პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ არაფერია რომ ვიმუშაო... ბინა, რომელიც მაჩუქეს გავყიდე, ოპერაციისთვის ფული დამჭირდა, სხვა გზა არ მქონდა" - როგორ ცხოვრობს კარდენახელი ვანო დღეს? ბიჭი, რომელიც წლების წინ მთელმა საქართველომ შეიყვარა
"აქ არაფერია რომ ვიმუშაო... ბინა, რომელიც მაჩუქეს გავყიდე, ოპერაციისთვის ფული დამჭირდა, სხვა გზა არ მქონდა" - როგორ ცხოვრობს კარდენახელი ვანო დღეს? ბიჭი, რომელიც წლების წინ მთელმა საქართველომ შეიყვარა

2012 წელს პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­ში“ 16 წლის ვანო ფი­ფი­ამ თა­ვი­სი ნამ­ღე­რით დარ­ბა­ზი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და, მაგ­რამ მის შე­სა­ხებ დიდი ხა­ნია არა­ფე­რი გაგ­ვი­გია.

აღ­მოჩ­ნდა, რომ კარ­დე­ნა­ხე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც მა­შინ გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, წლე­ბია, დე­დას­თან და დას­თან ერ­თად ზემო ეწერ­ში ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან უნდა მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა და ფიქ­რობს, რომ ამის­თვის თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­დეს, რად­გან სა­დაც ახლა ცხოვ­რობს, "იქ სამ­სა­ხუ­რე­ბი არ არის".

  • რო­გორ ცხოვ­რობს "პა­ტა­რა ვანო" დღეს და რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა
ვანო ფი­ფია "ნი­ჭი­ერ­ში"

- ვანო, თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, სად ცხოვ­რობ ახლა, რას საქ­მი­ა­ნობ?

- მე, დედა და ჩემი და ზედა ეწერ­ში ვცხოვ­რობთ, არ ვმუ­შა­ობ. აქ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა "დახ­მა­რე­ბი­სა და ინ­ტეგ­რი­რე­ბის ლიგა,“ მუ­სი­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი აქვთ, სა­დაც ვმღე­რი, ძი­რი­თა­დად საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოვ­დი­ვართ, გზის ფულს გვი­ფი­ნან­სე­ბენ. ჩემი უფ­რო­სი ძმა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

- მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ გიც­დია?

- აქ არა­ფე­რია, რომ ვი­მუ­შაო. თბი­ლის­ში მინ­და ჩა­მო­ვი­დე. პრო­ფე­სი­ით პროგ­რა­მის­ტი ვარ. არა­ერ­თხელ მქო­ნია მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის მცდე­ლო­ბა, ზოგ­მა მი­თხრა, კად­რე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, ზოგ­მაც და­გი­რე­კავ­თო... მაგ­რამ თა­ვი­დან გი­ცი­ლე­ბენ. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ ვმუ­შა­ობ­დი, სვა­ნეთ­ში, ჰეს­ზე, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ჩერ­და და მეც ისე დავ­რჩი.

დე­დას­თან ერ­თად

- მხო­ლოდ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ, რეს­ტო­რან­ში თუ გიც­დია მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა?

- არ მიც­დია, მაგ­რამ რომ შე­მომ­თა­ვა­ზონ, დავ­თან­ხმდე­ბი, გა­აჩ­ნია სად იქ­ნე­ბა.

- თბი­ლის­ში რო­გორ იცხოვ­რებ, ბი­ნის ქი­რას რო­გორ გა­და­იხ­დი?

- გა­ვი­ჭირ­ვებ, სხვა გზა არ არის, უნდა მო­ვერ­გო ცხოვ­რე­ბას. ჩემი პენ­სი­ით ვირ­ჩენთ თავს, დედა მუ­შა­ობს ხოლ­მე თხი­ლის კრე­ფის დროს, მეც ვეხ­მა­რე­ბი. ფი­ზი­კუ­რი შრო­მა შე­მიძ­ლია, მას შემ­დეგ, რაც ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, ბევ­რი წელი გა­ვი­და და ცოტა მე­ტყო­ბა, მაგ­რამ სი­ა­რუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია. იმა­ზე უკეთ ვარ, ვიდ­რე ვი­ყა­ვი.

გული არა­ფერ­ზე მწყდე­ბა, დღე­საც მცნო­ბენ. ხან­და­ხან ტიკ-ტოკ­ზე შევ­დი­ვარ, ვერ­თო­ბი, ვსა­უბ­რობ ადა­მი­ა­ნებ­თან.

ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ბა­თუმ­ში მა­ჩუ­ქეს, გავ­ყი­დე. ბოლო ოპე­რა­ცი­ის დროს ფული დამ­ჭირ­და და სხვა გზა არ მქონ­და.

- მახ­სოვს, კა­ხეთ­ში ცხოვ­რობ­დით...

- მა­მი­ნაც­ვალ­მა ის ბინა გა­ყი­და, თურ­ქეთ­ში წა­ვი­და და აღარ ჩა­მო­სუ­ლა, იქ ჩარ­ჩა.

- ვანო, შენს პრო­ფე­სი­ა­ზე უფრო მეტი რომ მოგ­ვიყ­ვე, იქ­ნებ გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი ვინც და­გა­საქ­მებს.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს თუ გახ­სოვთ, წი­თე­ლი ჯვა­რი აფი­ნან­სებ­და კომ­პი­უ­ტე­რულ სწავ­ლე­ბას და დიპ­ლომს აძ­ლევ­დნენ ჩვე­უ­ლებ­რივ. არ ვა­წუ­ხებ არა­ვის, რომ და­მა­საქ­მონ.

- ცოტა ხნის წინ კარ­გი მა­გა­ლი­თი იყო თედო ბე­ქა­უ­რის ამ­ბა­ვი, რო­დე­საც ბინა და სამ­სა­ხუ­რი მი­ი­ღო.

- მე და თედო ერ­თად ვსწავ­ლობ­დით სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში, კარ­გად ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, მივ­წე­რე კი­დეც, მაგ­რამ ალ­ბათ არ ეცა­ლა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და მისი წარ­მა­ტე­ბა, ვი­ცო­დი, რომ მო­ი­გებ­და. ძა­ლი­ან და­უ­ფა­სე­ბე­ლი იყო, სა­ნამ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მოხ­ვდე­ბო­და.

- სა­კუ­თა­რი სახ­ლი შენც არ გაქვს?

- კი, ვი­ყი­დე პა­ტა­რა, ჩემ­თვის სამ­ყო­ფი სახ­ლი, სა­დაც დე­დას­თან და დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. თბი­ლის­ში თუ ჩა­მო­ვალ, მინ­და, რომ ორი­ვე სფე­როს გავ­ყვე, მუ­სი­კა­საც და ჩემს პრო­ფე­სი­ა­საც, ორი­ვე­ში შრო­მა ჩავ­დე.

- რა გახ­სოვს ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ წლე­ბი­დან, რო­დე­საც ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე გა­მოხ­ვე­დი და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­გიც­ნო.

- ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი. მახ­სოვს, რო­დე­საც ეთერ­ში გა­ვი­და ჩემი ნო­მე­რი, მე­ო­რე დღეს დე­დას­თან ერ­თად ბა­ზარ­ში წა­ვე­დი და რომ მახ­სენ­დე­ბო­და, რა ხდე­ბო­და. მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე ის წლე­ბი, კარ­გი იყო. დღე­საც ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს ვმღე­რი, რო­გორც მა­შინ, სხვა ჟანრს არ ვე­კა­რე­ბი.

- დედა რო­გორ არის ახლა, მა­შინ სულ დაგ­ყვე­ბო­და თან

- ახ­ლაც ასეა, მაგ­რამ ცოტა მო­უკ­ლო ჩემ­თან ერ­თად სი­ა­რულს, მა­შინ ფი­ზი­კუ­რად მჭირ­დე­ბო­და გვერ­დით დგო­მა.

- რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­გი­კავ­შირ­დი, არ და­ი­ჯე­რე, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი..

- ტიკ-ტოკ­ზე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, იმ წლე­ბის "ნი­ჭი­ერ­ში“ რომ გა­მო­ვე­დი. ასე­თი სცე­ნა იყო, სოფო ნი­ჟა­რა­ძე მე­კი­თხე­ბა, რა გქვია, - ვანო, რას იმ­ღე­რებ, - "შენ­მა სურ­ვილ­მა დამ­ლია". ეს ვი­დეო გა­და­ა­კე­თეს და ისეა, რომ გა­მარ­ჯო­ბა­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, დამ­შვი­დო­ბე­ბა­ზე, ყვე­ლა­ფერ­ზე ვა­ნოს ვი­ძა­ხი და მწე­რენ ხოლ­მე, მარ­თლა ყვე­ლა­ფერ­ზე ვა­ნოს იძა­ხიო. მე­გო­ნა, რომ თქვენც ამ თე­მა­ზე და­მი­კავ­შირ­დით.

ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს ყვე­ლას მად­ლო­ბას გა­და­გიხ­დით, ვი­საც გახ­სო­ვართ და მად­ლო­ბას ვუხ­დი "რუს­თა­ვი 2“-ს, ისი­ნი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მე ისევ ის ვანო ვიქ­ნე­ბო­დი, ვი­საც არა­ვინ არ იც­ნობ­და.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა ქრისტესასვილი
1

ახლაც კი ამეტირა.

ია
18

ამ ბიჭის დახმარებით, თავის სულსაც დაეხმარება ადამიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"აქ არაფერია რომ ვიმუშაო... ბინა, რომელიც მაჩუქეს გავყიდე, ოპერაციისთვის ფული დამჭირდა, სხვა გზა არ მქონდა" - როგორ ცხოვრობს კარდენახელი ვანო დღეს? ბიჭი, რომელიც წლების წინ მთელმა საქართველომ შეიყვარა

"აქ არაფერია რომ ვიმუშაო... ბინა, რომელიც მაჩუქეს გავყიდე, ოპერაციისთვის ფული დამჭირდა, სხვა გზა არ მქონდა" - როგორ ცხოვრობს კარდენახელი ვანო დღეს? ბიჭი, რომელიც წლების წინ მთელმა საქართველომ შეიყვარა

2012 წელს პროექტ "ნიჭიერში“ 16 წლის ვანო ფიფიამ თავისი ნამღერით დარბაზი ფეხზე დააყენა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ მის შესახებ დიდი ხანია არაფერი გაგვიგია.

აღმოჩნდა, რომ კარდენახელი ბიჭი, რომელიც მაშინ გაიცნო საზოგადოებამ, წლებია, დედასთან და დასთან ერთად ზემო ეწერში ცხოვრობს. ძალიან უნდა მუშაობის დაწყება და ფიქრობს, რომ ამისთვის თბილისში ჩამოვიდეს, რადგან სადაც ახლა ცხოვრობს, "იქ სამსახურები არ არის".

  • როგორ ცხოვრობს "პატარა ვანო" დღეს და როგორ წარმოუდგენია თავისი მომავალი AMBEBI.GE-ს უყვება
ვანო ფიფია "ნიჭიერში"

- ვანო, თქვენზე მოგვიყევით, სად ცხოვრობ ახლა, რას საქმიანობ?

- მე, დედა და ჩემი და ზედა ეწერში ვცხოვრობთ, არ ვმუშაობ. აქ ადგილობრივი ორგანიზაციაა "დახმარებისა და ინტეგრირების ლიგა,“ მუსიკალური ანსამბლი აქვთ, სადაც ვმღერი, ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებზე გამოვდივართ, გზის ფულს გვიფინანსებენ. ჩემი უფროსი ძმა დაოჯახებულია, თბილისში ცხოვრობს.

- მუშაობის დაწყება არ გიცდია?

- აქ არაფერია, რომ ვიმუშაო. თბილისში მინდა ჩამოვიდე. პროფესიით პროგრამისტი ვარ. არაერთხელ მქონია მუშაობის დაწყების მცდელობა, ზოგმა მითხრა, კადრები არ გვჭირდება, ზოგმაც დაგირეკავთო... მაგრამ თავიდან გიცილებენ. ამ წლების განმავლობაში ერთხელ ვმუშაობდი, სვანეთში, ჰესზე, მაგრამ შემდეგ გაჩერდა და მეც ისე დავრჩი.

დედასთან ერთად

- მხოლოდ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობ, რესტორანში თუ გიცდია მუშაობის დაწყება?

- არ მიცდია, მაგრამ რომ შემომთავაზონ, დავთანხმდები, გააჩნია სად იქნება.

- თბილისში როგორ იცხოვრებ, ბინის ქირას როგორ გადაიხდი?

- გავიჭირვებ, სხვა გზა არ არის, უნდა მოვერგო ცხოვრებას. ჩემი პენსიით ვირჩენთ თავს, დედა მუშაობს ხოლმე თხილის კრეფის დროს, მეც ვეხმარები. ფიზიკური შრომა შემიძლია, მას შემდეგ, რაც ოპერაცია გავიკეთე, ბევრი წელი გავიდა და ცოტა მეტყობა, მაგრამ სიარული, ყველაფერი შემიძლია. იმაზე უკეთ ვარ, ვიდრე ვიყავი.

გული არაფერზე მწყდება, დღესაც მცნობენ. ხანდახან ტიკ-ტოკზე შევდივარ, ვერთობი, ვსაუბრობ ადამიანებთან.

ერთოთახიანი ბინა, რომელიც პროექტში გამარჯვების შემდეგ ბათუმში მაჩუქეს, გავყიდე. ბოლო ოპერაციის დროს ფული დამჭირდა და სხვა გზა არ მქონდა.

- მახსოვს, კახეთში ცხოვრობდით...

- მამინაცვალმა ის ბინა გაყიდა, თურქეთში წავიდა და აღარ ჩამოსულა, იქ ჩარჩა.

- ვანო, შენს პროფესიაზე უფრო მეტი რომ მოგვიყვე, იქნებ გამოჩნდეს ადამიანი ვინც დაგასაქმებს.

- მიხეილ სააკაშვილის დროს თუ გახსოვთ, წითელი ჯვარი აფინანსებდა კომპიუტერულ სწავლებას და დიპლომს აძლევდნენ ჩვეულებრივ. არ ვაწუხებ არავის, რომ დამასაქმონ.

- ცოტა ხნის წინ კარგი მაგალითი იყო თედო ბექაურის ამბავი, როდესაც ბინა და სამსახური მიიღო.

- მე და თედო ერთად ვსწავლობდით სასულიერო გიმნაზიაში, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მივწერე კიდეც, მაგრამ ალბათ არ ეცალა. ძალიან გამიხარდა მისი წარმატება, ვიცოდი, რომ მოიგებდა. ძალიან დაუფასებელი იყო, სანამ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოხვდებოდა.

- საკუთარი სახლი შენც არ გაქვს?

- კი, ვიყიდე პატარა, ჩემთვის სამყოფი სახლი, სადაც დედასთან და დასთან ერთად ვცხოვრობ. თბილისში თუ ჩამოვალ, მინდა, რომ ორივე სფეროს გავყვე, მუსიკასაც და ჩემს პროფესიასაც, ორივეში შრომა ჩავდე.

- რა გახსოვს ყველაზე მეტად იმ წლებიდან, როდესაც ფილარმონიის სცენაზე გამოხვედი და მთელმა საქართველომ გაგიცნო.

- ხალხის სიყვარული. მახსოვს, როდესაც ეთერში გავიდა ჩემი ნომერი, მეორე დღეს დედასთან ერთად ბაზარში წავედი და რომ მახსენდებოდა, რა ხდებოდა. მენატრება ხოლმე ის წლები, კარგი იყო. დღესაც ხალხურ სიმღერებს ვმღერი, როგორც მაშინ, სხვა ჟანრს არ ვეკარები.

- დედა როგორ არის ახლა, მაშინ სულ დაგყვებოდა თან

- ახლაც ასეა, მაგრამ ცოტა მოუკლო ჩემთან ერთად სიარულს, მაშინ ფიზიკურად მჭირდებოდა გვერდით დგომა.

- როდესაც ინტერვიუზე დაგიკავშირდი, არ დაიჯერე, რომ ჟურნალისტი ვიყავი..

- ტიკ-ტოკზე ვიდეო გამოაქვეყნეს, იმ წლების "ნიჭიერში“ რომ გამოვედი. ასეთი სცენა იყო, სოფო ნიჟარაძე მეკითხება, რა გქვია, - ვანო, რას იმღერებ, - "შენმა სურვილმა დამლია". ეს ვიდეო გადააკეთეს და ისეა, რომ გამარჯობაზე, სიმღერაზე, დამშვიდობებაზე, ყველაფერზე ვანოს ვიძახი და მწერენ ხოლმე, მართლა ყველაფერზე ვანოს იძახიო. მეგონა, რომ თქვენც ამ თემაზე დამიკავშირდით.

ინტერვიუს დასასრულს ყველას მადლობას გადაგიხდით, ვისაც გახსოვართ და მადლობას ვუხდი "რუსთავი 2“-ს, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მე ისევ ის ვანო ვიქნებოდი, ვისაც არავინ არ იცნობდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/IPoZrAyNnDQ?si=LPKL3J0yCbLw-B2j" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>