პარტნიორები:
    ავტორი:

    პალესტინის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადადგნენ

    პალესტინის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადადგნენ

    პალესტინის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადეს, - ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

    "გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში სიტუაციის უპრეცედენტო ესკალაციისა და ღაზის სექტორში გენოციდისა და შიმშილის ფონზე“, - აღნიშნულია მუჰამედ შტაიეს განცხადებაში.

    მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს დღეს წარუდგინა.

    მისი თქმით, შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას მოითხოვს.