საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ორსულად ვარ, არ დამისვენია...თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი და ამ ამბავს არ ვამხელდი" - ნინო მუმლაძე შვილის მოლოდინშია: რას ჰყვება მსახიობი?
"რაც ორსულად ვარ, არ დამისვენია...თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი და ამ ამბავს არ ვამხელდი" - ნინო მუმლაძე შვილის მოლოდინშია: რას ჰყვება მსახიობი?

მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნინო მუმ­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია გა­ა­ზი­ა­რა, რომ შვილს ელო­დე­ბა... "სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ში - და­წე­რა ნი­ნომ. რო­გორც AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა მალე ბი­ჭის დედა გახ­დე­ბა. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ ორ­სუ­ლო­ბას მისი ცხოვ­რე­ბის რე­ჟიმ­ში ცვლი­ლე­ბა არ შე­უ­ტა­ნია და ამ დრომ­დე სცე­ნა­ზე დგას.

- სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა, ისევ ისე­თი სა­გი­ჟე­თი მაქვს, რო­გო­რიც სულ მქონ­და და ამ წუთ­საც ეგრე ვარ... იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მად­ლო­ბა ღმერ­თს ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს მი­წყობს, არა­ფე­რი მა­წუ­ხებს, ჩემ­მა ექიმ­მა მი­თხრა, პი­რი­ქით, რაც უფრო აქ­ტი­უ­რია ორ­სუ­ლი, მით უკე­თე­სი­აო... მეც არ ვნებ­დე­ბი, სცე­ნა­ზეც ვდგა­ვარ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­ნოს პრე­მი­ე­რაც გვქონ­და. ისევ ისეთ აქ­ტი­უ­რი რე­ჟიმ­ში ვარ, რო­გორც ვი­ყა­ვი...

- ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იყო, არ ამ­ხელ­დით გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი?

- დიახ, თა­ვი­დან არ მსურ­და აჟი­ო­ტა­ჟი, ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა, სიმ­ყუდ­რო­ვე მერ­ჩივ­ნა. როცა უკვე მუ­ცე­ლი და­მე­ტყო, ბუ­ნებ­რი­ვია ვე­ღარ დავ­მა­ლავ­დი. მუ­ცე­ლი გა­ი­ზარ­და და გა­მოჩ­ნდა. მერე ვთქვი, და­სა­მა­ლიც არა­ფე­რი იყო.

- ცხოვ­რე­ბის წესი თუ შეც­ვა­ლეთ?

- ვცდი­ლობ, მავ­ნე საკ­ვე­ბი არ მი­ვი­ღო... "ფასთ ფუდი", ძეხ­ვე­უ­ლი, მა­ი­ო­ნე­ზი და ასე შემ­დეგ... ვერ ვი­ტყვი, რომ რე­ჟიმს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვი­ცავ­დე და ყვე­ლა დე­ტალს ვაკ­ვირ­დე­ბო­დე. უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ სახ­ლში მომ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი მი­ვირ­თვა და ან ისეთ ად­გილ­ზე, სა­დაც ნამ­დვი­ლად ვიცი რომ მავ­ნე არა­ფე­რი იქ­ნე­ბა..

ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი ახალ სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბავს ძა­ლი­ან კარ­გად შეხ­ვდა, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და... სა­ნამ ტეს­ტის პა­სუხს და­ვი­ნა­ხავ­დით, მა­ნამ­დეც ეჭვი გვქონ­და, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. როცა ტეს­ტის პა­სუხ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, ჩვენ­თვის აღ­ვნიშ­ნეთ, სი­ხა­რუ­ლი ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­რეთ. მერე ნელ-ნელა ახ­ლობ­ლებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რეთ... იმ დღე­საც კი ინ­ტერ­ვი­უ­ზე ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, რაც ორ­სუ­ლად ვარ, ეს ბავ­შვი ხან სცე­ნა­ზეა, ხან სად და არ ვიცი ეს ყვე­ლა­ფე­რი მის ხა­სი­ათ­ზე რო­გორ აი­სა­ხე­ბა. სულ არ და­მის­ვე­ნია და იმე­დია, ეს კარ­გად იმოქ­მე­დებს.

- ბავ­შვის სქესს თუ გაგ­ვიმ­ხელთ?

- ბი­ჭია...

- გი­ლო­ცავთ , მშვი­დო­ბას გი­სურ­ვებთ..

- ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა!

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Მარო
3

Დღეს არაფრად აფასებენ თვითონ ქალები თავიანთ თავს, ეგ რა საქციელი ვერ გამიგია, შემდეგ ვიღაც მითითებას რომ მისცემს იძახიან პირად ცხოვრებაში ნუ ერევითო. Ჰოდა პირადული შეინახეთ თქვენთვის და ნუ აფენთ ღია აივანზე გასამზეურებლად. Დედას და პატარას ჯამრთელობა და სიხარული. Პ. Ს. Ისე ბოვშვის Მამა სხვა რომ აღმოჩნდეს არც მაგია პრობლემა, მეგობრები გაუგებენ. . 

შორენა
8

ჯანმრთელი დაიბადოს! ბედნიერ ვარსკვლავზე!

ფეხმძიმე ქალზე მშვენიერი არავინაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რაც ორსულად ვარ, არ დამისვენია...თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი და ამ ამბავს არ ვამხელდი" - ნინო მუმლაძე შვილის მოლოდინშია: რას ჰყვება მსახიობი?

"რაც ორსულად ვარ, არ დამისვენია...თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი და ამ ამბავს არ ვამხელდი" - ნინო მუმლაძე შვილის მოლოდინშია: რას ჰყვება მსახიობი?

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინო მუმლაძემ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გააზიარა, რომ შვილს ელოდება... "სასწაულის მოლოდინში - დაწერა ნინომ. როგორც AMBEBI.GE-ს უყვება მალე ბიჭის დედა გახდება. მსახიობი ამბობს, რომ ორსულობას მისი ცხოვრების რეჟიმში ცვლილება არ შეუტანია და ამ დრომდე სცენაზე დგას.

- საერთოდ არაფერი არ შეცვლილა, ისევ ისეთი საგიჟეთი მაქვს, როგორიც სულ მქონდა და ამ წუთსაც ეგრე ვარ... იქიდან გამომდინარე, რომ მადლობა ღმერთს ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, არაფერი მაწუხებს, ჩემმა ექიმმა მითხრა, პირიქით, რაც უფრო აქტიურია ორსული, მით უკეთესიაო... მეც არ ვნებდები, სცენაზეც ვდგავარ, რამდენიმე დღის წინ კინოს პრემიერაც გვქონდა. ისევ ისეთ აქტიური რეჟიმში ვარ, როგორც ვიყავი...

- ფართო საზოგადოებისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე იყო, არ ამხელდით გარკვეული პერიოდი?

- დიახ, თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი, ზედმეტი ყურადღების მიქცევა, სიმყუდროვე მერჩივნა. როცა უკვე მუცელი დამეტყო, ბუნებრივია ვეღარ დავმალავდი. მუცელი გაიზარდა და გამოჩნდა. მერე ვთქვი, დასამალიც არაფერი იყო.

- ცხოვრების წესი თუ შეცვალეთ?

- ვცდილობ, მავნე საკვები არ მივიღო... "ფასთ ფუდი", ძეხვეული, მაიონეზი და ასე შემდეგ... ვერ ვიტყვი, რომ რეჟიმს განსაკუთრებულად ვიცავდე და ყველა დეტალს ვაკვირდებოდე. უბრალოდ ვცდილობ სახლში მომზადებული საჭმელი მივირთვა და ან ისეთ ადგილზე, სადაც ნამდვილად ვიცი რომ მავნე არაფერი იქნება..

ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ახალ სასიამოვნო ამბავს ძალიან კარგად შეხვდა, ძალიან გაუხარდა... სანამ ტესტის პასუხს დავინახავდით, მანამდეც ეჭვი გვქონდა, რომ ორსულად ვიყავი. როცა ტესტის პასუხმაც დაადასტურა, ჩვენთვის აღვნიშნეთ, სიხარული ერთმანეთს გავუზიარეთ. მერე ნელ-ნელა ახლობლებსაც გავუზიარეთ... იმ დღესაც კი ინტერვიუზე ვიყავი. მოკლედ, რაც ორსულად ვარ, ეს ბავშვი ხან სცენაზეა, ხან სად და არ ვიცი ეს ყველაფერი მის ხასიათზე როგორ აისახება. სულ არ დამისვენია და იმედია, ეს კარგად იმოქმედებს.

- ბავშვის სქესს თუ გაგვიმხელთ?

- ბიჭია...

- გილოცავთ , მშვიდობას გისურვებთ..

- ძალიან დიდი მადლობა!

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"