საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ თავის ტვინის სიმსივნეებზე - ინტერვიუ წამყვან ნეიროქირურგ არჩილ ერისთავთან
რა უნდა ვიცოდეთ თავის ტვინის სიმსივნეებზე - ინტერვიუ წამყვან ნეიროქირურგ არჩილ ერისთავთან

დღეს არა­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ცდი­ლობს და­ად­გი­ნოს სიმ­სივ­ნის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზე­ბი, შე­ი­მუშ­ვოს მისი პრე­ვენ­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის სა­უ­კეთ­სო გზე­ბი.

წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე წამ­ყვა­ნი ნე­ი­რო­ქი­რურ­გი - არ­ჩილ ერის­თა­ვი - გაგ­ვი­ზი­ა­რებს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის შე­სა­ხებ, რა არის, რო­გო­რია მისი სიმპტო­მე­ბი, რო­გორ ხდე­ბა მისი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და რა მკურ­ნა­ლო­ბის გზე­ბი არ­სე­ბობს.

ნე­ი­რო­ქი­რურ­გი არ­ჩილ ერის­თა­ვი 22 წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, 9 წელი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დონ­ში. მისი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია მო­ი­ცავს თა­ვის ტვი­ნის, ზურ­გის ტვი­ნის, ხერ­ხემ­ლის და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მკურ­ნა­ლო­ბას, რო­გო­რიც არის ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გია, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, ხერ­ხემ­ლის დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

მას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 1500-ზე მეტი ოპე­რა­ცია. მათ შო­რის, 2021 წლის მა­ისს მან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ა­ტა­რა თა­ვის ტვი­ნის ოპე­რა­ცია გაღ­ვი­ძე­ბულ პა­ცი­ენტზე (ცნო­ბი­ე­რი კრა­ნი­ო­ტო­მია).

ბა­ტო­ნო არ­ჩილ, მად­ლო­ბა, რომ დაგ­ვთან­ხმდით ინ­ტერ­ვი­უ­ზე. მო­დით და­ვი­წყოთ ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით - რა არის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე და რა უნდა იცო­დეს ჩვენ­მა მკი­თხველ­მა მის შე­სა­ხებ?

- გა­მარ­ჯო­ბა, მად­ლო­ბა სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის და ჩემი მოწ­ვე­ვის­თვის. ვეც­დე­ბი, ინ­ტე­რი­ვუს გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­ტი­ვი ენით მი­ვა­წო­დო მკი­თხველს ინ­ფო­რამ­ცია თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ებ­ზე და და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მზად ვარ ვუ­პა­სუ­ხო და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს. .

თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე ჩნდე­ბა, რო­დე­საც ტვი­ნის გარ­კვე­უ­ლი უჯრე­დე­ბი გა­ნიც­დი­ან გა­დაგ­ვა­რე­ბას და იწყე­ბენ გამ­რავ­ლე­ბას უკონ­ტრო­ლო გზით. ამ პრო­ცე­სის და­წყე­ბის მი­ზე­ზი დღემ­დე უც­ნო­ბია.

ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბი იყო­ფა ხა­რის­ხე­ბის (1-4) და თვი­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ხა­რის­ხის სიმ­სივ­ნე­ე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბა კე­თილ­თვი­სე­ბი­ან ჯგუფს, ხოლო მე­სა­მე და მე­ო­თხე - ავ­თვი­სე­ბი­ანს.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის სიმ­სივ­ნეს? რას უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა? ტვი­ნის სიმ­სივ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ლო­კა­ცი­ა­ზე ტვინ­ში.

ყვე­ლა­ზე ხში­რად პა­ცი­ენტს ახა­სი­ა­თებს თა­ვის ტკი­ვი­ლი, გულყრა, გუ­ლის­რე­ვა, პირ­ღე­ბი­ნე­ბა, პროგ­რე­სი­უ­ლი სი­სუს­ტე სხე­უ­ლის ერთ მხა­რეს. ასე­ვე, მეხ­სი­ე­რე­ბის, მე­ტყვე­ლე­ბის ან/და მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვა.

ვის შე­იძ­ლე­ბა და­უდ­გინ­დეს ტვი­ნის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი? ვინ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ?

პირ­ვე­ლა­დი ტვი­ნის სიმ­სივ­ნით დი­აგ­ნო­ზი­რე­ბა ხდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 0.015%-ში, და­ნარ­ჩე­ნი კი არის მე­ო­რა­დი ხა­სი­ა­თის. თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, მაგ­რამ სიმ­სივ­ნის წარ­მოქ­მნის რის­კი იზ­რდე­ბა ასაკ­თან ერ­თად.

არის თუ არა ცნო­ბი­ლი, რა იწ­ვევს თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნეს?

ბო­ლომ­დე დად­გე­ნი­ლი არ არის კონ­კრე­ტუ­ლად რა იწ­ვევს თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნეს, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია ესა თუ ის რისკ ფაქ­ტო­რე­ბი რომ­ლებ­ზეც შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ. ტვი­ნის სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის რისკ ფაქ­ტო­რებ­ში შე­დის დას­ხი­ვე­ბა (რა­დი­ა­ცია), გარ­კვე­უ­ლი გე­ნე­ტი­უ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა/მუ­ტა­ცია, რო­გო­რიც არის ნე­ი­რი­ფიბ­რო­მა­ტო­ზის პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე ტიპი, ტუ­ბე­რო­ზუ­ლი სკლე­რო­ზი, ლი ფრა­უ­მე­ნის სინ­დრო­მი, ფონ ჰი­პერ-ლინ­და­უს სინ­დრო­მი, ტერ­ნე­რის სინ­დრო­მი, ტარ­კო­ტის სინ­დრო­მი, გორ­ლი­ნის სინ­დრო­მი. ასე­ვე 2015 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მეტა კვლე­ვის დროს აღ­მონჩნდა კავ­ში­რი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა­სა და გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის (მე­ნინ­გი­ო­მის) გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის.

თუ შე­გიძ­ლი­ათ, რომ გაგ­ვი­ზი­ა­როთ, რო­გორ ხდე­ბა თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზის დას­მა?

ტვი­ნის სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სას, დრო­უ­ლი/ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში საგ­რძნობ­ლად ეხ­მა­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს და წარ­მა­ტე­ბულ გა­მო­სა­ვალს. ტვი­ნის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი­რე­ბა, რო­გორც წესი, ხდე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი (სურ. 1) ან მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი (სურ. 2) ტო­მოგ­რა­ფი­ის (მრტ) გა­მო­ყე­ნე­ბით. ასე­ვე ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ა­ტა­როს და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი/ტეს­ტე­ბი, რომ გა­მო­რი­ცხოს ან და­ა­დას­ტუ­როს ესა თუ ის დი­აგ­ნო­ზი.

რო­გორ ხდე­ბა თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის მკურ­ნალ­ბა? რა პრო­ცე­სი უნდა გა­ი­ა­როს პა­ცი­ენ­ტმა? ზო­გა­დად, მკურ­ნა­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ტვი­ნის სიმ­სივ­ნის ტიპ­ზე, ლო­კა­ცი­ა­ზე, პა­ცი­ენ­ტის ასაკ­ზე და სხვა ფაქ­ტო­რებ­ზე.

ტვი­ნის სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა ხში­რად გუ­ლის­ხმობს ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი­დან ერ­თერთს ან რამ­დე­ნი­მეს კომ­ბი­ნი­რე­ბულ გა­მო­ყე­ნე­ბას:

  • სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა,
  • ჰორ­მო­ნა­ლუ­რი თე­რა­პია,
  • ქი­რურ­გია,
  • დას­ხი­ვე­ბა,
  • ქი­მი­ო­თე­რა­პია.

მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი და მიდ­გო­მა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ნე­ი­რო­ქი­რურ­გის ან/და ონ­კო­ლო­გის მიერ პა­ცი­ენ­ტის ანამ­დნე­ზის გაც­ნო­ბის და კვლე­ვე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­დეგ­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

რო­გორც წამ­ყვა­ნი ნე­ი­რო­ქი­რურ­გი სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის ოპე­რა­ცი­ებ­ში, რა არის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი რა­საც აწყდე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბი­სას?

მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა პა­ცი­ენ­ტებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რია, რომ თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე, გა­ნა­ჩე­ნია.

დღე­ვან­დე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მიღ­წე­ვე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა.

და ბო­ლოს, თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია მათ­თვის, ვი­საც გა­მო­ხა­ტუ­ლი აქვს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სიმტპო­მე­ბი?

თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თოს ექიმს და ჩა­ი­ტა­როს სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. რო­გორც ვახ­სე­ნე, სიმ­სივ­ნის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნა ეხ­მა­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს და წარ­მა­ტე­ბულ შე­დეგს.

ნე­ი­ქო­რი­ქურგ არ­ჩილ ერის­თა­ვის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია

Neurosurgeon.ge

ტელ: +995 599820404

ელ.ფოს­ტა: contact@neurosurgeon.ge

NS

ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ თავის ტვინის სიმსივნეებზე - ინტერვიუ წამყვან ნეიროქირურგ არჩილ ერისთავთან

რა უნდა ვიცოდეთ თავის ტვინის სიმსივნეებზე - ინტერვიუ წამყვან ნეიროქირურგ არჩილ ერისთავთან

დღეს არაერთი მეცნიერი ცდილობს დაადგინოს სიმსივნის წარმოშობის მიზეზები, შეიმუშვოს მისი პრევენციისა და მკურნალობის საუკეთსო გზები.

წინამდებარე სტატიაში საქართველოში მოღვაწე წამყვანი ნეიროქირურგი - არჩილ ერისთავი - გაგვიზიარებს დეტალურ ინფორმაციას თავის ტვინის სიმსივნის შესახებ, რა არის, როგორია მისი სიმპტომები, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და რა მკურნალობის გზები არსებობს.

ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი 22 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, 9 წელი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები.

მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია. მათ შორის, 2021 წლის მაისს მან საქართველოში ჩაატარა თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე (ცნობიერი კრანიოტომია).

ბატონო არჩილ, მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მოდით დავიწყოთ ზოგადი ინფორმაციით - რა არის ტვინის სიმსივნე და რა უნდა იცოდეს ჩვენმა მკითხველმა მის შესახებ?

- გამარჯობა, მადლობა საკითხით დაინტერესებისთვის და ჩემი მოწვევისთვის. ვეცდები, ინტერივუს განმავლობაში, მარტივი ენით მივაწოდო მკითხველს ინფორამცია თავის ტვინის სიმსივნეებზე და დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მზად ვარ ვუპასუხო დაინტერესებულ პირებს. .

თავის ტვინის სიმსივნე ჩნდება, როდესაც ტვინის გარკვეული უჯრედები განიცდიან გადაგვარებას და იწყებენ გამრავლებას უკონტროლო გზით. ამ პროცესის დაწყების მიზეზი დღემდე უცნობია.

ტვინის სიმსივნეები იყოფა ხარისხების (1-4) და თვისებების მიხედვით. პირველი და მეორე ხარისხის სიმსივნეები მიეკუთვნება კეთილთვისებიან ჯგუფს, ხოლო მესამე და მეოთხე - ავთვისებიანს.

რა სიმპტომები ახასიათებს ტვინის სიმსივნეს? რას უნდა მიექცეს ყურადღება? ტვინის სიმსივნით გამოწვეული სიმპტომები დამოკიდებულია მის ლოკაციაზე ტვინში.

ყველაზე ხშირად პაციენტს ახასიათებს თავის ტკივილი, გულყრა, გულისრევა, პირღებინება, პროგრესიული სისუსტე სხეულის ერთ მხარეს. ასევე, მეხსიერების, მეტყველების ან/და მხედველობის დარღვევა.

ვის შეიძლება დაუდგინდეს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი? ვინ არის განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

პირველადი ტვინის სიმსივნით დიაგნოზირება ხდება მოსახლეობის დაახლოებით 0.015%-ში, დანარჩენი კი არის მეორადი ხასიათის. თავის ტვინის სიმსივნის განვითარება შეიძლება მოხდეს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ სიმსივნის წარმოქმნის რისკი იზრდება ასაკთან ერთად.

