პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემი შვილები სახლში ვიყავით, როცა უცებ ბოძს დაეჯახა... ბავშვები ადგილზე გაშეშდნენ, არაფერს აზრი აღარ ჰქონდა" - ცნობილი ტელეწამყვანი დედის მძიმე დიაგნოზსა და შემართებაზე, რომელიც სამაგალითოა
"მე და ჩემი შვილები სახლში ვიყავით, როცა უცებ ბოძს დაეჯახა... ბავშვები ადგილზე გაშეშდნენ, არაფერს აზრი აღარ ჰქონდა" - ცნობილი ტელეწამყვანი დედის მძიმე დიაგნოზსა და შემართებაზე, რომელიც სამაგალითოა

გლა­უ­კო­მა თვა­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც პე­რი­ო­დუ­ლად იზ­რდე­ბა თვა­ლის წნე­ვა, ზი­ან­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვი და უა­რეს­დე­ბა თვა­ლის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ადა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ ცუ­დად ხე­დავს, შემ­დეგ ერ­ღვე­ვა მხედ­ვე­ლო­ბა, თან­და­თან უმ­ცირ­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის ველი... სა­ბო­ლო­ოდ კი საქ­მე სრულ და გა­ნუ­კურ­ნე­ბელ სიბრმა­ვემ­დე მი­დის. მი­უ­ხე­და­ვად მე­დი­ცი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბი­სა, გლა­უ­კო­მა ჯან­დაც­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე და აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა.

ნუნუ ჭე­ლი­ძე პი­ა­ნის­ტია და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი. მან ამ დი­აგ­ნო­ზით მხედ­ვე­ლო­ბა სრუ­ლად და­კარ­გა. ეს არ იყო უე­ცა­რი ამ­ბა­ვი, ამ დი­აგ­ნოზს თით­ქმის 12 წელი მკურ­ნა­ლობ­და.

"შე­იძ­ლე­ბა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო დი­აგ­ნო­ზის დას­მა, მაგ­რამ გა­ვი­გე თუ არა, მუდ­მი­ვად მქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ვი­ზი­ტი ექი­მებ­თან და ვმკურ­ნა­ლობ­დი, რო­გორც მკარ­ნა­ხობ­დნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. მხედ­ვე­ლო­ბა 12 წელი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე და სა­ბო­ლო­ოდ, სამი წე­ლია, რაც მთლი­ა­ნად დავ­კარ­გე. ახ­ლაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვე­ღარ ვხე­დავ, და­ნიშ­ნუ­ლი მაქვს თვა­ლის წვე­თე­ბი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე უნდა ჩა­ვიწ­ვე­თო... სა­ერ­თოდ გლა­უ­კო­მის პირ­ვე­ლა­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია თვა­ლის წნე­ვის ამაღ­ლე­ბა,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნუნუ ჭე­ლი­ძე. ცნო­ბის­თვის ის ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტის მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის დე­დაა.

- ოპე­რა­ცია არ გიც­დი­ათ?

- ამის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად თა­ვი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი წვე­თე­ბი და­მი­ნიშ­ნეს. თბი­ლის­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა ოფ­თალ­მო­ლოგ­თან მქონ­და კონ­სულ­ტა­ცია. თუ წვე­თე­ბით ვა­ხერ­ხებთ წნე­ვის და­რე­გუ­ლი­რე­ბას, ანუ და­წე­ვას, წვე­თე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა უნდა გაგ­რძელ­დე­სო. ოპე­რა­ცი­ა­საც იგი­ვე ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს. ამი­ტომ თა­ვი­დან ოპე­რა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად არ ჩათ­ვა­ლეს. რო­დე­საც მარ­ცხე­ნა თვალ­ში მთლი­ა­ნად დავ­კარ­გე მხედ­ვე­ლო­ბა და მარ­ჯვე­ნა­შიც და­მიქ­ვე­ით­და, რად­გან ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ეს პრო­ცე­სი ნელ-ნელა მი­დი­ო­და, მი­თხრეს, იქ­ნებ მარ­ჯვე­ნა­ში გა­ვა­კე­თოთ, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად უკან და­ვი­ხიე, თავი შე­ვი­კა­ვე. ში­შის ფაქ­ტო­რი იყო რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ერთი თვა­ლი არ ხე­დავ­და და მე­ო­რე­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლი პრო­ცენ­ტი იყო. თუ ოპე­რა­ცია არ იქ­ნე­ბა შე­დე­გი­ა­ნი, მა­შინ მე­ო­რე თვალ­საც ვკარ­გავ­დი. მას შემ­დეგ მარ­ჯვე­ნა თვალ­შიც კი­დევ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე და მერე აქაც ნელ-ნელა და­ი­კარ­გა.

- რა­ი­მე თან­მდევ­მა და­ა­ვა­დე­ბამ ხომ არ გა­მო­იწ­ვია, მა­გა­ლი­თად, დი­ა­ბეტ­მა, ფა­რი­სებ­რის პრობ­ლე­მამ?

- არა, რა­ი­მე ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა არა­ფე­რი მაქვს. თვი­თონ ექი­მებ­თან რომ მქონ­და კი­თხვა, - რა იწ­ვევს ამ და­ა­ვა­დე­ბას-მეთ­ქი? უმ­რავ­ლე­სო­ბის პა­სუ­ხი იყო, რომ ეს ძა­ლი­ან ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა და არ­სე­ბობს 1000-მდე მი­ზე­ზი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ეს გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­იძ­ლე­ბა იყოს მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თიც... მოკ­ლედ, ზუს­ტი პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე.

- სათ­ვა­ლე გჭირ­დე­ბო­დათ?

- 38 წლის ასაკ­ში დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დი და მა­შინ მოს­კოვ­ში მო­მიხ­და რამ­დე­ნი­მე თვე ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ყოფ­ნა, ცუდი გა­ნა­თე­ბა იყო და ცო­ტა­თი მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა იმას და­ვაბ­რა­ლე. იქვე კვლე­ვა ჩა­ვი­ტა­რე. და­მიდ­გი­ნეს - +0,5. მას მერე ნელ-ნელა უფრო მა­ღალ რი­ცხვზე ავე­დი. მერე ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა მი­თხრა, თქვენ მარ­ტო ასა­კობ­რი­ვი მხედ­ვე­ლო­ბის დაკ­ლე­ბა არ გაქვთ, თვალ­ზე გა­მო­საკ­ვლე­ვი ხართ, რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა გაქ­ვთო. მოკ­ლედ, გა­მო­ვიკ­ვლიე და 2008 წლის იან­ვარ­ში გლა­უ­კო­მა და­მიდ­გი­ნეს.

- წი­ნაპ­რებ­ში ვინ­მეს ხომ არ ჰქონ­და მსგავ­სი პრობ­ლე­მა?

- დე­დის­გან ვი­ცო­დი, რომ დე­და­ჩე­მის მა­მამ და ორმა ძმამ და­კარ­გა მხედ­ვე­ლო­ბა, მაგ­რამ მათი დი­აგ­ნო­ზი ჩემ­თვის უც­ნო­ბია. დე­დას ჰქონ­და შიში, რომ მეც არ დავ­დგე მსგავ­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შეო. მაგ­რამ 88 წლის გარ­და­იც­ვა­ლა და არ ბო­ლომ­დე მხედ­ვე­ლი იყო. პი­რი­ქით სი­ბე­რე­ში სათ­ვა­ლე მო­იხ­სნა და ისე კი­თხუ­ლობ­და.ჩემი და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზებს რომ ვე­ძებ­დი, რამ­დე­ნი­მე ექიმს კი­თხვა და­ვუს­ვი, ხომ არ შე­იძ­ლე­ბო­და თვა­ლის გა­დაღ­ლა ყო­ფი­ლი­ყო ამის მი­ზე­ზი-მეთ­ქი? პა­სუ­ხი ამა­ზეც ვერ მი­ვი­ღე.

ნუნუ ჭე­ლი­ძე

- ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე რას საქ­მი­ა­ნობ­დით?

- ბავ­შვო­ბი­დან მუ­სი­კას ვსწავ­ლობ­დი, და­ვამ­თავ­რე კონ­სერ­ვა­ტო­რია. შემ­დეგ მუდ­მი­ვად ვუკ­რავ­დი რო­გორც სო­ლის­ტი. მქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი, ვმუ­შა­ობ­დი პე­და­გო­გად, ტე­ლე­ვი­ზი­ის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრში პი­ა­ნის­ტი გახ­ლდით და საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა მქონ­და. გარ­და ნო­ტე­ბი­სა, კი­თხვა და ლი­ტე­რა­ტუ­რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ექი­მებ­მა არ მი­აქ­ცი­ეს ამას ყუ­რა­დღე­ბა და ეს არ ჩათ­ვა­ლეს ერთ-ერთ ფაქ­ტო­რად.

- ემო­ცი­უ­რად რო­გორ შეხ­ვდით ამ­ბავს, რო­დე­საც მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გეთ?

- არ არის ად­ვი­ლი შე­სა­გუ­ე­ბე­ლი. ერთი ისაა, რომ ეს უეც­რად არ მომ­ხდა­რა, რომ შო­კის­მომ­გვრე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. 12 წელი ჩემი ფსი­ქი­კა თით­ქოს ეჩ­ვე­ო­და იმას, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბო­და. რა ვქნათ, ადა­მი­ა­ნის ბედს ალ­ბათ რა­ღაც გან­სა­ზღვრავს. ამას­თან ადა­მი­ანს ალ­ბათ აქვს ყვე­ლაფ­რის მი­მართ ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რი. შე­ვე­გუე, მეტი რა გზაა.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, თურ­მე ოჯა­ხის საქ­მე­ებ­საც უმკლავ­დე­ბით...

- ალ­ბათ არის ისე­თი გან­საც­დე­ლი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი ვერ შე­ე­გუ­ე­ბა და ვერ გა­და­ლა­ხავს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ასე უც­ბად ხე­ლე­ბის ჩა­მოშ­ვე­ბა, რომ ვე­ღარ ვხე­დავ და დამ­თავ­რდა სი­ცო­ცხლე, ასე­თი არ მქო­ნია. ზო­გა­დად არ ვარ დეპ­რე­სი­უ­ლი. მეტ­წი­ლად ოპ­ტი­მის­ტი ვარ.

იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მქონ­და, იმ­დე­ნი რამ მაქვს მო­სა­გო­ნა­რი, უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი იყო ჩემ გვერ­დით, ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, თუ ვინ­მეს კონ­სულ­ტა­ცია სჭირ­დე­ბა, მა­თაც ვეხ­მა­რე­ბი, ახ­ლაც ჩარ­თუ­ლი ვარ. კონ­ცერ­ტებ­საც ვის­მენ და დავ­დი­ვარ ოპე­რა­ში. ჩემი ცხოვ­რე­ბის ის ნა­წი­ლი, რაც მუ­სი­კას და პრო­ფე­სი­ას უკავ­შირ­დე­ბა, არ გა­და­მი­ხა­ზავს, არ და­მიმ­თავ­რე­ბია. ბო­ლოს და ბო­ლოს არის მა­რი­კა და მისი შვი­ლე­ბი. ასაკ­ში რომ ხარ ადა­მი­ა­ნი, უკვე ოჯა­ხი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა. მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი ვარ შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. სახ­ლშიც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ.

- გა­და­ად­გი­ლე­ბა არ გი­ჭირთ?

- გა­რეთ მარ­ტო უკვე ვე­ღარ გავ­დი­ვარ, მი­ჭირს, რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ბი­ნას, ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, სად რა არის. ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გი­ლი აქვს. სა­დი­ლი, გა­რე­ცხვა, და­ლა­გე­ბა - ამ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. ვუმ­სუ­ბუ­ქებ ოჯა­ხის წევ­რებს საზ­რუ­ნავს, რომ თა­ვი­ანთ საქ­მეს მე­ტად მი­ხე­დონ.

- უკ­რავთ კი­დეც?

- რო­გორც მუ­სი­კო­სი მიდ­რე­კი­ლი ვი­ყა­ვი, რა­ღაც ახ­ლის­კენ, სულ ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი, ბევ­რი მაქვს დაკ­რუ­ლი, უმე­ტე­სად, მე-20 სა­უ­კუ­ნის მუ­სი­კა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მა­შინ თით­ქმის არ სრულ­დე­ბო­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ნო­ტებს ვე­ღარ ვხე­დავ, ძვე­ლი ნას­წავ­ლის და ოდეს­ღაც და­მახ­სოვ­რე­ბულ მუ­სი­კას­თან შე­ხე­ბა აღარ იწ­ვევს ჩემ­ში ინ­ტე­რესს. ვერ ამოვხსე­ნი, ეს რო­გორ ხდე­ბა. რომ ვხე­დავ­დე, ახ­ლის გარ­ჩე­ვა და სწავ­ლა შე­მეძ­ლოს, სხვა­ნა­ი­რად ვიქ­ნე­ბო­დი. სა­მა­გი­ე­როდ, მყავს მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც მო­დის და მის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი ვარ. ერ­თად ვმე­ცა­დი­ნე­ობთ და ამით ვიკ­ლავ ჩემს სურ­ვი­ლებს დაკ­ვრის მი­მართ. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდის მძი­მე ამ­ბე­ბი რომ მეს­მის, ვსევ­დი­ან­დე­ბი და ვამ­ბობ, ნე­ტავ, ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ კარ­გად-მეთ­ქი.

- თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის რა იქ­ნე­ბა, თუკი მხედ­ვე­ლო­ბას­თან პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბათ?

- თუ თვა­ლის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა ადა­მი­ანს, მა­ლე­ვე უნდა მი­მარ­თოს ექიმს. მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარი არ უნდა თქვას. თუ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­სა­ვით გა­მო­სა­ვა­ლი აღარ იქ­ნე­ბა, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ არ უნდა მო­იც­ვას, ეს ყვე­ლა­ზე ცუდი რა­მაა. სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი უკვე სხვა მხრივ უნდა მო­მარ­თოს. უსი­ნათ­ლოდ ცხოვ­რე­ბა არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ არ ვწუ­წუ­ნებ.

  • მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი, ნუნუ ჭე­ლი­ძის შვი­ლი:

- დე­დამ თქვა, რომ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში არ უნდა ჩა­ვარ­დეო. მეც რა­ღაც ასე­თი ტიპი ვარ, ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. თუ ერთი შან­სიც გაქვს, უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო. ბო­ლომ­დე უნდა ვიბ­რძო­ლო, ბო­ლომ­დე ასე­თი გან­წყო­ბა მაქვს. როცა თა­ვი­დან დი­აგ­ნო­ზი გა­ვი­გეთ, ჩემს მე­ო­რე შვილ­ზე ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, რე­ა­ლუ­რად ვერც კი და­ვი­ჯე­რე, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ყვე­ლა შან­სი, რაც კი არ­სე­ბობს, უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა, კლი­ნი­კე­ბი, სა­დაც მე­დი­ცი­ნა მო­წი­ნა­ვე სა­ფე­ხურ­ზეა. მერე ნელ-ნელა ვა­რი­ან­ტე­ბი რომ გა­მო­ი­რი­ცხა, აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­თლა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა და მხედ­ვე­ლო­ბის დაკ­ლე­ბა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­დი­ო­და.

ამას რო­გორ უნდა შე­ე­გუო? მაგ­რამ თით­ქოს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ჩაჯ­და, მაგ­რამ მა­ინც არ მე­გო­ნა, რომ სა­ბო­ლო­ოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. მახ­სოვს, 2 წლით ადრე სა­ნამ მხედ­ვე­ლო­ბას მთლი­ა­ნად და­კარ­გავ­და, ერთ-ერ­თმა ექიმ­მა რა­ღაც წა­მალ­ზე მი­უ­თი­თა, უნდა გა­ი­კე­თო, ცოტა უნდა მო­ინ­დო­მო ქალ­ბა­ტო­ნო, თო­რემ ერთ წე­ლი­წად­ში შე­იძ­ლე­ბა, ხე­ლით სა­ტა­რე­ბე­ლი გახ­დე­თო. კი გა­ვი­ფიქ­რე, ეს კაცი რა უხე­შად ლა­პა­რა­კობს-მეთ­ქი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მარ­თლა აქამ­დე მი­ვე­დით. დე­და­ჩე­მი ხე­ლით სა­ტა­რე­ბე­ლი რომ არ არის, ეს მისი მონ­დო­მე­ბის შე­დე­გია.

- თა­ვად რას აბ­რა­ლებთ, მა­რი­კა?

- ამ ყვე­ლა­ფერს უფრო კო­რო­ნა­ვირუსს ვაბ­რა­ლებ. იმი­ტომ კი არა, რომ უშუ­ა­ლოდ კო­რო­ნა ვირუ­სი ჰქონ­და, გა­მო­კეტ­ვამ ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრა. მა­ნამ­დე ვა­ხერ­ხებ­დით, რომ ხში­რად გა­რეთ გაგ­ვეყ­ვა­ნა, ხე­ლის მო­კი­დე­ბით, სივ­რცის აღ­ქმა, მზე, გა­რეთ გა­ნა­თე­ბა მა­ინც სხვა რა­მეა, ვიდ­რე სახ­ლში ერ­თნა­ი­რი შუქი, რაც არ უნდა ფან­ჯრე­ბი იყოს და აი­ვა­ნი გქონ­დეს. იმ ჩა­კე­ტი­ლო­ბამ ის მას­შტა­ბე­ბი შე­უ­ზღუ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ რე­ა­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი და ნელ-ნელა ვხე­დავ­დი, მხედ­ვე­ლო­ბა რო­გორ აკ­ლდე­ბო­და, ბო­ლოს მხო­ლოდ სი­ლუ­ე­ტებს ხე­დავ­და...

მახ­სოვს ის დღე, როცა ამ რე­ა­ლო­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდა. მე და ჩემი შვი­ლე­ბი სახ­ლში ვი­ყა­ვით. ოთა­ხებს შო­რის გვაქვს გა­მა­ვა­ლი ბოძი, უცებ ამ ბოძს და­ე­ჯა­ხა. რა მო­გი­ვი­და-მეთ­ქი და რო­გორც მივ­ხვდი, არ უნ­დო­და ამის აღი­ა­რე­ბა. მე­ო­რე დღეა სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვხე­და­ვო... ცივი წყა­ლი რომ გა­და­გას­ხან, ასე­თი ემო­ცია მქონ­და. ბავ­შვე­ბი ად­გილ­ზე გა­შეშ­დნენ. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, როცა არ ვი­ცო­დი, რა უნდა მეთ­ქვა. მერე მოდი, კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თოთ-მეთ­ქი და ჩა­ვუ­ტა­რე ის ოპე­რა­ცია, თუმ­ცა არა­ფერს აზრი აღარ ჰქონ­და...

- რო­გორც გა­ირ­კვა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბევრ საქ­მეს აკე­თებს...

- დიახ, დედა რომ არ იყოს, რა გვეშ­ვე­ლე­ბო­და... შე­იძ­ლე­ბა იმის ბრა­ლია, ნელ-ნელა რომ აკ­ლდე­ბო­და მხედ­ვე­ლო­ბა, ადაპ­ტა­ცია შეძ­ლო. ამას მისი შე­მარ­თე­ბა ემა­ტე­ბა, რომ ხელი არ უნდა ჩა­იქ­ნიო. გელა ჩარ­კვი­ა­ნის­გან ვიცი, რაც არ უნდა ცუ­დად ვიყო, ვდგე­ბი და ჩემს რე­ჟიმს მა­ინც ვაგ­რძე­ლე­ბო. უნდა იგ­რძნო, რომ სა­ჭი­რო ხარ და გა­მო­სა­დე­გიო. ჩვენს სახ­ლში ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ დედა ნამ­დვი­ლად გრძნობს, რომ სა­ჭი­როა. ბავ­შვებს ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბათ, ჩემი სამ­სა­ხუ­რის გამო, სულ გა­სუ­ლი ვარ, სახ­ლში ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, ვერ ვდი­ა­სახ­ლი­სობ. ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი დე­დაა. ბავ­შვე­ბი სახ­ლში რა­ი­მე ნივთს თუ კარ­გა­ვენ, დედა პო­უ­ლობს... საჭ­მლის გა­კე­თე­ბა, სა­რე­ცხი, სახ­ლის და­ლა­გე­ბა - ამ ყვე­ლა­ფერს თვი­თონ აუ­დის. ბავ­შვე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, „ტიკ-ტოკი“ უნდა გა­ვა­კე­თოთ და ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­გი­ღოთ, ამ­დენ საქ­მეს ასე რომ აკე­თე­ბო. მე­ო­თხე წელი მი­დის და ამ დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, თურ­მე რამ­დე­ნი რა­ღაც შეგ­ვიძ­ლია და არ ვი­ცით. მერე ამ დროს სმე­ნა რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ხმით ბევრ რა­მეს აფა­სებს და აღიქ­ვამს.

- მათ, ვი­საც სახ­ლში ასე­თი ადა­მი­ა­ნი ჰყავს, რას ეტყო­დით?

- ვე­ტყო­დი, რომ ამის გამო უკან არ უნდა და­ი­ხი­ონ. ხომ არის სტიგ­მა, სახ­ლში გა­მო­კე­ტა­ვენ ხოლ­მე. არა­სო­დეს მით­ქვამს მის­თვის უარი, რომ სად­მე წა­ვიყ­ვა­ნო, იგი­ვე კონ­ცერ­ტზე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და ოპე­რა­ში პრე­მი­ე­რა­ზე. მერე რა რომ ვერ ხე­დავს. მუ­სი­კა მის­თვის ყვე­ლა­ფე­რია. გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, არ­სად შემ­ხვედ­რია ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თუ მა­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე და გა­დამ­ყავს, ყვე­ლა მეხ­მა­რე­ბა. ერთი პრობ­ლე­მა კი გვაქვს, რომ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი არ გვაქვს ტრო­ტუ­ა­რე­ბი და სა­ში­ნე­ლი პარ­კინ­გია, ეს ყვე­ლა­ფერ­ში ხელს გვიშ­ლის.

ჩემი მთა­ვა­რი რჩე­ვა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბა, რომ ამ პრობ­ლე­მამ არ უნდა ჩა­კე­ტოს ადა­მი­ა­ნი და შე­უ­ზღუ­დოს იმ­დე­ნი კარ­გი რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­დან. ერ­თია, რომ ვერ ხე­დავს, მაგ­რამ ხომ ისევ ისე აზ­როვ­ნებს, ისევ ისე ლა­პა­რა­კობს, ისე­ვე ეს­მის ყვე­ლა­ფე­რი... დეპ­რე­სი­ამ არ უნდა მოგ­ვიც­ვას...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

მარიკა უაღრესა დიდი პატივისცემა ჩემგან მაინტერესებს რომელ ექიმს შეიძლება მივმართო გლაუკომის შემთხვევაში ან მაინტეტესებს რეკომენდაცია მკურნალობის შესახებ

ლალი
0

მარიკა უაღრესად განათლებული და კარგად აღზრდილი გოგო ხარ ჩემგან დიდი სიყვარული შენ ძალიან მჭირდება შენი დახმარება იქნებ დამაკვალიანო გლაუკომასთან დაკავშირებით ვის მივმართო რომელ ექიმს ან რომელი წვეთები გამოვიყენო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"მე და ჩემი შვილები სახლში ვიყავით, როცა უცებ ბოძს დაეჯახა... ბავშვები ადგილზე გაშეშდნენ, არაფერს აზრი აღარ ჰქონდა" - ცნობილი ტელეწამყვანი დედის მძიმე დიაგნოზსა და შემართებაზე, რომელიც სამაგალითოა

"მე და ჩემი შვილები სახლში ვიყავით, როცა უცებ ბოძს დაეჯახა... ბავშვები ადგილზე გაშეშდნენ, არაფერს აზრი აღარ ჰქონდა" - ცნობილი ტელეწამყვანი დედის მძიმე დიაგნოზსა და შემართებაზე, რომელიც სამაგალითოა

გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც პერიოდულად იზრდება თვალის წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თავდაპირველად ადამიანი უბრალოდ ცუდად ხედავს, შემდეგ ერღვევა მხედველობა, თანდათან უმცირდება მხედველობის ველი... საბოლოოდ კი საქმე სრულ და განუკურნებელ სიბრმავემდე მიდის. მიუხედავად მედიცინის თანამედროვე მიღწევებისა, გლაუკომა ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემაა.

ნუნუ ჭელიძე პიანისტია და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. მან ამ დიაგნოზით მხედველობა სრულად დაკარგა. ეს არ იყო უეცარი ამბავი, ამ დიაგნოზს თითქმის 12 წელი მკურნალობდა.

"შეიძლება, დაგვიანებული იყო დიაგნოზის დასმა, მაგრამ გავიგე თუ არა, მუდმივად მქონდა კონსულტაციები, ვიზიტი ექიმებთან და ვმკურნალობდი, როგორც მკარნახობდნენ სპეციალისტები. მხედველობა 12 წელი შევინარჩუნე და საბოლოოდ, სამი წელია, რაც მთლიანად დავკარგე. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ვეღარ ვხედავ, დანიშნული მაქვს თვალის წვეთები, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ჩავიწვეთო... საერთოდ გლაუკომის პირველადი მაჩვენებელია თვალის წნევის ამაღლება,“ - გვეუბნება ნუნუ ჭელიძე. ცნობისთვის ის ტელეჟურნალისტის მარიკა ბაკურაძის დედაა.

- ოპერაცია არ გიცდიათ?

- ამის დასარეგულირებლად თავიდან სპეციალური წვეთები დამინიშნეს. თბილისში არსებულ ყველა ოფთალმოლოგთან მქონდა კონსულტაცია. თუ წვეთებით ვახერხებთ წნევის დარეგულირებას, ანუ დაწევას, წვეთებით მკურნალობა უნდა გაგრძელდესო. ოპერაციასაც იგივე ზემოქმედება აქვს. ამიტომ თავიდან ოპერაცია აუცილებლად არ ჩათვალეს. როდესაც მარცხენა თვალში მთლიანად დავკარგე მხედველობა და მარჯვენაშიც დამიქვეითდა, რადგან ამ წლების მანძილზე ეს პროცესი ნელ-ნელა მიდიოდა, მითხრეს, იქნებ მარჯვენაში გავაკეთოთ, მაგრამ რაღაცნაირად უკან დავიხიე, თავი შევიკავე. შიშის ფაქტორი იყო რამდენად გამართლებული იქნებოდა, ერთი თვალი არ ხედავდა და მეორეში ძალიან დაბალი პროცენტი იყო. თუ ოპერაცია არ იქნება შედეგიანი, მაშინ მეორე თვალსაც ვკარგავდი. მას შემდეგ მარჯვენა თვალშიც კიდევ წელიწად-ნახევარი შევინარჩუნე და მერე აქაც ნელ-ნელა დაიკარგა.

- რაიმე თანმდევმა დაავადებამ ხომ არ გამოიწვია, მაგალითად, დიაბეტმა, ფარისებრის პრობლემამ?

- არა, რაიმე ორგანული დაავადება არაფერი მაქვს. თვითონ ექიმებთან რომ მქონდა კითხვა, - რა იწვევს ამ დაავადებას-მეთქი? უმრავლესობის პასუხი იყო, რომ ეს ძალიან ვერაგი დაავადებაა და არსებობს 1000-მდე მიზეზი, რომელმაც შეიძლება ეს გამოიწვიოს. შეიძლება იყოს მემკვიდრეობითიც... მოკლედ, ზუსტი პასუხი ვერ მივიღე.

- სათვალე გჭირდებოდათ?

- 38 წლის ასაკში დისერტაციაზე ვმუშაობდი და მაშინ მოსკოვში მომიხდა რამდენიმე თვე ბიბლიოთეკაში ყოფნა, ცუდი განათება იყო და ცოტათი მხედველობის დაქვეითება იმას დავაბრალე. იქვე კვლევა ჩავიტარე. დამიდგინეს - +0,5. მას მერე ნელ-ნელა უფრო მაღალ რიცხვზე ავედი. მერე ერთმა ქალბატონმა მითხრა, თქვენ მარტო ასაკობრივი მხედველობის დაკლება არ გაქვთ, თვალზე გამოსაკვლევი ხართ, რაღაც დაავადება გაქვთო. მოკლედ, გამოვიკვლიე და 2008 წლის იანვარში გლაუკომა დამიდგინეს.

- წინაპრებში ვინმეს ხომ არ ჰქონდა მსგავსი პრობლემა?

- დედისგან ვიცოდი, რომ დედაჩემის მამამ და ორმა ძმამ დაკარგა მხედველობა, მაგრამ მათი დიაგნოზი ჩემთვის უცნობია. დედას ჰქონდა შიში, რომ მეც არ დავდგე მსგავსი პრობლემის წინაშეო. მაგრამ 88 წლის გარდაიცვალა და არ ბოლომდე მხედველი იყო. პირიქით სიბერეში სათვალე მოიხსნა და ისე კითხულობდა.ჩემი დაავადების მიზეზებს რომ ვეძებდი, რამდენიმე ექიმს კითხვა დავუსვი, ხომ არ შეიძლებოდა თვალის გადაღლა ყოფილიყო ამის მიზეზი-მეთქი? პასუხი ამაზეც ვერ მივიღე.

ნუნუ ჭელიძე

- ცხოვრების მანძილზე რას საქმიანობდით?

- ბავშვობიდან მუსიკას ვსწავლობდი, დავამთავრე კონსერვატორია. შემდეგ მუდმივად ვუკრავდი როგორც სოლისტი. მქონდა კონცერტები, ვმუშაობდი პედაგოგად, ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრში პიანისტი გახლდით და საკმაოდ დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება მქონდა. გარდა ნოტებისა, კითხვა და ლიტერატურაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ექიმებმა არ მიაქციეს ამას ყურადღება და ეს არ ჩათვალეს ერთ-ერთ ფაქტორად.

- ემოციურად როგორ შეხვდით ამბავს, როდესაც მხედველობა დაკარგეთ?

- არ არის ადვილი შესაგუებელი. ერთი ისაა, რომ ეს უეცრად არ მომხდარა, რომ შოკისმომგვრელი ყოფილიყო. 12 წელი ჩემი ფსიქიკა თითქოს ეჩვეოდა იმას, რომ მდგომარეობა უარესდებოდა. რა ვქნათ, ადამიანის ბედს ალბათ რაღაც განსაზღვრავს. ამასთან ადამიანს ალბათ აქვს ყველაფრის მიმართ ადაპტაციის უნარი. შევეგუე, მეტი რა გზაა.

- როგორც შევიტყვე, თურმე ოჯახის საქმეებსაც უმკლავდებით...

- ალბათ არის ისეთი განსაცდელი, რომელსაც ადამიანი ვერ შეეგუება და ვერ გადალახავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასე უცბად ხელების ჩამოშვება, რომ ვეღარ ვხედავ და დამთავრდა სიცოცხლე, ასეთი არ მქონია. ზოგადად არ ვარ დეპრესიული. მეტწილად ოპტიმისტი ვარ.

იმდენად საინტერესო ცხოვრება მქონდა, იმდენი რამ მაქვს მოსაგონარი, უამრავი მეგობარი იყო ჩემ გვერდით, ყოფილი მოსწავლეები მეხმიანებიან, თუ ვინმეს კონსულტაცია სჭირდება, მათაც ვეხმარები, ახლაც ჩართული ვარ. კონცერტებსაც ვისმენ და დავდივარ ოპერაში. ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, რაც მუსიკას და პროფესიას უკავშირდება, არ გადამიხაზავს, არ დამიმთავრებია. ბოლოს და ბოლოს არის მარიკა და მისი შვილები. ასაკში რომ ხარ ადამიანი, უკვე ოჯახი მეტად მნიშვნელოვანი ხდება. მუდმივად ჩართული ვარ შვილისა და შვილიშვილების ცხოვრებაში. სახლშიც შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებ.

- გადაადგილება არ გიჭირთ?

- გარეთ მარტო უკვე ვეღარ გავდივარ, მიჭირს, რაც შეეხება ჩემს ბინას, ყველაფერი ვიცი, სად რა არის. ყველაფერს თავის ადგილი აქვს. სადილი, გარეცხვა, დალაგება - ამ ყველაფერს ვაკეთებ. ვუმსუბუქებ ოჯახის წევრებს საზრუნავს, რომ თავიანთ საქმეს მეტად მიხედონ.

- უკრავთ კიდეც?

- როგორც მუსიკოსი მიდრეკილი ვიყავი, რაღაც ახლისკენ, სულ ძიებაში ვიყავი, ბევრი მაქვს დაკრული, უმეტესად, მე-20 საუკუნის მუსიკა, რომელიც თბილისში მაშინ თითქმის არ სრულდებოდა. ამ შემთხვევაში, როცა ნოტებს ვეღარ ვხედავ, ძველი ნასწავლის და ოდესღაც დამახსოვრებულ მუსიკასთან შეხება აღარ იწვევს ჩემში ინტერესს. ვერ ამოვხსენი, ეს როგორ ხდება. რომ ვხედავდე, ახლის გარჩევა და სწავლა შემეძლოს, სხვანაირად ვიქნებოდი. სამაგიეროდ, მყავს მოსწავლე, რომელიც მოდის და მის ნაწარმოებებში მუდმივად ჩართული ვარ. ერთად ვმეცადინეობთ და ამით ვიკლავ ჩემს სურვილებს დაკვრის მიმართ. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენს ცხოვრებაში ამდენი ახალგაზრდის მძიმე ამბები რომ მესმის, ვსევდიანდები და ვამბობ, ნეტავ, ახალგაზრდები იყვნენ კარგად-მეთქი.

- თქვენი რეკომენდაცია ადამიანებისთვის რა იქნება, თუკი მხედველობასთან პრობლემა შეექმნებათ?

- თუ თვალის პრობლემა შეექმნა ადამიანს, მალევე უნდა მიმართოს ექიმს. მკურნალობაზე უარი არ უნდა თქვას. თუ უკიდურეს შემთხვევაში, ჩემსავით გამოსავალი აღარ იქნება, სასოწარკვეთილებამ არ უნდა მოიცვას, ეს ყველაზე ცუდი რამაა. საკუთარი ინტერესები უკვე სხვა მხრივ უნდა მომართოს. უსინათლოდ ცხოვრება არ არის ადვილი, მაგრამ არ ვწუწუნებ.

  • მარიკა ბაკურაძე, ტელეჟურნალისტი, ნუნუ ჭელიძის შვილი:

- დედამ თქვა, რომ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეო. მეც რაღაც ასეთი ტიპი ვარ, ვგავართ ერთმანეთს. თუ ერთი შანსიც გაქვს, უნდა გამოვიყენო. ბოლომდე უნდა ვიბრძოლო, ბოლომდე ასეთი განწყობა მაქვს. როცა თავიდან დიაგნოზი გავიგეთ, ჩემს მეორე შვილზე ორსულად ვიყავი, რეალურად ვერც კი დავიჯერე, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ გადავწყვიტე, რომ ყველა შანსი, რაც კი არსებობს, უნდა გამოგვეყენებინა. სხვადასხვა ქვეყანა, კლინიკები, სადაც მედიცინა მოწინავე საფეხურზეა. მერე ნელ-ნელა ვარიანტები რომ გამოირიცხა, აღმოჩნდა, რომ მართლა მძიმე დაავადებაა და მხედველობის დაკლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა.

ამას როგორ უნდა შეეგუო? მაგრამ თითქოს ყოველდღიურობაში ჩაჯდა, მაგრამ მაინც არ მეგონა, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი მოხდებოდა. მახსოვს, 2 წლით ადრე სანამ მხედველობას მთლიანად დაკარგავდა, ერთ-ერთმა ექიმმა რაღაც წამალზე მიუთითა, უნდა გაიკეთო, ცოტა უნდა მოინდომო ქალბატონო, თორემ ერთ წელიწადში შეიძლება, ხელით სატარებელი გახდეთო. კი გავიფიქრე, ეს კაცი რა უხეშად ლაპარაკობს-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მართლა აქამდე მივედით. დედაჩემი ხელით სატარებელი რომ არ არის, ეს მისი მონდომების შედეგია.

- თავად რას აბრალებთ, მარიკა?

- ამ ყველაფერს უფრო კორონავირუსს ვაბრალებ. იმიტომ კი არა, რომ უშუალოდ კორონა ვირუსი ჰქონდა, გამოკეტვამ ბევრი რამ განსაზღვრა. მანამდე ვახერხებდით, რომ ხშირად გარეთ გაგვეყვანა, ხელის მოკიდებით, სივრცის აღქმა, მზე, გარეთ განათება მაინც სხვა რამეა, ვიდრე სახლში ერთნაირი შუქი, რაც არ უნდა ფანჯრები იყოს და აივანი გქონდეს. იმ ჩაკეტილობამ ის მასშტაბები შეუზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეალობაში ვიყავი და ნელ-ნელა ვხედავდი, მხედველობა როგორ აკლდებოდა, ბოლოს მხოლოდ სილუეტებს ხედავდა...

მახსოვს ის დღე, როცა ამ რეალობის პირისპირ აღმოჩნდა. მე და ჩემი შვილები სახლში ვიყავით. ოთახებს შორის გვაქვს გამავალი ბოძი, უცებ ამ ბოძს დაეჯახა. რა მოგივიდა-მეთქი და როგორც მივხვდი, არ უნდოდა ამის აღიარება. მეორე დღეა საერთოდ ვეღარ ვხედავო... ცივი წყალი რომ გადაგასხან, ასეთი ემოცია მქონდა. ბავშვები ადგილზე გაშეშდნენ. პირველი შემთხვევა იყო, როცა არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. მერე მოდი, კატარაქტის ოპერაცია გავიკეთოთ-მეთქი და ჩავუტარე ის ოპერაცია, თუმცა არაფერს აზრი აღარ ჰქონდა...

- როგორც გაირკვა, ამ მდგომარეობაში ბევრ საქმეს აკეთებს...

- დიახ, დედა რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა... შეიძლება იმის ბრალია, ნელ-ნელა რომ აკლდებოდა მხედველობა, ადაპტაცია შეძლო. ამას მისი შემართება ემატება, რომ ხელი არ უნდა ჩაიქნიო. გელა ჩარკვიანისგან ვიცი, რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ვდგები და ჩემს რეჟიმს მაინც ვაგრძელებო. უნდა იგრძნო, რომ საჭირო ხარ და გამოსადეგიო. ჩვენს სახლში ისეთი მდგომარეობაა, რომ დედა ნამდვილად გრძნობს, რომ საჭიროა. ბავშვებს ხელშეწყობა სჭირდებათ, ჩემი სამსახურის გამო, სულ გასული ვარ, სახლში ისე, როგორც საჭიროა, ვერ ვდიასახლისობ. ამ დროს ყველაფერი დედაა. ბავშვები სახლში რაიმე ნივთს თუ კარგავენ, დედა პოულობს... საჭმლის გაკეთება, სარეცხი, სახლის დალაგება - ამ ყველაფერს თვითონ აუდის. ბავშვები ეუბნებიან, „ტიკ-ტოკი“ უნდა გავაკეთოთ და ვიდეოები გადაგიღოთ, ამდენ საქმეს ასე რომ აკეთებო. მეოთხე წელი მიდის და ამ დაკვირვებამ აჩვენა, თურმე რამდენი რაღაც შეგვიძლია და არ ვიცით. მერე ამ დროს სმენა რა მნიშვნელოვანია. ხმით ბევრ რამეს აფასებს და აღიქვამს.

- მათ, ვისაც სახლში ასეთი ადამიანი ჰყავს, რას ეტყოდით?

- ვეტყოდი, რომ ამის გამო უკან არ უნდა დაიხიონ. ხომ არის სტიგმა, სახლში გამოკეტავენ ხოლმე. არასოდეს მითქვამს მისთვის უარი, რომ სადმე წავიყვანო, იგივე კონცერტზე კონსერვატორიაში და ოპერაში პრემიერაზე. მერე რა რომ ვერ ხედავს. მუსიკა მისთვის ყველაფერია. გულწრფელად რომ გითხრათ, არსად შემხვედრია ცუდი დამოკიდებულება, თუ მაქანა გავაჩერე და გადამყავს, ყველა მეხმარება. ერთი პრობლემა კი გვაქვს, რომ ადაპტირებული არ გვაქვს ტროტუარები და საშინელი პარკინგია, ეს ყველაფერში ხელს გვიშლის.

ჩემი მთავარი რჩევა და გამოცდილების გაზიარება იქნება, რომ ამ პრობლემამ არ უნდა ჩაკეტოს ადამიანი და შეუზღუდოს იმდენი კარგი რაღაც შეიძლება მიიღო ყოველდღიურობიდან. ერთია, რომ ვერ ხედავს, მაგრამ ხომ ისევ ისე აზროვნებს, ისევ ისე ლაპარაკობს, ისევე ესმის ყველაფერი... დეპრესიამ არ უნდა მოგვიცვას...

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"