მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"40 დღის გახდა ნიკოლა, როდესაც სამსახურში დავბრუნდი" - როგორ პოულობს ბალანსს კარიერასა და ოჯახს შორის დილის გადაცემის წამყვანი ანი ღონღაძე
"40 დღის გახდა ნიკოლა, როდესაც სამსახურში დავბრუნდი" - როგორ პოულობს ბალანსს კარიერასა და ოჯახს შორის დილის გადაცემის წამყვანი ანი ღონღაძე

დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ცხოვ­რე­ბის ტემ­პი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ჩქარ­დე­ბა და წარ­მა­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვა ზოგ­ჯერ წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი ჩანს, ოჯა­ხურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­სა და პრო­ფე­სი­ულ მიღ­წე­ვებს შო­რის ბა­ლან­სის პოვ­ნა ძა­ლი­ან ძნე­ლია. ჰარ­მო­ნი­ის ეს მა­რა­დი­უ­ლი ძი­ე­ბა ბევ­რის­თვის გა­მოწ­ვე­ვად იქცა და ამავდრო­უ­ლად, სხვე­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­როდ.

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თვი­საც ოჯა­ხი და კა­რი­ე­რა არა სა­პი­რის­პი­რო, არა­მედ ცხოვ­რე­ბის შე­მავ­სე­ბე­ლი სფე­რო­ე­ბია, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სი­ხა­რუ­ლი, კმა­ყო­ფი­ლე­ბა და აზრი მო­უ­ტა­ნონ ჩვენს ცხოვ­რე­ბას. ანი ღონ­ღა­ძე „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხებს ბა­ლან­სის დაც­ვას ოჯახ­სა და სამ­სა­ხურს შო­რის. მისი ყო­ვე­ლი დილა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ცუდ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბას არა­სო­დეს აძ­ლევს.

რო­გორ იწყებ დი­ლას, სა­ნამ სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ხარ?

- დი­ლას სხვა და სხვა დღეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვი­წყებ. რო­დე­საც იმ დღეს დი­ლის ეთერ­ში ვარ, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ადრე იწყე­ბა ჩემი დილა. ეთე­რის დღეს სწრა­ფად ვი­წეს­რი­გებ თავს და გავ­რბი­ვარ პა­ლიტ­რა­ში. ვემ­ზა­დე­ბით ეთე­რის­თვის და პა­რა­ლე­ლუ­რად აუ­ცი­ლებ­ლად ყა­ვას მი­ვირ­თმევ, რო­მე­ლიც ჩემი დი­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. თუ არ ვარ დი­ლის ეთერ­ში, სახ­ლში მი­ვირ­თმევ ყა­ვას მშვი­დად, სა­უზ­მეს­თან ერ­თად, შემ­დეგ ბავ­შვი მიმ­ყავს ბაღ­ში და მივ­დი­ვარ სამ­სა­ხურ­ში. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ჩემი დილა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია.

გაქვს თუ არა რა­ი­მე სტრა­ტე­გია, რომ დი­ლი­დან­ვე ენერ­გი­უ­ლი იყო და დი­ლის გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე პო­ზი­ტი­უ­რი დარ­ჩე?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია არ მაქვს, მაგ­რამ უკვე ისე ვარ მო­მარ­თუ­ლი, ცუდ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევ ჩემ თავს. რო­დე­საც იწყე­ბა ეთე­რი და პირ­ველ "დი­ლამ­შვი­დო­ბი­სას" ვამ­ბობ, თა­ვი­სით მო­დის გან­წყო­ბა და მიმყვე­ბა ბო­ლომ­დე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ მა­ყუ­რებ­ლის­თვის პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შექ­მნას.

რო­გორ მოხ­ვდი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში? იყო თუ არა ეს შენი ოც­ნე­ბა?

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოვ­ხვდი საკ­მა­ოდ დიდი ხნის წინ და მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ეს ის საქ­მეა, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მეყ­ვა­რე­ბა. პა­ლიტ­რა­ში 5 წლის წინ მო­ვე­დი. მა­შინ იყო ასე­თი გა­და­ცე­მა: "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია," სა­დაც პირ­ვე­ლად მი­ვი­ღე გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორც წამ­ყვან­მა. შემ­დეგ იყო ჩემი საყ­ვა­რე­ლი გა­და­ცე­მა - "კინო", რო­მე­ლიც დღე­საც მიმ­ყავს და რა თქმა უნდა, " დი­ლის პა­ლიტ­რა," სა­დაც პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბა ვის­წავ­ლე და ჩემ­თვის ამას სულ სხვა ხიბ­ლი აქვს.

რა როლს ას­რუ­ლებს შენი ოჯა­ხი შენი კა­რი­ე­რის მხარ­და­სა­ჭე­რად?

- ოჯა­ხი, რა თქმა უნდა, უდი­დეს როლს ას­რუ­ლებს. რომ არა ასე­თი ხელ­შე­წყო­ბა, რო­მე­ლიც მე მაქვს, რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და შე­თავ­სე­ბა. რო­დე­საც გყავს პა­ტა­რა, ხელ­შე­წყო­ბა ნამ­დვი­ლად გჭირ­დე­ბა. მით უმე­ტეს, რო­დე­საც ისეთ დროს იწყებ დი­ლას, რომ ბავ­შვთან დახ­მა­რე­ბა ამ დროს აუ­ცი­ლებ­ლად გჭირ­დე­ბა. რა თქმა უნდა, ამ მხრივ უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა მაქვს და რომ არა ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ბევრ რა­მეს ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. თუნ­დაც იმას, რომ 40 დღის გახ­და ნი­კო­ლა, რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში დავ­ბრუნ­დი. რაც ადრე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მე­გო­ნა.

რო­გორ ახერ­ხებ ოჯახს და კა­რი­ე­რას შო­რის ბა­ლან­სის პოვ­ნას, როცა შვი­ლი გყავს?

- მე ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი რაც უფრო დატ­ვირ­თუ­ლია, მე­ტად შე­უძ­ლია დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა სწო­რად. ვფიქ­რობ ვა­ხერ­ხებ იმას, რომ ბევ­რი დრო გა­ვა­ტა­რო ჩემს შვილ­თან, რაც უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს და ასე­ვე, ვა­კე­თო ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე. ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კის ფონ­ზე, რო­გორ ახერ­ხებ მუ­დამ ფორ­მა­ში ყოფ­ნას? რო­გო­რია შენი დი­ლის რუ­ტი­ნა?

- დი­ლას რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რუ­ტი­ნა ნამ­დვი­ლად არ მაქვს. თუ დი­ლის ეთე­რი არ მაქვს, მშვი­დად მიყ­ვარს სახ­ლში ყა­ვის და­ლე­ვა და აუ­ცი­ლებ­ლად სა­უზ­მე. სა­უზ­მე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის, თუმ­ცა ყო­ველ დი­ლას, რა თქმა უნდა, ვერ ვა­ხერ­ხებ. ასე­ვე მიყ­ვარს უქ­მე­ებ­ზე დი­ლი­დან­ვე ჩემს შვილ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბა და სხვა და სხვა აქ­ტი­ვო­ბის და­გეგ­მვა.

თა­ვის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამე რჩე­ვას ხომ არ გაგ­ვი­ზი­ა­რებ­დი? რა­საც ეფექ­ტუ­რად იყე­ნებ?

- რომ გი­თხრათ გან­სა­კუთ­რე­ბით ვუვ­ლი კანს, მო­გა­ტყუ­ებთ. მაგ­რამ ერთი რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვას­რუ­ლებ ისაა, რომ მა­კი­ა­ჟით არ და­ვი­ძი­ნო, რაც არ უნდა დაღ­ლი­ლი ვიყო. თით­ქმის ყო­ველ დღე მი­წევს სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა და ამ დროს ორ­მა­გად ყუ­რა­დღე­ბა ჭირ­დე­ბა კანს. ასე­ვე თმა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლი­ვა­ნია ჩემ­თვის. ბოლო წლე­ბია მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბას ვა­ტა­რებ და ვფიქ­რობ, ვი­პო­ვე ჩემი სტი­ლი ამ კუ­თხით.

რა რჩე­ვას მის­ცემ­დი სხვა მშობ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც უწევს სა­მუ­შა­ო­სა და ოჯა­ხის და­ბა­ლან­სე­ბა?

- გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­ბე­და დე­დებს ვე­ტყვი, რომ არ შე­ე­შინ­დეთ. თა­ვი­დან სა­ნამ და­ა­ბა­ლან­სებ ამ ყვე­ლა­ფერს და ახალ ცხოვ­რე­ბას მი­ეჩ­ვე­ვი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად ჩანს, თუმ­ცა ეს ასე ნამ­დვი­ლად არაა. არის დაღ­ლი­ლო­ბა, რო­დე­საც პა­ტა­რა გყავს და რთუ­ლია ამ დროს ბა­ლან­სის და­ჭე­რა, თუმ­ცა ჩემ­თვის პი­რა­დად აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ ვიყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მქონ­დეს ჩემი საქ­მე. ასე­ვე, მქონ­დეს საკ­მა­რი­სი დრო ჩემი შვი­ლის­თვის.

ჯერ­ჯე­რო­ბით ახლა ის ეტა­პი მაქვს, რო­დე­საც ჩემ კი­დევ ერთ საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას-სიმ­ღე­რას ვერ ვუთ­მობ სა­თა­ნა­დო დროს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ამა­საც ახლო მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვას­წო­რებ. ნი­კო­ლაც იზ­რდე­ბა, უკვე 2 წლის გახ­და და ვფიქ­რობ ამის შე­თავ­სე­ბა­საც შევ­ძლებ.

რო­გორც ვიცი, ინფლუ­ენ­სე­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აქ­ტი­უ­რობ. რა მი­მარ­თუ­ლე­ბა გაქვს არ­ჩე­უ­ლი, რო­მელ სოცქსე­ლებს იყე­ნებ და რო­გორ ფიქ­რობ, რა გა­ნა­პი­რო­ბებს შენი გა­მომ­წე­რე­ბის ინ­ტე­რესს?

- ვერ გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვარ, თუმ­ცა, გა­მომ­წე­რებს ვუ­ზი­ა­რებ ჩემს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, რაც ვფიქ­რობ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. ამ კუ­თხი­თაც ვფიქ­რობ, შე­მიძ­ლია გან­ვი­თა­რე­ბა და მე­ტად აქ­ტი­უ­რო­ბა. ინფლუ­ენ­სერს ჩემ თავს ვერ და­ვარ­ქმევ­დი, თუმ­ცა მიყ­ვარს ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, გა­ზი­ა­რე­ბა. ასე­ვე ვმოგ­ზა­უ­რობ ხში­რად და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, ალ­ბათ, ინ­ტე­რესს იწ­ვევს.

ამ კუ­თხით თუ მის­ცემ­დი რჩე­ვას, დამ­წყებ ინფლუ­ენ­სე­რებს?

- ამ სა­კი­თხში ვერ გა­მოვ­დგე­ბი დი­დას რჩე­ვე­ბით, თუმ­ცა ალ­ბათ ბუ­ნებ­რი­ო­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მეც ზუს­ტად ასეთ ინფლუ­ენ­სე­რებს ვა­დევ­ნებ თვალს და ვცდი­ლობ, მეც ბუ­ნებ­რი­ვი ვიყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"40 დღის გახდა ნიკოლა, როდესაც სამსახურში დავბრუნდი" - როგორ პოულობს ბალანსს კარიერასა და ოჯახს შორის დილის გადაცემის წამყვანი ანი ღონღაძე

"40 დღის გახდა ნიკოლა, როდესაც სამსახურში დავბრუნდი" - როგორ პოულობს ბალანსს კარიერასა და ოჯახს შორის დილის გადაცემის წამყვანი ანი ღონღაძე

დღევანდელ სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი განუწყვეტლივ ჩქარდება და წარმატებისკენ სწრაფვა ზოგჯერ წარმოუდგენლად რთული ჩანს, ოჯახურ პასუხისმგებლობებსა და პროფესიულ მიღწევებს შორის ბალანსის პოვნა ძალიან ძნელია. ჰარმონიის ეს მარადიული ძიება ბევრისთვის გამოწვევად იქცა და ამავდროულად, სხვებისთვის შთაგონებისა და მოტივაციის წყაროდ.

არიან ადამიანები, ვისთვისაც ოჯახი და კარიერა არა საპირისპირო, არამედ ცხოვრების შემავსებელი სფეროებია, რომლებსაც შეუძლიათ სიხარული, კმაყოფილება და აზრი მოუტანონ ჩვენს ცხოვრებას. ანი ღონღაძე „პალიტრანიუსის“ დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია, რომელიც შესანიშნავად ახერხებს ბალანსის დაცვას ოჯახსა და სამსახურს შორის. მისი ყოველი დილა ძალიან დატვირთულია, მაგრამ საკუთარ თავს ცუდ განწყობაზე ყოფნის უფლებას არასოდეს აძლევს.

როგორ იწყებ დილას, სანამ სამსახურში მიდიხარ?

- დილას სხვა და სხვა დღეს განსხვავებულად ვიწყებ. როდესაც იმ დღეს დილის ეთერში ვარ, რა თქმა უნდა, ძალიან ადრე იწყება ჩემი დილა. ეთერის დღეს სწრაფად ვიწესრიგებ თავს და გავრბივარ პალიტრაში. ვემზადებით ეთერისთვის და პარალელურად აუცილებლად ყავას მივირთმევ, რომელიც ჩემი დილის განუყოფელი ნაწილია. თუ არ ვარ დილის ეთერში, სახლში მივირთმევ ყავას მშვიდად, საუზმესთან ერთად, შემდეგ ბავშვი მიმყავს ბაღში და მივდივარ სამსახურში. ორივე შემთხვევაში ჩემი დილა ძალიან დატვირთულია.

გაქვს თუ არა რაიმე სტრატეგია, რომ დილიდანვე ენერგიული იყო და დილის გადაცემის დასრულებამდე პოზიტიური დარჩე?

- განსაკუთრებული სტრატეგია არ მაქვს, მაგრამ უკვე ისე ვარ მომართული, ცუდ განწყობაზე ყოფნის საშუალებას არ ვაძლევ ჩემ თავს. როდესაც იწყება ეთერი და პირველ "დილამშვიდობისას" ვამბობ, თავისით მოდის განწყობა და მიმყვება ბოლომდე. მაქსიმალურად ვცდილობთ მაყურებლისთვის პოზიტიური განწყობის შექმნას.

როგორ მოხვდი ტელევიზიაში? იყო თუ არა ეს შენი ოცნება?

- ტელევიზიაში მოვხვდი საკმაოდ დიდი ხნის წინ და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის საქმეა, რომელიც მთელი ცხოვრება მეყვარება. პალიტრაში 5 წლის წინ მოვედი. მაშინ იყო ასეთი გადაცემა: "არცოდნა აკრძალულია," სადაც პირველად მივიღე გამოცდილება, როგორც წამყვანმა. შემდეგ იყო ჩემი საყვარელი გადაცემა - "კინო", რომელიც დღესაც მიმყავს და რა თქმა უნდა, " დილის პალიტრა," სადაც პირდაპირ ეთერში მუშაობა ვისწავლე და ჩემთვის ამას სულ სხვა ხიბლი აქვს.

რა როლს ასრულებს შენი ოჯახი შენი კარიერის მხარდასაჭერად?

- ოჯახი, რა თქმა უნდა, უდიდეს როლს ასრულებს. რომ არა ასეთი ხელშეწყობა, რომელიც მე მაქვს, რთული იქნებოდა შეთავსება. როდესაც გყავს პატარა, ხელშეწყობა ნამდვილად გჭირდება. მით უმეტეს, როდესაც ისეთ დროს იწყებ დილას, რომ ბავშვთან დახმარება ამ დროს აუცილებლად გჭირდება. რა თქმა უნდა, ამ მხრივ უდიდესი მხარდაჭერა მაქვს და რომ არა ოჯახის წევრები, ბევრ რამეს ვერ მოვახერხებდი. თუნდაც იმას, რომ 40 დღის გახდა ნიკოლა, როდესაც სამსახურში დავბრუნდი. რაც ადრე წარმოუდგენელი მეგონა.

როგორ ახერხებ ოჯახს და კარიერას შორის ბალანსის პოვნას, როცა შვილი გყავს?

- მე ვფიქრობ, ადამიანი რაც უფრო დატვირთულია, მეტად შეუძლია დროის განაწილება სწორად. ვფიქრობ ვახერხებ იმას, რომ ბევრი დრო გავატარო ჩემს შვილთან, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ასევე, ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე. ჩემთვის ეს ყველაფერი ერთად ძალიან მნიშვნელოვანია.

დაძაბული გრაფიკის ფონზე, როგორ ახერხებ მუდამ ფორმაში ყოფნას? როგორია შენი დილის რუტინა?

- დილას რაიმე განსაკუთრებული რუტინა ნამდვილად არ მაქვს. თუ დილის ეთერი არ მაქვს, მშვიდად მიყვარს სახლში ყავის დალევა და აუცილებლად საუზმე. საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუმცა ყოველ დილას, რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებ. ასევე მიყვარს უქმეებზე დილიდანვე ჩემს შვილთან ერთად სეირნობა და სხვა და სხვა აქტივობის დაგეგმვა.

თავის მოვლასთან დაკავშირებით რამე რჩევას ხომ არ გაგვიზიარებდი? რასაც ეფექტურად იყენებ?

- რომ გითხრათ განსაკუთრებით ვუვლი კანს, მოგატყუებთ. მაგრამ ერთი რასაც აუცილებლად ვასრულებ ისაა, რომ მაკიაჟით არ დავიძინო, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო. თითქმის ყოველ დღე მიწევს სატელევიზიო მაკიაჟის გაკეთება და ამ დროს ორმაგად ყურადღება ჭირდება კანს. ასევე თმა ძალიან მნიშვნელივანია ჩემთვის. ბოლო წლებია მოკლე ვარცხნილობას ვატარებ და ვფიქრობ, ვიპოვე ჩემი სტილი ამ კუთხით.

რა რჩევას მისცემდი სხვა მშობლებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც უწევს სამუშაოსა და ოჯახის დაბალანსება?

- განსაკუთრებით ახალბედა დედებს ვეტყვი, რომ არ შეეშინდეთ. თავიდან სანამ დააბალანსებ ამ ყველაფერს და ახალ ცხოვრებას მიეჩვევი, ყველაფერი გაცილებით რთულად ჩანს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არაა. არის დაღლილობა, როდესაც პატარა გყავს და რთულია ამ დროს ბალანსის დაჭერა, თუმცა ჩემთვის პირადად აუცილებელია რომ ვიყო დაკავებული, მქონდეს ჩემი საქმე. ასევე, მქონდეს საკმარისი დრო ჩემი შვილისთვის.

ჯერჯერობით ახლა ის ეტაპი მაქვს, როდესაც ჩემ კიდევ ერთ საყვარელ საქმიანობას-სიმღერას ვერ ვუთმობ სათანადო დროს, მაგრამ ვფიქრობ, ამასაც ახლო მომავალში გამოვასწორებ. ნიკოლაც იზრდება, უკვე 2 წლის გახდა და ვფიქრობ ამის შეთავსებასაც შევძლებ.

როგორც ვიცი, ინფლუენსერობის მიმართულებითაც აქტიურობ. რა მიმართულება გაქვს არჩეული, რომელ სოცქსელებს იყენებ და როგორ ფიქრობ, რა განაპირობებს შენი გამომწერების ინტერესს?

- ვერ გეტყვით, რომ ძალიან აქტიური ვარ, თუმცა, გამომწერებს ვუზიარებ ჩემს ყოველდღიურობას, რაც ვფიქრობ ინტერესს იწვევს. ამ კუთხითაც ვფიქრობ, შემიძლია განვითარება და მეტად აქტიურობა. ინფლუენსერს ჩემ თავს ვერ დავარქმევდი, თუმცა მიყვარს ლამაზი ფოტოების გადაღება, გაზიარება. ასევე ვმოგზაურობ ხშირად და ეს ყველაფერი ერთად, ალბათ, ინტერესს იწვევს.

ამ კუთხით თუ მისცემდი რჩევას, დამწყებ ინფლუენსერებს?

- ამ საკითხში ვერ გამოვდგები დიდას რჩევებით, თუმცა ალბათ ბუნებრიობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეც ზუსტად ასეთ ინფლუენსერებს ვადევნებ თვალს და ვცდილობ, მეც ბუნებრივი ვიყო.