მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ - ვინ არის ცვლილების ინიციატორი?
სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ - ვინ არის ცვლილების ინიციატორი?

სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბათ.

უქ­მდე­ბა "კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის, მი­ნის­ტრე­ბის, მათი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა და მო­ად­გი­ლე­ე­ბის, ასე­ვე აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის წევ­რე­ბი­სა და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მიერ ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, უქ­მდე­ბა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის­თვის თა­ვის არი­დე­ბა­ზე დად­გე­ნი­ლი ჯა­რი­მა, რომ­ლის ოდე­ნო­ბაც 500 ლა­რია.

ეს ერთ-ერთი ცვლი­ლე­ბაა “კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბა­თა შო­რის, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, კა­ნო­ნი­დან ამო­დის მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის მიერ მის­თვის დად­გე­ნილ ვა­და­ში ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­როს და ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა წა­რუდ­გი­ნოს, რა დო­კუ­მენ­ტიც ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი კა­ნო­ნით სა­ჯა­როა და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე ქვეყ­ნდე­ბა.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი: - ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე.
0

ხალხნო ეგ რამ მოგაფიქრათ,გაოცებული ვარ.თუკი ვინმეს თქვენი სჯეროდა და პატივს გცემდათ თქვენ ის ხალხიც დაკარგეთ.ყველას იმედები გაგვიცრუედ.მე ვინა ვარ მაგრამ ჩემი მოკრძალებული რჩევაა ეს არ გააკეთოთ.

Dato
4

ეს ე.წ. ,,ოპოზიცია" როგორ გაისუსა!?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ - ვინ არის ცვლილების ინიციატორი?

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ - ვინ არის ცვლილების ინიციატორი?

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

უქმდება "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.

ეს ერთ-ერთი ცვლილებაა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა შორის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინოს, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

იხილეთ ასევე: