამბავი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ირან­ში და­ბა­დე­ბულ არ­ქი­ტექ­ტორ აფა­მე შო­ნა­უ­ერს "მის გერ­მა­ნია 2024"-ის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში 39 წლის აფა­მეს გა­მარ­ჯვე­ბას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა: ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქალს არა­საკ­მა­რი­სად ლა­მა­ზად მი­იჩ­ნევ­და, ზოგი კი არა­საკ­მა­რი­სად "გერ­მა­ნე­ლად".

  • გარ­და იმი­სა, რომ შო­ნა­უ­ე­რი დე­დაა, ის არ­ქი­ტექ­ტო­რად მუ­შა­ობს და რო­გორც ამ­ბობს, პა­რა­ლე­ლუ­რად ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

თვი­თონ აფა­მეც მიგ­რან­ტია. ის ირან­ში და­ი­ბა­და და 6 წლის ასაკ­ში ოჯახ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მისი თქმით, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო.

"მის გერ­მა­ნი­ის" შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას კი აფა­მემ თქვა, რომ სურს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს თა­ვის­ნა­ირ ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ა­ში მიგ­რან­ტად ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებს გა­ნიც­დი­ან. მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ხე­ლად "შირ­ზა­ნი", რო­მე­ლიც ხვად ლომს ნიშ­ნავს, ჩაგ­რულ ქა­ლებს ეხ­მა­რე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცია ქა­ლებს თა­ვი­ან­თი ის­ტო­რი­ე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­ზი­ა­რე­ბის­კენ უბიძ­გებს, რათა შემ­დეგ თა­ვი­ან­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბა შეძ­ლონ.

"მის გერ­მა­ნი­ის" კონ­კურ­სის უფრო ინ­კლუ­ზი­უ­რად გახ­დო­მა­ში შო­ნა­უ­ე­რის გა­მარ­ჯვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო.

  • 2019 წლი­დან გერ­მა­ნია ფი­ზი­კუ­რი სი­ლა­მა­ზი­სა და ბი­კი­ნის კონ­კურ­სე­ბი­დან სი­ლა­მა­ზის უფრო კომ­პლექ­სურ გან­მარ­ტე­ბა­ზე გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის პი­როვ­ნე­ბა­სა და ქმე­დე­ბებ­ზე უფ­როა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი.

წლე­ვან­დე­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი ქვეყ­ნის წი­ნა­მორ­ბედ სი­ლა­მა­ზის დე­დოფ­ლებს სა­ერ­თოდ არ ჰგავ­დნენ - ერთ-ერთი მათ­გა­ნი ორი წე­ლია დო­ნო­რის გა­და­ნერ­გი­ლი გუ­ლით ცხოვ­რობს, მე­ო­რეს კი იშ­ვი­ა­თი ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს და ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა. წელს კონ­კურ­სის წინა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რიც მო­იხ­სნა და ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ფი­ნა­ლის­ტი 42 წლის იყო.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შო­ნა­უ­ე­რის გა­მარ­ჯვე­ბას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა, ზო­გი­ერ­თი იმას აპ­რო­ტეს­ტებ­და, რომ ის სი­ლა­მა­ზის სტე­რე­ო­ტი­პულ სტან­დარ­ტებ­ში არ ჯდე­ბო­და, ზო­გი­ერ­თი კი იმას იწუ­ნებ­და, რომ ის "საკ­მა­რი­სად გერ­მა­ნუ­ლი" გა­რეგ­ნო­ბის არ იყო. თუმ­ცა თვი­თონ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი ცვლი­ლე­ბე­ბით კმა­ყო­ფი­ლია და სუ­ლაც არ გეგ­მავს ძვე­ლე­ბურ სტან­დარ­ტებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას:

"ჩვენ ისეთ ქა­ლებს ვე­ძებთ, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნე­ბი არი­ან და სხვე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძად იქ­ცე­ვი­ან. ამით ისი­ნი კოს­მო­პო­ლი­ტურ და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქმნი­ან",- ნათ­ქვა­მია "მის გერ­მა­ნი­ის" ვებ­სა­იტ­ზე.

წყა­რო: euronews

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
3

ეს "მის სილამაზის" კი არა "მის ულამაზოს" კონკურსი იქნებოდა

:))))))))
1

მიდი ევროპა, ყველგან და ყველაფერში დააწინაურე ზანგები, არაბები, ირანელები და მალე თქვენ აღარც დარჩებით. თუ გადაშენებას აპირებთ ეგ თქვენი არჩევანია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"წლევანდელი ფინალისტები წინამორბედ სილამაზის დედოფლებს არ ჰგავდნენ, რადგან..." - როგორ გახდა ირანელი ქალი "მის გერმანია 2024": კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული აფამე შონაუერის ამბავი

"წლევანდელი ფინალისტები წინამორბედ სილამაზის დედოფლებს არ ჰგავდნენ, რადგან..." - როგორ გახდა ირანელი ქალი "მის გერმანია 2024": კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული აფამე შონაუერის ამბავი

რამდენიმე დღის წინ, ირანში დაბადებულ არქიტექტორ აფამე შონაუერს "მის გერმანია 2024"-ის სტატუსი მიენიჭა. სოციალურ ქსელებში 39 წლის აფამეს გამარჯვებას სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვა: ზოგიერთი მომხმარებელი ქალს არასაკმარისად ლამაზად მიიჩნევდა, ზოგი კი არასაკმარისად "გერმანელად".

  • გარდა იმისა, რომ შონაუერი დედაა, ის არქიტექტორად მუშაობს და როგორც ამბობს, პარალელურად ქალთა უფლებების დაცვით არის დაკავებული.

თვითონ აფამეც მიგრანტია. ის ირანში დაიბადა და 6 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მისი თქმით, უცხო ქვეყანაში ცხოვრების პირველი წლები ყველაზე რთული იყო.

"მის გერმანიის" შესარჩევ კონკურსზე სცენაზე გამოსვლისას კი აფამემ თქვა, რომ სურს დახმარება გაუწიოს თავისნაირ ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც გერმანიაში მიგრანტად ცხოვრების სირთულეებს განიცდიან. მისი ორგანიზაცია, სახელად "შირზანი", რომელიც ხვად ლომს ნიშნავს, ჩაგრულ ქალებს ეხმარება. ორგანიზაცია ქალებს თავიანთი ისტორიებისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებისკენ უბიძგებს, რათა შემდეგ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზება შეძლონ.

"მის გერმანიის" კონკურსის უფრო ინკლუზიურად გახდომაში შონაუერის გამარჯვება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

  • 2019 წლიდან გერმანია ფიზიკური სილამაზისა და ბიკინის კონკურსებიდან სილამაზის უფრო კომპლექსურ განმარტებაზე გადავიდა, რომელიც მონაწილეების პიროვნებასა და ქმედებებზე უფროა ფოკუსირებული.

წლევანდელი ფინალისტები ქვეყნის წინამორბედ სილამაზის დედოფლებს საერთოდ არ ჰგავდნენ - ერთ-ერთი მათგანი ორი წელია დონორის გადანერგილი გულით ცხოვრობს, მეორეს კი იშვიათი ავტოიმუნური დაავადება აქვს და ეტლით გადაადგილდება. წელს კონკურსის წინა ასაკობრივი ზღვარიც მოიხსნა და ყველაზე უფროსი ფინალისტი 42 წლის იყო.

სოციალურ ქსელებში შონაუერის გამარჯვებას სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვა, ზოგიერთი იმას აპროტესტებდა, რომ ის სილამაზის სტერეოტიპულ სტანდარტებში არ ჯდებოდა, ზოგიერთი კი იმას იწუნებდა, რომ ის "საკმარისად გერმანული" გარეგნობის არ იყო. თუმცა თვითონ სილამაზის კონკურსი ცვლილებებით კმაყოფილია და სულაც არ გეგმავს ძველებურ სტანდარტებზე დაბრუნებას:

"ჩვენ ისეთ ქალებს ვეძებთ, რომლებიც პასუხისმგებლიანები არიან და სხვებისთვის მისაბაძად იქცევიან. ამით ისინი კოსმოპოლიტურ და თანამედროვე საზოგადოებას ქმნიან",- ნათქვამია "მის გერმანიის" ვებსაიტზე.

წყარო: euronews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა