პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ
წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ

წი­ნას­წა­რი ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტებს ექ­ნე­ბათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნილ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტ­ში, რომ­ლის თა­ნახ­მად, ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც უქ­მდე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით, დე­პუ­ტა­ტო­ბის მსურ­ველ კან­დი­დატს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა მო­ე­თხო­ვე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მას ცეს­კოს სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცი­ა­ში არ გა­ა­ტა­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბათ.

უქ­მდე­ბა „კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის, მი­ნის­ტრე­ბის, მათი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა და მო­ად­გი­ლე­ე­ბის, ასე­ვე აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის წევ­რე­ბი­სა და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მიერ ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, უქ­მდე­ბა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის­თვის თა­ვის არი­დე­ბა­ზე დად­გე­ნი­ლი ჯა­რი­მა, რომ­ლის ოდე­ნო­ბაც 500 ლა­რია.

ეს ერთ-ერთი ცვლი­ლე­ბაა “კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბა­თა შო­რის, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, კა­ნო­ნი­დან ამო­დის მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის მიერ მის­თვის დად­გე­ნილ ვა­და­ში ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­როს და ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა წა­რუდ­გი­ნოს, რა დო­კუ­მენ­ტიც ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი კა­ნო­ნით სა­ჯა­როა და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე ქვეყ­ნდე­ბა.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი: - ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2024
0

რამდენად ფეხზე კიდიათ ამ აშკარად დანაშაულებრივი ცვლილების გამო საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების წარმოქმნა! თანაც არჩევნების წელს! თვლიან, რომ წარმატება გარანტირებული აქვთ.

tsiko
0

იქნებ მიზანი და მოტივიც აგვიხსნათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ

წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ

წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ.

აღნიშნული გათვალისწინებულია უმრავლესობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომლის თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაშიც უქმდება.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი “საარჩევნო კოდექსით, დეპუტატობის მსურველ კანდიდატს ნარკოლოგიური შემოწმება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცესკოს საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.

ეს ერთ-ერთი ცვლილებაა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა შორის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინოს, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.