არის თუ არა ცნობილი, რა იწვევს თავის ტვინის სიმსივნეს?

ბოლომდე დადგენილი არ არის კონკრეტულად რა იწვევს თავის ტვინის სიმსივნეს, მაგრამ ცნობილია ესა თუ ის რისკ ფაქტორები რომლებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. ტვინის სიმსივნის განვითარების რისკ ფაქტორებში შედის დასხივება (რადიაცია), გარკვეული გენეტიური მემკვიდრეობა/მუტაცია, როგორიც არის ნეირიფიბრომატოზის პირველი ან მეორე ტიპი, ტუბეროზული სკლეროზი, ლი ფრაუმენის სინდრომი, ფონ ჰიპერ-ლინდაუს სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ტარკოტის სინდრომი, გორლინის სინდრომი. ასევე 2015 წელს ჩატარებული მეტა კვლევის დროს აღმონჩნდა კავშირი ჭარბწონიანობასა და გარკვეული ტიპის ტვინის სიმსივნის (მენინგიომის) განვითარებას შორის.

თუ შეგიძლიათ, რომ გაგვიზიაროთ, როგორ ხდება თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზის დასმა?

ტვინის სიმსივნის განვითარებისას, დროული/ადრეული დიაგნოზი ხშირ შემთხვევაში საგრძნობლად ეხმარება მკურნალობის პროცესს და წარმატებულ გამოსავალს. ტვინის სიმსივნის დიაგნოზირება, როგორც წესი, ხდება კომპიუტერული (სურ. 1) ან მაგნიტურ რეზონანსული (სურ. 2) ტომოგრაფიის (მრტ) გამოყენებით. ასევე ექიმმა შეიძლება ჩაატაროს დამატებითი გამოკვლევები/ტესტები, რომ გამორიცხოს ან დაადასტუროს ესა თუ ის დიაგნოზი.

როგორ ხდება თავის ტვინის სიმსივნის მკურნალბა? რა პროცესი უნდა გაიაროს პაციენტმა? ზოგადად, მკურნალობა დამოკიდებულია ტვინის სიმსივნის ტიპზე, ლოკაციაზე, პაციენტის ასაკზე და სხვა ფაქტორებზე.

ტვინის სიმსივნის მკურნალობა ხშირად გულისხმობს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთერთს ან რამდენიმეს კომბინირებულ გამოყენებას:

  • სიმპტომური მკურნალობა,
  • ჰორმონალური თერაპია,
  • ქირურგია,
  • დასხივება,
  • ქიმიოთერაპია.

მკურნალობის მეთოდი და მიდგომა განისაზღვრება ნეიროქირურგის ან/და ონკოლოგის მიერ პაციენტის ანამდნეზის გაცნობის და კვლევებისგან მიღებული შედეგბის საფუძველზე.

როგორც წამყვანი ნეიროქირურგი სპეციალიზირებული თავის ტვინის სიმსივნეების ოპერაციებში, რა არის მთავარი გამოწვევები და სირთულეები რასაც აწყდებით საქმიანობისას?

მთავარი გამოწვევა პაციენტებსა და საზოგადოებაში გავრცელებული აზრია, რომ თავის ტვინის სიმსივნე, განაჩენია.

დღევანდელი სამედიცინო მიღწევები საშუალებას იძლევა მოხდეს პაციენტის წარმატებული მკურნალობა.

და ბოლოს, თქვენი გამოცდილებით, რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მათთვის, ვისაც გამოხატული აქვს ზემოთ ჩამოთვლილი სიმტპომები?

თავის ტვინის სიმსივნის ეფექტური მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს საჭირო გამოკვლევები. როგორც ვახსენე, სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ეხმარება მკურნალობის პროცესს და წარმატებულ შედეგს.

ნეიქორიქურგ არჩილ ერისთავის საკონტაქტო ინფორმაცია

Neurosurgeon.ge

ტელ: +995 599820404

ელ.ფოსტა: contact@neurosurgeon.ge

NS