პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოისყიდა მარინა ხატიაშვილმა სახლი, საიდანაც ერთი თვის წინ გამოასახლეს - "ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ"
როგორ გამოისყიდა მარინა ხატიაშვილმა სახლი, საიდანაც ერთი თვის წინ გამოასახლეს - "ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ"

"ამ შე­თან­ხმე­ბას ომი­თა და უბე­დუ­რე­ბით მი­ვაღ­წი­ეთ" - მე­უბ­ნე­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რის ის­ტო­რი­კო­სი მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1 თვის წინ სა­კუ­თა­რი ბი­ნი­დან გა­მო­ა­სახ­ლეს. 23 თე­ბერ­ვალს მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვილ­მა სახ­ლი გა­მო­ის­ყი­და, კერ­ძო იპო­თე­კარს 90 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და, რა­ზეც გა­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ.

  • შე­თან­ხმე­ბა ხა­ტი­აშ­ვილ­სა და კერ­ძო იპო­თე­კარს შო­რის გა­მო­სახ­ლე­ბის მე­ო­რე დღეს, 24 იან­ვარს შედ­გა. 90 000 დო­ლა­რის გა­დახ­დის­თვის 1-თვი­ა­ნი ვადა გა­ნი­სა­ზღვრა. მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლი მა­შინ ამ­ბობ­და, რომ უკვე ჰქონ­და 70 000 დო­ლა­რი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბას ჯერ კი­დევ გა­მო­სახ­ლე­ბამ­დე სთა­ვა­ზობ­და იპო­თე­კარს. დარ­ჩე­ნი­ლი 20 000 დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბა მან ერთ თვე­ში, რო­გორც ამ­ბობს, მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით მო­ა­ხერ­ხა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 24 იან­ვარს კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბი­ნი­დან მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლის გა­მო­სახ­ლე­ბას პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. მის მხარ­და­სა­ჭე­რად მი­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს პო­ლი­ცი­ას, ასე­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას შო­რის მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ 20 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა (მათ შო­რის იყ­ვნენ გი­ორ­გი ხა­სა­ია და აკა­კი ჩი­ქო­ბა­ვა, რომ­ლე­ბიც 3 თე­ბერ­ვალს გი­რაო სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს).

AMBEBI.GE მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

"ყვე­ლამ ნახა, რომ ამ შე­თან­ხმე­ბას ომი­თა და უბე­დუ­რე­ბით მი­ვაღ­წი­ეთ, ეტყო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­წუხ­და და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო წელს გა­და­წყვი­ტა, იპო­თე­კა­რი ეი­ძუ­ლე­ბი­ნა, თან­ხა აეღო. გა­მო­სახ­ლე­ბის წინა დღით ის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობ­და. ჩვენ 70 ათასს ვიხ­დი­დით, და­ნარ­ჩენ 20 ათასს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მო­უ­ყა­რეს თავი - გარ­და იმი­სა, რომ ამ ხალ­ხმა ჩემ­თან ერ­თად ამ­ხე­ლა ომი გა­მო­ი­ა­რა, თავი გა­და­დო, მე­გო­ბარ­მა გა­ლე­რის­ტებ­მა აუქ­ცი­ო­ნი ჩა­ა­ტა­რეს, ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­ყი­დეს და შეგ­რო­ვი­ლი თან­ხა გად­მომ­ცეს. მგო­ნია, რომ იპო­თე­კა­რის და­ყო­ლი­ე­ბა­ში, რაც თით­ქმის არ ხდე­ბა ხოლ­მე, დიდი როლი ითა­მა­შა ახალ­გაზ­რდე­ბის თავ­გან­წი­რულ­მა ბრძო­ლამ, იმა­ნაც, რომ მეც უკან არ და­ვი­ხიე და მთელს მსოფ­ლი­ოს ვაჩ­ვე­ნე, რა ჩა­ი­დი­ნეს.

რო­გორც ჩანს, მა­ინც შიგ­ნით მოხ­და რა­ღაც ისე­თი, რომ არ აწყობ­დათ, ამ საქ­მეს უფრო მწვა­ვე ხა­სი­ა­თი მი­ე­ღო. თან ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო დიდი კა­ნონ­დარ­ღვე­ვით გა­კე­თე­ბუ­ლი და, რა თქმა უნდა, აღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლიც შე­ვი­ტა­ნეთ, ვი­ნა­ი­დან ეს იყო პო­ლი­ცი­უ­რი გა­მო­სახ­ლე­ბა, რაც კა­ნო­ნით 2015 წლი­დან აკ­რძა­ლუ­ლია. სახ­ლი ისეთ დღე­შია, არ იცხოვ­რე­ბა, ნაგ­ვის გო­რე­ბი დგას, იქ დაც­ვა ჰყავ­დათ შეშ­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც რა­საც ჭამ­და, იქვე ყრი­და. შა­ბათს შე­ვე­დით სახ­ლში, ერთ-ერ­თმა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბამ ჩამ­წე­რა და კა­ტას­ტრო­ფა დამ­ხვდა - სახ­ლი დარ­ბე­უ­ლია და ნაგ­ვით სავ­სე, რო­მელ­შიც არ იცხოვ­რე­ბა. ჯერ-ჯე­რო­ბით, მე­გო­ბარ­თან ვცხოვ­რობ, ბი­ნის მო­წეს­რი­გე­ბას დრო დას­ჭირ­დე­ბა...

23 იან­ვა­რი, გა­მო­სახ­ლე­ბის დღე

ამ დარ­ბე­ვი­სას ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, გი­ორ­გი ღვინ­ჯი­ლია, კაკო ჩი­ქო­ბა­ვა, გი­ორ­გი ხა­სა­ია და სხვე­ბი და­ი­ჭი­რეს, ისი­ნი კი­ნა­ღამ მოკ­ლეს და თან და­ა­ჯა­რი­მეს. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა შე­ჩერ­დეს ეს გა­მო­სახ­ლე­ბე­ბი, მე­ვახ­შე­ო­ბა ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბაა. მინ­და აქ ერთ რა­მე­ზე მი­ვიქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა - ოდეს­მე, სად­მე თუ გი­ნა­ხავთ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც ამ თე­მას აპ­რო­ტეს­ტებ­დეს? ესე­ნი ამ სა­კი­თხში ისე კარ­გად არი­ან შე­თან­ხმე­ბულ-შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლე­ბი, ყვე­ლა ერი­დე­ბა ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს, რაც ჩემ­თვის სიმპტო­მია - როცა მე­ვახ­შე­ო­ბა­ზე და გა­მო­სახ­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რაკს ადა­მი­ა­ნე­ბი თავს არი­დე­ბენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მათი ინ­ტე­რე­სიც მე­ვახ­შე­ო­ბა­ში ტრი­ა­ლებს, ამ სქე­მა­ში ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია, ეს არის დიდი ხნის წინ ფეს­ვგად­გმუ­ლი მან­კი­ე­რე­ბა, სა­ში­ნე­ლი სქე­მა, რო­მელ­შიც ყვე­ლა თუ არა, ძა­ლი­ან ბევ­რი ლი­დე­რია ჩარ­თუ­ლი.

ახ­ლაც, ამ სა­არ­ჩევ­ნო წელ­საც კი მე­ვახ­შე­ო­ბა­ზე ხმას არ იღე­ბენ, უბ­რა­ლოდ, რად­გან ჩემი ამ­ბა­ვი ასე გახ­მა­ურ­და, თავი ვერ აა­რი­დეს და ყვე­ლამ თავი მო­ვა­ლედ ჩათ­ვა­ლა, ორი სი­ტყვით ეხ­სე­ნე­ბი­ნა. თუმ­ცა ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იმა­ზე იყო, აი, ეს გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ფი­ლა, ამი­ტო­მაც შე­ე­ცად­ნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­სო. გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი თუ ვი­ყა­ვი, სახ­ლი თავ­ზე რა­ტომ და­მამ­ხეს? ეს რა­ღაც აბ­სურ­დია. არა­ვინ არა­სო­დეს ლა­პა­რა­კობს მე­ვახ­შე­ო­ბა­ზე, დღეს სო­ცი­ა­ლურ თე­მებს ყვე­ლა თავს არი­დებს. ვინც არ უნდა მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ისი­ნი ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას არ აპი­რე­ბენ. ერთი სიმპტო­მია კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი ამ­ბის შემ­დეგ გა­მო­სახ­ლე­ბე­ბი ცოტა შე­ჩერ­და (აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე 300-მდე გა­მო­სახ­ლე­ბა იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი), არც ერთი დღით არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა სა­აღ­სრუ­ლე­ბო აუქ­ცი­ო­ნე­ბი, ეს ბი­ნე­ბი და თაღ­ლი­თუ­რი გზე­ბით და­კარ­გუ­ლი ქო­ნე­ბე­ბი ისევ ისე გა­დის აუქ­ცი­ონ­ზე. ამ პრობ­ლე­მა­ზე არც ოპო­ზი­ცია და არც არა­ვინ ხმას არ იღებს, ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ამის გარ­და, რაც სა­ში­ნე­ლე­ბაა".

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-_-
3

შეწყვიტეთ მევახშეებისგან ფულის სესხება მაშინ და გაწყდებიან, რა გინდატ ამ პოლიტიკოსებისგან რო მოვიდნენ და დაგიშალონ სესხის აღება? შენთვის რა მნიშვნელობა ექნება კანონი გეტყვის მევახშისგან არ ისესხოო, განსხვავება რა იქნება? რავა ყველაფერის აკრძალვა და გაუქმება გინდათ, ვაი თქვენს პატრონს ....

მარიამი
0

კიდევ სხვა საკითხია, კანონში არსებული ხარვეზის გამო, არაკეთილსინდისიერი დამქირავებლები ფულს რომ არ იხდიან და ბინიდან არ გადიან. და უნდა ელოდო 3 სასამართლოს და მერე აღსრულებას რომ გამოასახლონ და ბინაში შეხვიდე, ეს პროცესი იწელება წლობით ეს იციან არაკეთილსინდისიერმა დამქირავებლებმა და ამით სარგებლობენ. ეგეთებია მაგალითად საბურთალოზე გიორგი კლდიაშვილი, მაია კლდიაშვილი და დავით კლდიაშვილი. როდესაც გამოასახლებენ სხვა ბინას იქირავებენ გადაიხდიან 2-3 თვის ფულს და შემდეგ აღარც იხდიან და ბინიდანაც არ გადიან ესე ცხოვრობენ წლობით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

როგორ გამოისყიდა მარინა ხატიაშვილმა სახლი, საიდანაც ერთი თვის წინ გამოასახლეს - "ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ"

როგორ გამოისყიდა მარინა ხატიაშვილმა სახლი, საიდანაც ერთი თვის წინ გამოასახლეს - "ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ"

"ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ" - მეუბნება არქიტექტურის ისტორიკოსი მარინა ხატიაშვილი, რომელიც 1 თვის წინ საკუთარი ბინიდან გამოასახლეს. 23 თებერვალს მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა, კერძო იპოთეკარს 90 000 დოლარი გადაუხადა, რაზეც გამოსახლების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

  • შეთანხმება ხატიაშვილსა და კერძო იპოთეკარს შორის გამოსახლების მეორე დღეს, 24 იანვარს შედგა. 90 000 დოლარის გადახდისთვის 1-თვიანი ვადა განისაზღვრა. მარინა ხატიაშვილი მაშინ ამბობდა, რომ უკვე ჰქონდა 70 000 დოლარი, რომლის საფუძველზე მოლაპარაკებას ჯერ კიდევ გამოსახლებამდე სთავაზობდა იპოთეკარს. დარჩენილი 20 000 დოლარის შეგროვება მან ერთ თვეში, როგორც ამბობს, მეგობრების წყალობით მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან მარინა ხატიაშვილის გამოსახლებას პროტესტი მოჰყვა. მის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს პოლიციას, ასევე საპატრულო პოლიციას შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა (მათ შორის იყვნენ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა, რომლებიც 3 თებერვალს გირაო სანაცვლოდ გაათავისუფლეს).

AMBEBI.GE მარინა ხატიაშვილს ესაუბრა:

"ყველამ ნახა, რომ ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ, ეტყობა ხელისუფლება შეწუხდა და წინასაარჩევნო წელს გადაწყვიტა, იპოთეკარი ეიძულებინა, თანხა აეღო. გამოსახლების წინა დღით ის მოლაპარაკებაზე კატეგორიულ უარს ამბობდა. ჩვენ 70 ათასს ვიხდიდით, დანარჩენ 20 ათასს ჩემმა მეგობრებმა მოუყარეს თავი - გარდა იმისა, რომ ამ ხალხმა ჩემთან ერთად ამხელა ომი გამოიარა, თავი გადადო, მეგობარმა გალერისტებმა აუქციონი ჩაატარეს, ნამუშევრები გაყიდეს და შეგროვილი თანხა გადმომცეს. მგონია, რომ იპოთეკარის დაყოლიებაში, რაც თითქმის არ ხდება ხოლმე, დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდების თავგანწირულმა ბრძოლამ, იმანაც, რომ მეც უკან არ დავიხიე და მთელს მსოფლიოს ვაჩვენე, რა ჩაიდინეს.

როგორც ჩანს, მაინც შიგნით მოხდა რაღაც ისეთი, რომ არ აწყობდათ, ამ საქმეს უფრო მწვავე ხასიათი მიეღო. თან ეს ყველაფერი იყო დიდი კანონდარღვევით გაკეთებული და, რა თქმა უნდა, აღსრულების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელიც შევიტანეთ, ვინაიდან ეს იყო პოლიციური გამოსახლება, რაც კანონით 2015 წლიდან აკრძალულია. სახლი ისეთ დღეშია, არ იცხოვრება, ნაგვის გორები დგას, იქ დაცვა ჰყავდათ შეშვებული, რომელიც რასაც ჭამდა, იქვე ყრიდა. შაბათს შევედით სახლში, ერთ-ერთმა მედია საშუალებამ ჩამწერა და კატასტროფა დამხვდა - სახლი დარბეულია და ნაგვით სავსე, რომელშიც არ იცხოვრება. ჯერ-ჯერობით, მეგობართან ვცხოვრობ, ბინის მოწესრიგებას დრო დასჭირდება...

23 იანვარი, გამოსახლების დღე

ამ დარბევისას ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ღვინჯილია, კაკო ჩიქობავა, გიორგი ხასაია და სხვები დაიჭირეს, ისინი კინაღამ მოკლეს და თან დააჯარიმეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეჩერდეს ეს გამოსახლებები, მევახშეობა ყველაზე სამარცხვინო საქმიანობაა. მინდა აქ ერთ რამეზე მივიქციო ყურადღება - ოდესმე, სადმე თუ გინახავთ ოპოზიციონერი, რომელიც ამ თემას აპროტესტებდეს? ესენი ამ საკითხში ისე კარგად არიან შეთანხმებულ-შეხმატკბილებულები, ყველა ერიდება ამ თემაზე ლაპარაკს, რაც ჩემთვის სიმპტომია - როცა მევახშეობაზე და გამოსახლებებზე ლაპარაკს ადამიანები თავს არიდებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესიც მევახშეობაში ტრიალებს, ამ სქემაში ყველა ჩართულია, ეს არის დიდი ხნის წინ ფესვგადგმული მანკიერება, საშინელი სქემა, რომელშიც ყველა თუ არა, ძალიან ბევრი ლიდერია ჩართული.

ახლაც, ამ საარჩევნო წელსაც კი მევახშეობაზე ხმას არ იღებენ, უბრალოდ, რადგან ჩემი ამბავი ასე გახმაურდა, თავი ვერ აარიდეს და ყველამ თავი მოვალედ ჩათვალა, ორი სიტყვით ეხსენებინა. თუმცა ძირითადი აქცენტი იმაზე იყო, აი, ეს გავლენიანი ქალბატონი ყოფილა, ამიტომაც შეეცადნენ მოლაპარაკებასო. გავლენიანი ქალბატონი თუ ვიყავი, სახლი თავზე რატომ დამამხეს? ეს რაღაც აბსურდია. არავინ არასოდეს ლაპარაკობს მევახშეობაზე, დღეს სოციალურ თემებს ყველა თავს არიდებს. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ისინი ამ საკითხის მოგვარებას არ აპირებენ. ერთი სიმპტომია კიდევ მნიშვნელოვანი - მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ამბის შემდეგ გამოსახლებები ცოტა შეჩერდა (აპრილის ბოლომდე 300-მდე გამოსახლება იყო ჩანიშნული), არც ერთი დღით არ გაჩერებულა სააღსრულებო აუქციონები, ეს ბინები და თაღლითური გზებით დაკარგული ქონებები ისევ ისე გადის აუქციონზე. ამ პრობლემაზე არც ოპოზიცია და არც არავინ ხმას არ იღებს, ყველაფერზე ლაპარაკობენ, ამის გარდა, რაც საშინელებაა".

ნახეთ ასევე: