როგორ გავაშროთ სარეცხი სახლში უსაფრთხოდ და როგორ შევარჩიოთ სარეცხის საშრობი

როგორ გავაშროთ სარეცხი სახლში უსაფრთხოდ და როგორ შევარჩიოთ სარეცხის საშრობი

მიუხედავად იმისა, რომ სარეცხის საშრობზე ჩამოკიდებული ტანსაცმელი ვერ გააუმჯობესებს ინტერიერს, მოსახერხებელი და ლამაზი მოდელის შერჩევა შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, იდეალურია, თუ სახლში ცალკე გაქვთ რეცხვისა და სარეცხის გაშრობისთვის განკუთვნილი პატარა სივრცე კარგი ვენტილაციით, მაგრამ თუ ასეთი ადგილი არ გაქვთ, საშიში არაფერია! არსებობს საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ სარეცხი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე გააშროთ და ამასთან, არ გააფუჭოთ ინტერიერის ვიზუალი.

თუ თქვენს სახლს აქვს აივანი, მაშინ სარეცხის საშრობი კუთხის მოწყობა აივნის რომელიმე კედელთან საუკეთესო არჩევანი იქნება. არსებობს კედელზე დასამონტაჟებელი სარეცხის საშრობი, რომელიც იკეცება და არ იკავებს დიდ ადგილს. საშრობმა კლიმატის და ამინდის ცვლილებებს რომ გაუძლოს და დიდხანს მოგემსახუროთ, შეარჩიეთ მეტალის მასალა. ალუმინი და ფოლადი ამ მხრივ იდეალურია. ასეთი საშრობი გამძლეცაა და საკმაოდ მყარიც. არ დეფორმირდება ნესტისა და მზის სხივების ძლიერი ზემოქმედების შედეგად.

ალუმინის სარეცხის დასაკეცი საშრობს ხუთია საკიდი აქვს, რომელთაგანაც თითო 5 კგ. სიმძიმეზეა გათვლილი და საერთო ჯამში, საკიდი 30 კგ.სიმძიმეს უძლებს.

თუ თქვენს სახლს არ აქვს აივანი, შეგიძლიათ კედლის საშრობის დაყენება ისეთ ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება. შიდა ინტერიერს უფრო მეტად მოუხდება მუქი ფერი, როგორიცაა შავი, ან მუქი ნაცრისფერი.

ჯობს სარეცხი საღამოს გაფინოთ, დილით ჩამოხსნათ და კალათში ჩადოთ. თავისუფალ დროს კი შეგიძლიათ დააუთოოთ და დაკეცოთ.

პერანგების, მაისურების, ჟაკეტების, ქურთუკების და სხვა ტანსაცმლის გაშრობა მარტივია, საკიდებზე ჩამოკიდების შემდეგ. რაც მთავარია, ესთეტიკურად უფრო სასიამოვნოა. გარდა ამისა, ნივთები შეძლებენ გასწორებას საკუთარი წონის ქვეშ და შესაძლოა დაუთოება სულაც არ დაგჭირდეთ.

ამ მხრივ იდეალურია სარეცხის საშრობი „ტელესკოპი“, რომელიც საკმაოდ მყარია და ელეგანტურადაც გამოიყურება. ის დამზადებულია ალუმინისგან და ფოლადისგან, აქვს 16 საკიდი განყოფილება. თითო საკიდს 2 კგ. სიმძიმეს უძლებს. ჯამში 20 კგ-ზეა გათვლილი. საშრობის სრული ზომა 112x110 სმ-ია. დაკეცვისას ის თითქმის შეუმჩნეველია, შეგიძლიათ შეინახოთ როგორც აბაზანაში, ასევე აივანზე, ან მისაღებ ოთახში.

ოთახში იდეალური გარემოს შესაქმნელად ჰაერის ტემპერატურა 18-22 გრადუსამდე უნდა იყოს, ხოლო ჰაერის ტენიანობა - 50-70%. არ დაგავიწყდეთ აკონტროლოთ ტენიანობა ოთახში, სარეცხის გაშრობის პარალელურად. მაღალი ტენი იწვევს კონდენსატის დაგროვებას ფანჯრებზე, აზიანებს ავეჯს, განსაკუთრებით კი ხის, მდფ და ლამინატის მასალას. აუცილებლად გააღეთ ფანჯარა, გაანიავეთ ოთახი ინტენსიურად. თუ ახლოს არის გამწოვი, ჩართეთ. სარეცხის საშრობი დადგით გამათბობელთან ან ფანჯარასთან ახლოს.

გამოიტენეთ სარეცხის გაწურვის რეჟიმი მაქსიმალურად. თუ ტანსაცმელი დელიკატური ქსოვილისგან არ არის, შეგიძლიათ მაღალ ბრუნზე გაწუროთ, ეს ხელს შეუწყობს მის სწრაფად გაშრობას.

სარეცხი საკიდზე დაკიდვამდე კარგად დაფერთხეთ, რომ ქსოვილი ოდნავ გასწორდეს.

მოერიდეთ მცხუნვარე მზეზე გაშრობას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის გახუნება. გარეთ გაშრობისას ქარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მზის ინტენსიური შუქი. ზამთარში ტანსაცმლის გაშრობა ცხელ რადიატორზე ასევე არ არის რეკომენდებული - ეს გამოიწვევს პროდუქტების დეფორმაციას.

ავტორი თეა ინასარიძე