მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს
კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს

კოს­მე­ტი­კურ პრო­დუქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­საძ­ლოა, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ჩარ­ჩო­ში მო­ექ­ცეს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ან გეგ­მა­შია ნათ­ქვა­მი.

კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო შე­ი­მუ­შა­ვებს.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბამ­დე და გან­თავ­სე­ბის შემ­დეგ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­კი­თხე­ბი და მას­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბე­ბი.

ამას­თან, ნათ­ქვა­მია, რომ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის როლი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის მწარ­მო­ებ­ლის, იმ­პორ­ტი­ო­რის, დის­ტრი­ბუ­ტო­რის და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი "პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის".

"ქვე­ყა­ნას არ გა­აჩ­ნია კოს­მე­ტი­კურ პრო­დუქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რაც ასე­ვე ასა­ხუ­ლია ევ­რო­კო­მი­სი­ის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის სა­ქარ­თვე­ლოს 2023 წლის ან­გა­რიშ­შიც.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჰარ­მო­ნი­ზე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის რე­გუ­ლა­ცი­ას­თან (Regulation (EC) N 1223/2009), რო­მე­ლიც კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი­სა და ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. "ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი - კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ხებ" ად­გენს ბა­ზარ­ზე კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­დუქ­ცი­ის გან­თავ­სე­ბის წე­სებ­სა და ნორ­მებს, მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით.

რეგ­ლა­მენ­ტი არ ვრცელ­დე­ბა იმ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე ან ნა­რე­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც გან­კუთ­ვნი­ლია ენ­დო­გე­ნუ­რად მი­სა­ღე­ბად, ინ­ჰა­ლა­ცი­ის, ინექ­ცი­ის ან ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში იმპლან­ტა­ცი­ი­სათ­ვის. ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის როლი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის მწარ­მო­ებ­ლის, იმ­პორ­ტი­ო­რის, დის­ტრი­ბუ­ტო­რის და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი "პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის". ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბამ­დე და გან­თავ­სე­ბის შემ­დეგ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­კი­თხე­ბი და მას­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბა სა­ჭი­რო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნებ­ში "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ" და "სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გეგ­მის თა­ნახ­მად, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა გა­მო­იწ­ვევს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­მო­ყო­ფას.

Georgia
0

როგორც სხვა დანარჩენში, კოსმეტიკაშიც ქართული მარაზმის აპოთეოსია. 10 ლარიანი დუბაის მყრალი "სუნამო" 300 ლარად იყიდება ...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს

კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს

კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ნათქვამი.

კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები.

ამასთან, ნათქვამია, რომ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული "პასუხისმგებელი პირის".

"ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასევე ასახულია ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც.

კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან (Regulation (EC) N 1223/2009), რომელიც კანონის პროექტისა და ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ იქნა გამოყენებული. ,,ტექნიკური რეგლამენტი - კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ" ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებსა და ნორმებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ნივთიერებებზე ან ნარევებზე, რომლებიც განკუთვნილია ენდოგენურად მისაღებად, ინჰალაციის, ინექციის ან ადამიანის სხეულში იმპლანტაციისათვის. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული "პასუხისმგებელი პირის". ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საჭიროებს საქართველოს კანონებში "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანას”,- აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.