მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასულიერო პირისა და მაფიის დაპირისპირება - რა მოხდა იტალიაში, სადაც სავარაუდოდ, პადრეს მოწამვლა სცადეს: "უცებ უცნაური სუნი ვიგრძენი და..."
სასულიერო პირისა და მაფიის დაპირისპირება - რა მოხდა იტალიაში, სადაც სავარაუდოდ, პადრეს მოწამვლა სცადეს: "უცებ უცნაური სუნი ვიგრძენი და..."

სამ­ხრეთ იტა­ლი­ის სამ­რევ­ლოს მღვდე­ლი აპი­რებ­და ღვი­ნის მირ­თმე­ვას, რო­დე­საც შე­ნიშ­ნა, რომ სი­თხე უჩ­ვე­უ­ლოდ გა­თეთ­რე­ბუ­ლი იყო, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ფი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და.

  • პად­რე ფე­ლი­ჩე პა­ლა­მა­რა წირ­ვის რი­ტუ­ალს აღას­რუ­ლებ­და, მან აკურ­თხა წყლი­სა და ღვი­ნის თასი. და რო­დე­საც ემ­ზა­დე­ბო­და, რომ ამ თა­სი­დან და­ე­ლია, უც­ნა­უ­რი სუნი და ფერი შე­ნიშ­ნა.

პად­რემ აღარ და­ლია. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი იტა­ლი­ურ მა­ფი­ას უკავ­შირ­დე­ბო­დეს. საქ­მე ისაა, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირი, პად­რე პა­ლა­მა­რა გა­მო­ირ­ჩე­ო­და მა­ფი­ო­ზუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "ნდრან­გე­ტას“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბე­ბით.

ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და კა­ლაბ­რი­ა­ში. ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას სა­სუ­ლი­ე­რო პირი ამ­ბობს, რომ მას რამ­დენ­ჯერ­მე და­ე­მუქრნენ მოკ­ვლით. ხოლო მისი მან­ქა­ნა ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ბი­ეს.

  • "ჩემს შუ­რის­ძი­ე­ბას ჰქვია სიყ­ვა­რუ­ლი, ჩემს ფარს პა­ტი­ე­ბა, ჩემ ჯავ­შან­ტექ­ნი­კას წყა­ლო­ბა… ვერ შე­მა­ჩე­რებს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი და ვერც სიბ­ნე­ლე შე­მა­ში­ნებს”, - წერს პად­რე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ად­გი­ლობ­რივ­მა ეპის­კო­პოს­მა, ატი­ლიო ნოს­ტრომ თქვა, რომ ეპარ­ქია "გა­ნიც­დის ტან­ჯვას ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის გამო, რო­მელ­საც სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვ­რე­ბას­თან".

ჰმ,
5

ყველგან როგორი აფერისტები არიან ეს ოხრები, ვითომ წმინდა კაცები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

სასულიერო პირისა და მაფიის დაპირისპირება - რა მოხდა იტალიაში, სადაც სავარაუდოდ, პადრეს მოწამვლა სცადეს: "უცებ უცნაური სუნი ვიგრძენი და..."

სასულიერო პირისა და მაფიის დაპირისპირება - რა მოხდა იტალიაში, სადაც სავარაუდოდ, პადრეს მოწამვლა სცადეს: "უცებ უცნაური სუნი ვიგრძენი და..."

სამხრეთ იტალიის სამრევლოს მღვდელი აპირებდა ღვინის მირთმევას, როდესაც შენიშნა, რომ სითხე უჩვეულოდ გათეთრებული იყო, რაც სავარაუდოდ, მაფიასთან დაკავშირებულ საფრთხეს წარმოადგენდა.

  • პადრე ფელიჩე პალამარა წირვის რიტუალს აღასრულებდა, მან აკურთხა წყლისა და ღვინის თასი. და როდესაც ემზადებოდა, რომ ამ თასიდან დაელია, უცნაური სუნი და ფერი შენიშნა.

პადრემ აღარ დალია. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

იტალიური მედიის ცნობით, შესაძლოა, ყველაფერი იტალიურ მაფიას უკავშირდებოდეს. საქმე ისაა, რომ სასულიერო პირი, პადრე პალამარა გამოირჩეოდა მაფიოზური ორგანიზაციის, "ნდრანგეტას“ საწინააღმდეგო განცხადებებით.

ორგანიზაცია ჩამოყალიბდა კალაბრიაში. ადგილობრივ მედიასთან საუბრისას სასულიერო პირი ამბობს, რომ მას რამდენჯერმე დაემუქრნენ მოკვლით. ხოლო მისი მანქანა ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე დაარბიეს.

  • "ჩემს შურისძიებას ჰქვია სიყვარული, ჩემს ფარს პატიება, ჩემ ჯავშანტექნიკას წყალობა… ვერ შემაჩერებს დაბრკოლებები და ვერც სიბნელე შემაშინებს”, - წერს პადრე სოციალურ ქსელში.

ადგილობრივმა ეპისკოპოსმა, ატილიო ნოსტრომ თქვა, რომ ეპარქია "განიცდის ტანჯვას ამგვარი შემთხვევების გამო, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ ცხოვრებასთან".