Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100 დოლარიანი კაბა, 30 დოლარიანი საცურაო კოსტიუმი და... - ექსმაღალჩინოსნის მესამე ცოლის ნაკლებად ბრენდული სტილი და თავბრუდამხვევი მოგზაურობები: ერეკლე კოდუას და კატალინა დიდას ევროპული ცხოვრება
100 დოლარიანი კაბა, 30 დოლარიანი საცურაო კოსტიუმი და... - ექსმაღალჩინოსნის მესამე ცოლის ნაკლებად ბრენდული სტილი და თავბრუდამხვევი მოგზაურობები: ერეკლე კოდუას და კატალინა დიდას ევროპული ცხოვრება

სო­დის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ერეკ­ლე კო­დუ­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა წლე­ბია, რაც მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად შუქ­დე­ბა. ჯერ კი­დევ ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყო­ფი კო­დუა მე­ო­რე ოჯა­ხის შექ­მნის გამო, მა­შინ­დე­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა.

მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა მა­შინ ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­ზე იქორ­წი­ნა და წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი საბა კო­დუა შე­ე­ძი­ნა. ნა­ნუ­კა იქამ­დე ერთხელ უკვე იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო ერეკ­ლე კო­დუ­აც, პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში სო­დის უფ­როსს 4 შვი­ლი ჰყავ­და.

ნა­ნუ­კას და ერეკ­ლეს 9 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წას­ვლი­სა და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ოც­ნე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, კო­დუ­ას ქვეყ­ნი­დან წას­ვლა მო­უ­წია.

ერეკ­ლე კო­დუ­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც აქვთ აღ­ძრუ­ლი, მას ერთ-ერთ საქ­მე­ზე, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაც აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი არა­ვის ემა­ლე­ბა.

თა­ვი­დან ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მე­უღ­ლეს ხში­რად აკი­თხავ­და უცხო­ეთ­ში, თუმ­ცა მალე კო­დუა ახალ ქალ­თან, უკ­რა­ი­ნელ კა­ტა­ლი­ნა დი­დას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა.

"გა­მარ­ჯო­ბა, მე ყა­ზა­ხი არ ვარ. უკ­რა­ი­ნა­ში და­ვი­ბა­დე და უნ­გრე­თის მო­ქა­ლა­ქე ვარ. მე არ ვიც­ნობ­დი ქარ­თვე­ლებს, ირაკ­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, ვინც მე გა­ვი­ცა­ნი. მის მა­გა­ლით­ზე მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი კარ­გია... თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის წა­კი­თხვის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ასე არ არის. ხალ­ხო, რა გჭირთ? მე ის არა­ვის­თვის წა­მირ­თმე­ვია. ირაკ­ლი უნ­გრეთ­ში გა­ვი­ცა­ნი და ის აქ მარ­ტო იყო, ლტოლ­ვი­ლი. მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, შე­მიყ­ვარ­და. ის ასე­ვე მარ­ტო იყო, რო­დე­საც ნანა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­იც­ნო, 4 შვი­ლის მამა. მე­ცი­ნე­ბა და არ არის ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი, რო­დე­საც იმ ქალს [ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს] მა­და­რე­ბენ, ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ მსურს. მად­ლო­ბა ყვე­ლას, გი­სურ­ვებთ მეტ სი­კე­თეს," - წერ­და კა­ტი­კა წლე­ბის წინ, რო­დე­საც ქალს სო­დის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ოჯა­ხის დან­გრე­ვა და­აბ­რა­ლეს.

ნა­ნუ­კას და ერეკ­ლეს და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი 2016 წელს გახ­და. მას შემ­დეგ კო­დუ­ა­სა და დი­დას ოჯა­ხი სტა­ბი­ლუ­რად ცხოვ­რობს. მოგ­ზა­უ­რო­ბენ ბევ­რს და გა­მორ­ჩე­უ­ლია კა­ტი­კას სექ­სუ­ა­ლუ­რი სტი­ლი, თუმ­ცა რო­გორც გა­და­ვა­მოწ­მეთ, ბრენ­დებს არ ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

მა­გა­ლი­თად, დი­დას სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი, სულ რა­ღაც 30 დო­ლა­რი ღირს, წი­თე­ლი კაბა კი, რო­მე­ლიც გულ­ზე თას­მე­ბით იკვრე­ბა - 95 დო­ლა­რი. ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კომ­ბი­ნი­ზო­ნია, რო­მე­ლიც ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით ვნა­ხეთ, VERSACE JEANS COUTURE, რო­მე­ლიც 179 ევრო ღირს.

კა­ტა­ლი­ნა დი­დას და ერეკ­ლე კო­დუ­ას ხში­რად სტუმ­რო­ბენ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან. ცნო­ბის­თვის, კო­დუ­ას ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ხუთი შვი­ლი ჰყავს.

წყვილს შო­რის სხვა­ო­ბა 19 წე­ლია, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ უშ­ლით ხელს, რომ ერ­თნა­ი­რი გარ­თო­ბა მოს­წონ­დეთ. კა­ტი­კა და ერეკ­ლე სახ­ლში ხუთ ში­ნა­ურ ცხო­ველს, სამ კა­ტას და ორ ძაღლს ზრდი­ან.

კა­ტა­ლი­ნას არა მხო­ლოდ კო­დუ­ას შვი­ლებ­თან, არა­მედ ნა­თე­სა­ვებ­თან და მე­გობ­რებ­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. არ­ქივ­ში იძებ­ნე­ბა ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სტუმ­რო­ბი­სას გა­და­ი­ღეს, ასე­ვე ფოტო, სა­დაც ძმე­ბი კო­დუ­ე­ბი შვი­ლებ­თან და მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანანო
3

ყოჩაღ ნანუკა! აი რას ნიშნავს ჭეშმარიტი, პროვინციული ჟილკა. მიკვირდა, რატომ მოიკლა თავი შიმშილით და თურმე როგორი კონკურენტი ყოლია. კი გამოუვიდა. ორივე ერთმანეთზე უარესია, თუმცა ნანუკა ნამდვილად ჯობია ამ ქალს. ეს ახალგაზრდაა უბრალოდ. ისე, იმ ერეკლესთვის, ორივე ზედმეტია.

ლუიზა
19

მე ჩემი ქართველი მირჩევნია.ამ ქალის ფასს ნანუკა ერთ წინადადებას იტყვის.

ავტორი:

100 დოლარიანი კაბა, 30 დოლარიანი საცურაო კოსტიუმი და... - ექსმაღალჩინოსნის მესამე ცოლის ნაკლებად ბრენდული სტილი და თავბრუდამხვევი მოგზაურობები: ერეკლე კოდუას და კატალინა დიდას ევროპული ცხოვრება

100 დოლარიანი კაბა, 30 დოლარიანი საცურაო კოსტიუმი და... - ექსმაღალჩინოსნის მესამე ცოლის ნაკლებად ბრენდული სტილი და თავბრუდამხვევი მოგზაურობები: ერეკლე კოდუას და კატალინა დიდას ევროპული ცხოვრება

სოდის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას პირადი ცხოვრება წლებია, რაც მედიაში აქტიურად შუქდება. ჯერ კიდევ ვარდების ხელისუფლების დროს, თანამდებობაზე მყოფი კოდუა მეორე ოჯახის შექმნის გამო, მაშინდელი პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

მაღალჩინოსანმა მაშინ ცნობილ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე იქორწინა და წყვილს საერთო შვილი საბა კოდუა შეეძინა. ნანუკა იქამდე ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში, დაოჯახებული იყო ერეკლე კოდუაც, პირველ ქორწინებაში სოდის უფროსს 4 შვილი ჰყავდა.

ნანუკას და ერეკლეს 9 წლიანი ქორწინება საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა. ვარდების ხელისუფლების წასვლისა და ქვეყნის სათავეში ოცნების მოსვლის შემდეგ, კოდუას ქვეყნიდან წასვლა მოუწია.

ერეკლე კოდუაზე საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმეც აქვთ აღძრული, მას ერთ-ერთ საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთაც აქვს შეფარდებული, თუმცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არავის ემალება.

თავიდან ჟორჟოლიანი მეუღლეს ხშირად აკითხავდა უცხოეთში, თუმცა მალე კოდუა ახალ ქალთან, უკრაინელ კატალინა დიდასთან ერთად გამოჩნდა.

"გამარჯობა, მე ყაზახი არ ვარ. უკრაინაში დავიბადე და უნგრეთის მოქალაქე ვარ. მე არ ვიცნობდი ქართველებს, ირაკლი პირველი ქართველია, ვინც მე გავიცანი. მის მაგალითზე მეგონა, რომ ყველა ქართველი კარგია... თუმცა ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ არის. ხალხო, რა გჭირთ? მე ის არავისთვის წამირთმევია. ირაკლი უნგრეთში გავიცანი და ის აქ მარტო იყო, ლტოლვილი. მის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემიყვარდა. ის ასევე მარტო იყო, როდესაც ნანა ჟორჟოლიანმა გაიცნო, 4 შვილის მამა. მეცინება და არ არის ჩემთვის კომფორტული, როდესაც იმ ქალს [ნანუკა ჟორჟოლიანს] მადარებენ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. მადლობა ყველას, გისურვებთ მეტ სიკეთეს," - წერდა კატიკა წლების წინ, როდესაც ქალს სოდის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის დანგრევა დააბრალეს.

ნანუკას და ერეკლეს დაშორების შესახებ ცნობილი 2016 წელს გახდა. მას შემდეგ კოდუასა და დიდას ოჯახი სტაბილურად ცხოვრობს. მოგზაურობენ ბევრს და გამორჩეულია კატიკას სექსუალური სტილი, თუმცა როგორც გადავამოწმეთ, ბრენდებს არ ანიჭებს უპირატესობას.

მაგალითად, დიდას საცურაო კოსტიუმი, სულ რაღაც 30 დოლარი ღირს, წითელი კაბა კი, რომელიც გულზე თასმებით იკვრება - 95 დოლარი. ყველაზე ძვირადღირებული კომბინიზონია, რომელიც ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით ვნახეთ, VERSACE JEANS COUTURE, რომელიც 179 ევრო ღირს.

კატალინა დიდას და ერეკლე კოდუას ხშირად სტუმრობენ მაღალჩინოსნის შვილები საქართველოდან. ცნობისთვის, კოდუას ორი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს.

წყვილს შორის სხვაობა 19 წელია, თუმცა ეს სულაც არ უშლით ხელს, რომ ერთნაირი გართობა მოსწონდეთ. კატიკა და ერეკლე სახლში ხუთ შინაურ ცხოველს, სამ კატას და ორ ძაღლს ზრდიან.

კატალინას არა მხოლოდ კოდუას შვილებთან, არამედ ნათესავებთან და მეგობრებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. არქივში იძებნება ფოტოები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სტუმრობისას გადაიღეს, ასევე ფოტო, სადაც ძმები კოდუები შვილებთან და მეუღლეებთან ერთად არიან.