მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი წიგნის ქურდები, რომლებმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2 მილიონი ევროს, რარიტეტული წიგნები მოიპარეს - როგორი სქემით მოქმედებდნენ და ვინ დგას ორგანიზებული ქსელის უკან?
ქართველი წიგნის ქურდები, რომლებმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2 მილიონი ევროს, რარიტეტული წიგნები მოიპარეს - როგორი სქემით მოქმედებდნენ და ვინ დგას ორგანიზებული ქსელის უკან?
  • ფო­ტო­ზე: პა­რი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა

"დიდი რუსი მწერ­ლის, ალექ­სან­დრე პუშ­კი­ნის წიგ­ნე­ბი ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის სამ­კა­უ­ლებს შო­რის იყო, თუმ­ცა ახლა მთე­ლი კონ­ტი­ნენ­ტის მას­შტა­ბით, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რე­ბი ჩი­ვი­ან, რომ პუშ­კი­ნი­სა და მე-19 სა­უ­კუ­ნის სხვა ცნო­ბი­ლი რუსი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის იშ­ვი­ა­თი და ღი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბი უსარ­გებ­ლო ას­ლე­ბით არის შეც­ვლი­ლი "- ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Times წერს.

  • ფრან­გი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქურ­დო­ბას "ქარ­თუ­ლი ქსე­ლი" ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც "სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფია“. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ქსე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 2 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი მო­ი­პა­რეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მოს­კოვ­ში გა­ყი­დეს.

მოქ­მე­დე­ბის მე­თო­დი ასე­თია - ბან­დის წევ­რი მი­დის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ითხოვს ძვირ­ფა­სი რუ­სუ­ლი წიგ­ნის ნახ­ვას და ამ­ბობს, რომ სჭირ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. წიგნს დე­ტა­ლუ­რად უღებს ფო­ტო­ებს, შემ­დეგ ამ­ზა­დე­ბენ ორი­გი­ნალ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბულ ვა­რი­ანტს, ბან­დის წევ­რი კვლავ სტუმ­რობს ბიბ­ლი­ო­თე­კას და ორი­გი­ნა­ლი გა­მო­აქვს, მის ნაც­ვლად კი ყალბს ტო­ვებს.

ფრან­გი და პო­ლო­ნე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ წიგ­ნის ქურ­დე­ბი შე­საძ­ლოა, რუ­სე­ბის და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ. მა­თი­ვე ვა­რა­უ­დით, ასე­თი ღი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პატ­რი­ო­ტიზ­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად სჭირ­დე­ბათ.

  • ბოლო "მსხვერ­პლი“ იყო ბერ­ლი­ნის მთა­ვა­რი სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წა­ი­ღეს რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ხუთი იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მა, მათ შო­რის, პუშ­კი­ნის სამი წიგ­ნი, პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

"ას­ლე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად და მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი“, - ამ­ბობს ბელ­გი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კის სპი­კე­რი, ბარ­ბა­რა ჰა­ინდლი.

Times-ის ცნო­ბით, ლი­ე­ტუ­ვა­ში, ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კამ და­კარ­გა 17 წიგ­ნი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, და­ახ­ლო­ე­ბით, 439 000 ევრო, ეს­ტო­ნე­თის, ტარ­ტუს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მო­ი­პა­რეს რვა წიგ­ნი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 158 000 ევრო იყო, ხოლო ლატ­ვი­ის ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ 2022 წელს, და­კარ­გა ორი ძვირ­ფა­სი წიგ­ნი.

პო­ლო­ნეთ­ში, ვარ­შა­ვის ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ და­კარ­გუ­ლია იშ­ვი­ა­თი რუ­სუ­ლი კო­ლექ­ცი­ის 79 ნი­მუ­ში, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბაც ერთ მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ცნო­ბით, საფ­რან­გეთ­ში სხვა­დას­ხვა ბიბ­ლი­ო­თე­კას, მათ შო­რის, პა­რი­ზის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას 48 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი ეწ­ვია 40-ჯერ, ის ამ­ბობ­და, რომ წერ­და დი­სერ­ტა­ცი­ას სა­ხე­ლად - "დე­მოკ­რა­ტია მე-19 სა­უ­კუ­ნის რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში" და რომ ამის­თვის სჭირ­დე­ბო­და პუშ­კი­ნის, გო­გო­ლის, ლერ­მონ­ტო­ვი­სა და დოს­ტო­ევ­სკის წიგ­ნე­ბის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბიბ­ლი­ო­თე­კა­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ეს წიგ­ნე­ბი მათი ას­ლე­ბით იყო შეც­ვლი­ლი.

ერთი ქარ­თვე­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ნო­ემ­ბერ­ში ბრი­უ­სე­ლის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. ის ბელ­გი­ის პო­ლი­ცი­ამ ლი­ე­ტუ­ვა­ში გა­ცე­მუ­ლი ორ­დე­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვა. კი­დევ სამი ქარ­თვე­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვეს საფ­რან­გეთ­ში. მათ ბრა­ლი "ორ­გა­ნი­ზე­ბულ ქურ­დო­ბა­ში“ ედე­ბათ. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალ­დე­ბას უარ­ყო­ფენ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
1

,,პა­რი­ზის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას 48 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი ეწ­ვია 40-ჯერ, ის ამ­ბობ­და, რომ წერ­და დი­სერ­ტა­ცი­ას სა­ხე­ლად - "დე­მოკ­რა­ტია მე-19 სა­უ­კუ­ნის რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში" - ვითომ დისერტაციის ამ სათაურზეც უნდა მიმხდარიყო ბიბლითეკარი რო რაღაც თაღლითაობას აქვს ადგილი...... 

კოლა
1

ჩვენ წიგნიერი ერი ვართ გენაცვალე და განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ძვირფას წიგნებთან. :)

ავტორი:

ქართველი წიგნის ქურდები, რომლებმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2 მილიონი ევროს, რარიტეტული წიგნები მოიპარეს - როგორი სქემით მოქმედებდნენ და ვინ დგას ორგანიზებული ქსელის უკან?

ქართველი წიგნის ქურდები, რომლებმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2 მილიონი ევროს, რარიტეტული წიგნები მოიპარეს - როგორი სქემით მოქმედებდნენ და ვინ დგას ორგანიზებული ქსელის უკან?
  • ფოტოზე: პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკა

"დიდი რუსი მწერლის, ალექსანდრე პუშკინის წიგნები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ბიბლიოთეკების კოლექციების სამკაულებს შორის იყო, თუმცა ახლა მთელი კონტინენტის მასშტაბით, ბიბლიოთეკარები ჩივიან, რომ პუშკინისა და მე-19 საუკუნის სხვა ცნობილი რუსი მწერლების ნაწარმოებების იშვიათი და ღირებული პირველი გამოცემები უსარგებლო ასლებით არის შეცვლილი "- ამის შესახებ გამოცემა Times წერს.

  • ფრანგი გამომძიებლების ინფორმაციით, ქურდობას "ქართული ქსელი" ახორციელებს, რომელიც "სტრუქტურირებული და ორგანიზებული ჯგუფია“. მათივე ინფორმაციით, ამ ქსელის წარმომადგენლებმა 2 მილიონ ევროზე მეტის ღირებულების წიგნები მოიპარეს და სავარაუდოდ, მოსკოვში გაყიდეს.

მოქმედების მეთოდი ასეთია - ბანდის წევრი მიდის ბიბლიოთეკაში, ითხოვს ძვირფასი რუსული წიგნის ნახვას და ამბობს, რომ სჭირდება უნივერსიტეტში კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. წიგნს დეტალურად უღებს ფოტოებს, შემდეგ ამზადებენ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვარიანტს, ბანდის წევრი კვლავ სტუმრობს ბიბლიოთეკას და ორიგინალი გამოაქვს, მის ნაცვლად კი ყალბს ტოვებს.

ფრანგი და პოლონელი გამომძიებლები ეჭვობენ, რომ წიგნის ქურდები შესაძლოა, რუსების დავალებით მოქმედებდნენ. მათივე ვარაუდით, ასეთი ღირებული წიგნების რუსეთში დაბრუნება მოქალაქეების პატრიოტიზმის გასაძლიერებლად სჭირდებათ.

  • ბოლო "მსხვერპლი“ იყო ბერლინის მთავარი საჯარო ბიბლიოთეკა. არსებული ინფორმაციით, ბიბლიოთეკიდან წაიღეს რუსული ლიტერატურის ხუთი იშვიათი გამოცემა, მათ შორის, პუშკინის სამი წიგნი, პირველი გამოცემები.

"ასლები ძალიან კარგად და მაღალი სიზუსტით არის დამზადებული“, - ამბობს ბელგიის ბიბლიოთეკის სპიკერი, ბარბარა ჰაინდლი.

Times-ის ცნობით, ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ დაკარგა 17 წიგნი, რომლის ღირებულებაა, დაახლოებით, 439 000 ევრო, ესტონეთის, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოიპარეს რვა წიგნი, რომლის ღირებულება დაახლოებით 158 000 ევრო იყო, ხოლო ლატვიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2022 წელს, დაკარგა ორი ძვირფასი წიგნი.

პოლონეთში, ვარშავის ბიბლიოთეკაშიც ასევე აღმოაჩინეს, რომ დაკარგულია იშვიათი რუსული კოლექციის 79 ნიმუში, რომელთა ღირებულებაც ერთ მილიონ ევროზე მეტად არის შეფასებული.

სამართალდამცველთა ცნობით, საფრანგეთში სხვადასხვა ბიბლიოთეკას, მათ შორის, პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკას 48 წლის ქართველი მამაკაცი ეწვია 40-ჯერ, ის ამბობდა, რომ წერდა დისერტაციას სახელად - "დემოკრატია მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში" და რომ ამისთვის სჭირდებოდა პუშკინის, გოგოლის, ლერმონტოვისა და დოსტოევსკის წიგნების პირველი გამოცემები. მოგვიანებით კი ბიბლიოთეკარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს წიგნები მათი ასლებით იყო შეცვლილი.

ერთი ქართველი ეჭვმიტანილი ნოემბერში ბრიუსელის აეროპორტში დააკავეს. ის ბელგიის პოლიციამ ლიეტუვაში გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავა. კიდევ სამი ქართველი ეჭვმიტანილი დააკავეს საფრანგეთში. მათ ბრალი "ორგანიზებულ ქურდობაში“ ედებათ. დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ.