სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშრალი თვალის სინდრომი - დიაგნოსტიკა და მკურნალობა "ავერსის კლინიკაში"
მშრალი თვალის სინდრომი - დიაგნოსტიკა და მკურნალობა "ავერსის კლინიკაში"

რა დროს შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მი.

კომ­პი­უ­ტერ­თან ხან­გრძლი­ვი დრო­ის გა­ტა­რე­ბის, მკვეთ­რი კლი­მა­ტუ­რი გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბის, მტვრი­ან გა­რე­მო­ში ყოფ­ნის, ასა­კის მა­ტე­ბის ფონ­ზე, ავი­ტა­მი­ნო­ზის, ეკო­ლო­გი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბის.

მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მი ყა­ლიბ­დე­ბა ცრემ­ლის აპკ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის გამო - აღარ გა­მო­მუ­შავ­დე­ბა საკ­მა­რი­სი ოდე­ნო­ბის ცრემ­ლი, შეც­ვლი­ლია მისი ხა­რის­ხი ან ხდე­ბა ცრემ­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით აორ­თქლე­ბა. ცრემ­ლის პრო­დუქ­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის მი­ზე­ზი ხში­რად შე­საძ­ლოა იყოს მე­ი­ბო­მის ჯირ­კვლე­ბის (რომ­ლე­ბიც მდე­ბა­რე­ობს ქუ­თუ­თო­ე­ბის კი­დე­ებ­ზე) დის­ფუნ­ქცია, ქუ­თუ­თოს აპერ­ტუ­რის დარ­ღვე­ვა, თვა­ლის ხამ­ხა­მის და­ბა­ლი სიხ­ში­რე და სხვა.

რო­გორ მივ­ხვდეთ, რომ მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მი გვი­ყა­ლიბ­დე­ბა?

  • ხში­რად გვი­წით­ლდე­ბა თვა­ლი;
  • ვგრძნობთ ჩხვლე­ტა­სა და უცხო სხე­უ­ლის არ­სე­ბო­ბას თვა­ლის არე­ში;
  • მო­მა­ტე­ბუ­ლი გვაქვს მგრძნო­ბე­ლო­ბა სი­ნათ­ლის მი­მართ;
  • ხში­რად გვეღ­ლე­ბა ან გვტკი­ვა თვა­ლი;
  • აღგ­ვე­ნიშ­ნე­ბა ცრემ­ლდე­ნა;
  • გვე­ბინ­დე­ბა მხე­დე­ვე­ლო­ბა.

რა იწ­ვევს თვა­ლის სიმ­შრა­ლეს?

ჩვე­ნი ცრემ­ლი, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს თვა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, შედ­გე­ბა სამი შრის­გან: ლი­პი­დუ­რი (ცხი­მო­ვა­ნი), წყლის და ლორ­წო­ვა­ნი (წე­ბო­ვა­ნი) შრე. თი­თო­ე­უ­ლი შრე ას­რუ­ლებს კონ­კრე­ტულ ფუნ­ქცი­ას:

  1. მე­ი­ბო­მის ჯირ­კვლე­ბის მიერ (ქუ­თუ­თო­ე­ბის კი­დე­ე­ბის გა­ყო­ლე­ბა­ზე) გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ცრემ­ლის ცხი­მო­ვა­ნი შრე, რო­მე­ლიც იცავს ცრემლს სწრა­ფი აორ­თქლე­ბის­გან;
  2. საც­რემ­ლე ჯირ­კვლე­ბის მიერ გა­მო­მუ­შავ­დე­ბა წყლის შრე;
  3. კო­ნი­უნ­ქტი­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ა­ლი­სებ­რი უჯრე­დე­ბი კი გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ლორ­წოს მსგავს (მუ­ცი­ნის) შრეს, რო­მე­ლიც თვა­ლის კაკ­ლის ზე­და­პირ­ზე საც­რემ­ლე აპ­კის გა­და­ნა­წი­ლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის დე­ფი­ციტ­მა, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ცრემ­ლის აპ­კის დარ­ღვე­ვა და მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მის გან­ვი­თა­რე­ბა.

მშრა­ლი თვა­ლის შემ­თხვე­ვა­თა 80% გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მე­ი­ბო­მის ჯირ­კვლის დის­ფუნ­ქცი­ის გამო, რომ­ლის დრო­საც ჯირ­კვლე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ცხი­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რაც იწ­ვევს თვა­ლის კაკ­ლის ზე­და­პი­რი­დან ცრემ­ლის ფე­ნის აორ­თქლე­ბას უფრო სწრა­ფად და თვა­ლე­ბის სიმ­შრა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას.

ამი­ტო­მაც ქუ­თუ­თო­ე­ბის ან­თე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბელ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს მშრა­ლი თვა­ლის და­მარ­ცხე­ბა­ში.

მშრა­ლი თვა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი:

  • ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი საც­რემ­ლე სი­თხის წარ­მოქ­მნა­სა და შე­მად­გენ­ლო­ბა­ში;
  • გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა მშრა­ლი ჰა­ე­რი შე­ნო­ბებ­ში, კონ­დი­ცი­რე­ბა, მტვე­რი, ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ქარი, ყინ­ვა, მზე;
  • კომ­პი­უ­ტე­რის მო­ნი­ტორ­თან მუ­შა­ო­ბა (თვა­ლე­ბის ხამ­ხა­მის სიხ­ში­რის შემ­ცი­რე­ბის გამო);
  • კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;
  • რქო­ვა­ნას რეფ­რაქ­ცი­უ­ლი ქი­რურ­გია (PRK, LASIK);
  • ნე­ბის­მი­ე­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა თვა­ლის კაკლზე (კა­ტა­რაქ­ტის, გლა­უ­კო­მის ოპე­რა­ცი­ე­ბი და სხვ);
  • გარ­კვე­უ­ლი სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი (სი­ოგ­რე­ნის სინ­დრო­მი, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, ვი­ტა­მინ A-ს დე­ფი­ცი­ტი, თი­რე­ო­ი­დი­ტი ან დი­ა­ბე­ტი);
  • ჰი­პერ­ტენ­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, მათ შო­რის ოფ­თალ­მო­ჰი­პერ­ტენ­ზი­ის (თვა­ლის წნე­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო), სე­და­ტი­უ­რი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბე­ბის, დი­უ­რე­ტი­კე­ბის და ალერ­გი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

თუ შე­ნიშ­ნავთ, რომ გა­წუ­ხებთ მშრა­ლი თვა­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ ოფ­თალ­მო­ლოგს გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით.

რო­გორ ხდე­ბა მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

„ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“ შე­საძ­ლე­ბე­ლია მშრა­ლი თვა­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კა უახ­ლე­სი Me-check® აპა­რა­ტით. რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­ი­ბო­მის ჯირ­კვლის დის­ფუნ­ქცი­ის, მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მი­სა და თვა­ლის ზე­და­პი­რის სხვა მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის სკრი­ნინ­გი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის. დი­აგ­ნოს­ტი­კის შემ­დეგ, თქვე­ნი მკურ­ნა­ლი ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი თქვენ­თან ერ­თად და­გეგ­მავს მკურ­ნა­ლო­ბას.

რო­გორ ვმკურ­ნა­ლობთ მშრალ თვალს „ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“?

"ავერ­სის კლი­ნი­კა­ში" უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია მშრა­ლი თვა­ლის მკურ­ნა­ლო­ბა იტა­ლი­უ­რი წარ­მო­ე­ბის, ინო­ვა­ცი­უ­რი აპა­რა­ტით - eye-light®.

Eye-light წარ­მოდ­გე­ნი­ლია ერთ აპა­რატ­ში ორი ტექ­ნო­ლო­გი­ის კომ­ბი­ნა­ცი­ით - IPL-თერ­მუ­ლი იმ­პულ­სე­ბი და სით­ბუ­რი ნი­ღა­ბი.

2 ტექ­ნო­ლო­გი­ის კომ­ბი­ნა­ცია მას უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს მშრა­ლი თვა­ლის სხვა სამ­კურ­ნა­ლო აპა­რა­ტებ­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ თერ­მულ იმ­პულ­სებს იყე­ნე­ბენ.

თვა­ლის სიმ­შრა­ლის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი მე­ი­ბო­მის ჯირ­კვლე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა. IPL - თერ­მუ­ლი იმ­პულ­სე­ბი და სით­ბუ­რი ნი­ღა­ბი ახ­დე­ნენ მე­ი­ბო­მის ჯირ­კვლე­ბის ფო­ტო­ბი­ოს­ტი­მუ­ლა­ცი­ას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა, მე­ტა­ბო­ლიზ­მი და სა­ბო­ლო­ოდ აღ­დგე­ბა მე­ი­ბო­მის ჯირ­კვლე­ბის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

IPL - სი­ნათ­ლის იმ­პულ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ სა­ჭი­რო­ებს სა­ხის კან­ზე დამ­ცა­ვი გე­ლის წას­მას, რაც ასე­ვე უპი­რა­ტე­სო­ბაა სხვა აპა­რა­ტებ­თან შე­და­რე­ბით, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც კან­ზე დამ­ცა­ვი გე­ლის აპ­ლი­კა­ცი­ას მო­ი­თხოვს.

აპა­რა­ტის უპი­რა­ტე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს ისიც, რომ მშრა­ლი თვა­ლის სხვა სამ­კურ­ნა­ლო აპა­რა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცე­დუ­რე­ბი მო­ი­ცავს მხო­ლოდ ქვე­და ქუ­თუ­თოს და ზედა ქუ­თუ­თო­ზე მკურ­ნა­ლო­ბა არ ვრცელ­დე­ბა. eye-light®.-ის შემ­თხვე­ვა­ში კი ნი­ღა­ბი მო­ი­ცავს რო­გორც ქვე­და, ასე­ვე ზედა ქუ­თუ­თოს ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნას.

„ავერ­სის კლი­ნი­კის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჩი­ვი­ლე­ბით მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­დის შემ­დეგ ეტა­პებს:

  1. ოფ­თალ­მო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია;
  2. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის, თვა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ფა­სე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში;
  3. თვა­ლის სიმ­შრა­ლის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა მშრა­ლი თვა­ლის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო აპა­რატ­ზე;
  4. სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ იგეგ­მე­ბა მშრა­ლი თვა­ლის სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რა eye-light®-ის ინო­ვა­ცი­უ­რი აპა­რა­ტით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს თვა­ლის მომ­ზა­დე­ბას პრო­ცე­დუ­რის­თვის, IPL თერ­მუ­ლი იმ­პულ­სე­ბი­სა და შემ­დგომ­ში სით­ბუ­რი ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. პრო­ცე­დუ­რა გრძელ­დე­ბა 15 – 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და არ ტო­ვებს არა­ნა­ირ უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბას;
  5. პრო­ცე­დუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სიმ­შრა­ლის ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით;
  6. პრო­ცე­დუ­რე­ბი ტარ­დე­ბა ერ­თკვი­რი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით.

„ავერ­სის კლი­ნი­კის“ თვა­ლის ცენ­ტრი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბით და თით­ქმის 20 წე­ლია, რაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. თვა­ლის ცენ­ტრი აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რით და ლი­დე­რია თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის, დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის დარ­გში, ამი­ტომ თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ ან­დოთ თქვე­ნი თვა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა „ავერ­სის კლი­ნი­კის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბას!“, - გა­ნა­ცხა­და „ავერ­სის კლი­ნი­კის“ ოფ­თალ­მო­ლოგ­მა მაია ბე­რა­ი­ამ.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მშრალი თვალის სინდრომი - დიაგნოსტიკა და მკურნალობა "ავერსის კლინიკაში"

მშრალი თვალის სინდრომი - დიაგნოსტიკა და მკურნალობა "ავერსის კლინიკაში"

რა დროს შეიძლება განვითარდეს მშრალი თვალის სინდრომი.

კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის გატარების, მკვეთრი კლიმატური გარემოს ცვლილების, მტვრიან გარემოში ყოფნის, ასაკის მატების ფონზე, ავიტამინოზის, ეკოლოგიური დაბინძურების.

მშრალი თვალის სინდრომი ყალიბდება ცრემლის აპკში განვითარებული ცვლილების გამო - აღარ გამომუშავდება საკმარისი ოდენობის ცრემლი, შეცვლილია მისი ხარისხი ან ხდება ცრემლის დიდი რაოდენობით აორთქლება. ცრემლის პროდუქციის შემცირების მიზეზი ხშირად შესაძლოა იყოს მეიბომის ჯირკვლების (რომლებიც მდებარეობს ქუთუთოების კიდეებზე) დისფუნქცია, ქუთუთოს აპერტურის დარღვევა, თვალის ხამხამის დაბალი სიხშირე და სხვა.

როგორ მივხვდეთ, რომ მშრალი თვალის სინდრომი გვიყალიბდება?

  • ხშირად გვიწითლდება თვალი;
  • ვგრძნობთ ჩხვლეტასა და უცხო სხეულის არსებობას თვალის არეში;
  • მომატებული გვაქვს მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
  • ხშირად გვეღლება ან გვტკივა თვალი;
  • აღგვენიშნება ცრემლდენა;
  • გვებინდება მხედეველობა.

რა იწვევს თვალის სიმშრალეს?

ჩვენი ცრემლი, რომელიც მონაწილეობს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, შედგება სამი შრისგან: ლიპიდური (ცხიმოვანი), წყლის და ლორწოვანი (წებოვანი) შრე. თითოეული შრე ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას:

  1. მეიბომის ჯირკვლების მიერ (ქუთუთოების კიდეების გაყოლებაზე) გამომუშავდება ცრემლის ცხიმოვანი შრე, რომელიც იცავს ცრემლს სწრაფი აორთქლებისგან;
  2. საცრემლე ჯირკვლების მიერ გამომუშავდება წყლის შრე;
  3. კონიუნქტივაში არსებული ფიალისებრი უჯრედები კი გამოიმუშავებენ ლორწოს მსგავს (მუცინის) შრეს, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირზე საცრემლე აპკის გადანაწილებას განაპირობებს.

რომელიმე მათგანის დეფიციტმა, შეიძლება გამოიწვიოს ცრემლის აპკის დარღვევა და მშრალი თვალის სინდრომის განვითარება.

მშრალი თვალის შემთხვევათა 80% განვითარებულია მეიბომის ჯირკვლის დისფუნქციის გამო, რომლის დროსაც ჯირკვლები ვერ უზრუნველყოფენ საკმარისი რაოდენობით ცხიმის გამომუშავებას, რაც იწვევს თვალის კაკლის ზედაპირიდან ცრემლის ფენის აორთქლებას უფრო სწრაფად და თვალების სიმშრალის განვითარებას.

ამიტომაც ქუთუთოების ანთების მკურნალობა აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს მშრალი თვალის დამარცხებაში.

მშრალი თვალის განვითარების რისკ-ფაქტორები:

  • ასაკობრივი ცვლილებები საცრემლე სითხის წარმოქმნასა და შემადგენლობაში;
  • გარემო პირობები, როგორებიცაა მშრალი ჰაერი შენობებში, კონდიცირება, მტვერი, ელექტრომოწყობილობები, ქარი, ყინვა, მზე;
  • კომპიუტერის მონიტორთან მუშაობა (თვალების ხამხამის სიხშირის შემცირების გამო);
  • კონტაქტური ლინზების გამოყენება;
  • რქოვანას რეფრაქციული ქირურგია (PRK, LASIK);
  • ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა თვალის კაკლზე (კატარაქტის, გლაუკომის ოპერაციები და სხვ);
  • გარკვეული სისტემური დაავადებები (სიოგრენის სინდრომი, რევმატოიდული ართრიტი, ვიტამინ A-ს დეფიციტი, თირეოიდიტი ან დიაბეტი);
  • ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების, მათ შორის ოფთალმოჰიპერტენზიის (თვალის წნევის საწინააღმდეგო), სედატიური და ფსიქოტროპული საშუალებების, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, დიურეტიკების და ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება.

თუ შენიშნავთ, რომ გაწუხებთ მშრალი თვალისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

როგორ ხდება მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოსტიკა?

„ავერსის კლინიკაში“ შესაძლებელია მშრალი თვალის დიაგნოსტიკა უახლესი Me-check® აპარატით. რომელიც გამოიყენება მეიბომის ჯირკვლის დისფუნქციის, მშრალი თვალის სინდრომისა და თვალის ზედაპირის სხვა მდგომარეობების სკრინინგისა და დიაგნოსტიკისთვის. დიაგნოსტიკის შემდეგ, თქვენი მკურნალი ექიმი-ოფთალმოლოგი თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობას.

როგორ ვმკურნალობთ მშრალ თვალს „ავერსის კლინიკაში“?

"ავერსის კლინიკაში" უკვე შესაძლებელია მშრალი თვალის მკურნალობა იტალიური წარმოების, ინოვაციური აპარატით - eye-light®.

Eye-light წარმოდგენილია ერთ აპარატში ორი ტექნოლოგიის კომბინაციით - IPL-თერმული იმპულსები და სითბური ნიღაბი.

2 ტექნოლოგიის კომბინაცია მას უპირატესობას ანიჭებს მშრალი თვალის სხვა სამკურნალო აპარატებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ თერმულ იმპულსებს იყენებენ.

თვალის სიმშრალის ყველაზე ხშირი მიზეზი მეიბომის ჯირკვლების დაავადებაა. IPL - თერმული იმპულსები და სითბური ნიღაბი ახდენენ მეიბომის ჯირკვლების ფოტობიოსტიმულაციას, რომლის საშუალებითაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მეტაბოლიზმი და საბოლოოდ აღდგება მეიბომის ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირება.

IPL - სინათლის იმპულსების გამოყენება არ საჭიროებს სახის კანზე დამცავი გელის წასმას, რაც ასევე უპირატესობაა სხვა აპარატებთან შედარებით, რომელთა გამოყენებაც კანზე დამცავი გელის აპლიკაციას მოითხოვს.

აპარატის უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ მშრალი თვალის სხვა სამკურნალო აპარატების შემთხვევაში, პროცედურები მოიცავს მხოლოდ ქვედა ქუთუთოს და ზედა ქუთუთოზე მკურნალობა არ ვრცელდება. eye-light®.-ის შემთხვევაში კი ნიღაბი მოიცავს როგორც ქვედა, ასევე ზედა ქუთუთოს ფუნქციის აღდგენას.

„ავერსის კლინიკის“ ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში ჩივილებით მოსული პაციენტი გადის შემდეგ ეტაპებს:

  1. ოფთალმოლოგთან კონსულტაცია;
  2. პაციენტის მდგომარეობის, თვალის ჯანმრთელობის შეფასება კონსულტაციის ფარგლებში;
  3. თვალის სიმშრალის ხარისხის შეფასება მშრალი თვალის სადიაგნოსტიკო აპარატზე;
  4. საჭიროებისამებრ იგეგმება მშრალი თვალის სამკურნალო პროცედურა eye-light®-ის ინოვაციური აპარატით, რომელიც მოიცავს თვალის მომზადებას პროცედურისთვის, IPL თერმული იმპულსებისა და შემდგომში სითბური ნიღბის გამოყენებას. პროცედურა გრძელდება 15 – 20 წუთის განმავლობაში და არ ტოვებს არანაირ უსიამოვნო შეგრძნებას;
  5. პროცედურების რაოდენობა განისაზღვრება სიმშრალის ხარისხის მიხედვით;
  6. პროცედურები ტარდება ერთკვირიანი ინტერვალით.

„ავერსის კლინიკის“ თვალის ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური, პროფესიონალი კადრებით და თითქმის 20 წელია, რაც ფუნქციონირებს. თვალის ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ანდოთ თქვენი თვალის ჯანმრთელობა „ავერსის კლინიკის“ ოფთალმოლოგიურ განყოფილებას!“, - განაცხადა „ავერსის კლინიკის“ ოფთალმოლოგმა მაია ბერაიამ.

R