პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე ცნობილი? - შვილი, ფეხმძიმე მეუღლე, ძმა და ნახევარდები
რა არის ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე ცნობილი? -  შვილი, ფეხმძიმე მეუღლე, ძმა და ნახევარდები

25 თე­ბერ­ვალს, "სან­ტა­ი­გო ბერ­ნა­ბე­უ­ზე" შეკ­რე­ბი­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ლა ლი­გის 26-ე ტუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი მატ­ჩის წინ, რო­მელ­შიც მად­რი­დის "რე­ა­ლი" "სე­ვი­ლი­ას" მას­პინ­ძლობ­და, უდი­დე­სი ოვა­ცი­ით შეხ­ვდა ქარ­თველ მებ­რძოლს, UFC-ის ჩემ­პი­ონ ილია თო­ფუ­რი­ას, რო­მელ­მაც ეს­პა­ნელ გულ­შე­მატ­კი­ვარს სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი წა­რუდ­გი­ნა. შე­გახ­სე­ნებთ, 18 თე­ბერ­ვალს, UFC 298-ზე, ილია თო­ფუ­რი­ამ ალექ­სან­დრა ვოლ­კა­ნოვ­სკი და­ა­მარ­ცხა.

  • ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის ეს­პა­ნუ­რი წარ­მა­ტე­ბა...

ილია თო­ფუ­რია მოკ­ლე დრო­ში იქცა შე­რე­უ­ლი ბრძო­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ა­ნად. მისი სპორ­ტუ­ლი გზა 7 წლის ასა­კი­დან და­ი­წყო, 27 წლის ასაკ­ში კი უკვე UFC-ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია.

ილია თო­ფუ­რია გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მისი ოჯა­ხი იქ დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ილია იმ­ჟა­მად 7 წლის იყო.

სწო­რედ ამ დროს და­ი­წყო ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა­ში ვარ­ჯი­ში.

მისი ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი ზაზა თო­ფუ­რია და ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რია ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. ილია ორ დას­თან - მარი და ანა ტლა­შა­ძე­ებ­თან და ძმას­თან - ალექ­სან­დრე თო­ფუ­რი­ას­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და.

  • ფო­ტო­ებ­ზე: და-ძმე­ბი ბავ­შვო­ბა­ში და ახლა

15 წლის ასაკ­ში თო­ფუ­რი­ას მშობ­ლე­ბი ეს­პა­ნეთ­ში, კერ­ძოდ, ალი­კან­ტე­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ილი­ამ თა­ვი­სი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა და­ი­წყო. თო­ფუ­რი­ას მი­ზა­ნი UFC-ის ჩემ­პი­ო­ნო­ბა იყო.

მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ილია თო­ფუ­რი­ას წარ­მა­ტე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზობ­და რე­გი­ო­ნულ წრე­ზე. მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დე­ბი­უ­ტი MMA-ში 18 წლის ასაკ­ში შედ­გა.

მას შემ­დეგ თო­ფუ­რი­ამ ბევ­რს მი­აღ­წია სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში - არის შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლი ჯიუ-ჯი­ცუ­ში და ამა­ყობს არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბით...

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ამ მიღ­წე­ვამ ილია თო­ფუ­რი­ას დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა, მებ­რძო­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა დიდ­წი­ლად სა­ი­დუმ­ლოდ რჩება. ეს­პა­ნუ­რი მე­დია ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის თო­ფუ­რი­ას მე­გო­ბარ გო­გო­ნად მო­იხ­სე­ნებს, თა­ვად ილია კი მე­უღ­ლედ. ახალ­გაზ­რდა ქალს ეს­პა­ნეთ­ში უკვე კარ­გად იც­ნო­ბენ, წყვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­ერ­თო ფო­ტო­ებს. ისი­ნი რამ­დე­ნი­მე წე­ლია ერ­თად არი­ან. მე­დი­ით ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თო­ფუ­რი­ას ოთხი წლის ვაჟი ჰყავს. ვინ არის ბავ­შვის დედა უც­ნო­ბია.

The Independent-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თო­ფუ­რია შვილ­ზე ამ­ბობს:

"ყო­ველ დღე მი­რე­კავს და მხარს მი­ჭერს. მშვე­ნივ­რად ლა­პა­რა­კობს ეს­პა­ნუ­რად. ის კა­ცია. არ ვიცი, აპი­რებს თუ არა MMA-ში ბრძო­ლას. თუ ეს იქ­ნე­ბა მისი მო­წო­დე­ბა, მხარს და­ვუ­ჭერ, ასე­ვე მხარს და­ვუ­ჭერ სხვა ყვე­ლა­ფერ­შიც, რა­საც აირ­ჩევს ცხოვ­რე­ბა­ში, მთა­ვა­რია, ეს მას ახა­რებ­დეს. ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის ეძე­ბენ წარ­მა­ტე­ბას. რა არის ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბა? წარ­მა­ტე­ბაა, როცა კმა­ყო­ფი­ლი ხარ სა­კუ­თა­რი თა­ვით". ილი­ას თქმით­ვე, ცდი­ლო­ბენ, რომ პა­ტა­რა თო­ფუ­რი­ას ქარ­თუ­ლიც ას­წავ­ლონ...

ალექ­სან­დრე ვოლ­კა­ნოვ­სკის­თან გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თო­ფუ­რი­ას საყ­ვა­რე­ლი ქალი შვილს ელო­დე­ბა. წყვილ­მა სქე­სის გა­მოვ­ლე­ნის ცე­რე­მო­ნი­აც კი გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მალე მათ ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნე­ბათ.

ილია თო­ფუ­რი­ამ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის შეს­წავ­ლა­ში, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ასე­ვე MMA-ს დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია - წერს ეს­პა­ნუ­რი მე­დია. პი­რი­ქით, რო­დე­საც ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი პირ­ვე­ლად შეხ­ვდა ილია თო­ფუ­რი­ას, წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, რომ ის UFC-ის მებ­რძო­ლი იყო.

ჯორ­ჯი­ნა მე­წარ­მე და Future & Energy კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია. მისი LinkedIn პრო­ფი­ლის მი­ხედ­ვით, ის ასე­ვე არის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი აგენ­ტი. ჯორ­ჯი­ნას აქვს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ბიზ­ნე­სი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და BBA ხა­რის­ხი სა­ფოლ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

  • ვინ არის ილია თო­ფუ­რი­ას ძმა?

და­სას­რულ ილია თო­ფუ­რი­ას ძმა­ზე, ალექ­სან­დრე თო­ფუ­რი­ა­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი UFC-თან. ისი­ნი ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად ვარ­ჯი­შობ­დნენ.

  • ფო­ტო­ებ­ზე: ძმე­ბი თო­ფუ­რი­ე­ბი ბავ­შვო­ბა­ში და ახლა

ალექ­სან­დრე თო­ფუ­რია, ილი­ას ერთი წლით უფ­რო­სი ძმა, ასე­ვე გა­ტა­ცე­ბუ­ლი MMA-ით. ალექ­სან­დრეც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ბრძო­ლებ­ში იკ­ვლევს გზას, მას ამ­ჟა­მად ხუთი მო­გე­ბა და ერთი წა­გე­ბა აქვს.

"ბავ­შვო­ბა­ში არას­დროს მჭირ­დე­ბო­და სუ­პერ­გმი­რი, რად­გან გა­მი­მარ­თლა და სა­უ­კე­თე­სო გვერ­დით მყავ­და. გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს ძმაო... ეს წელი და­უ­ვი­წყა­რი წუ­თე­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყოს", - წერს ძმას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე ილია და ალექ­სან­დრეს და­ბა­დე­ბის დღეს ასე ულო­ცავს.

ილი­ას ბრძო­ლის დროს, ალექ­სან­დრე ოქ­ტა­გო­ნის კუ­თხეს­თან ზის და ისე გულ­შე­მატ­კივ­რობს ძმას. მათ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა და სა­ერ­თო ამ­ბი­ცი­ე­ბი აკავ­ში­რებთ. ახ­ლა­ხან ალექ­სან­დრეს კა­რი­ე­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნახ­ტო­მი ჰქონ­და, რო­დე­საც UFC-თან გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი. რო­გორც ხე­დავთ, MMA-ს სამ­ყა­რო­ში მალე შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ ერთი თო­ფუ­რი­ას გა­მარ­ჯვე­ბე­ბის ეპო­ქას მი­ვა­დევ­ნოთ თვა­ლი, არა­მედ ძმებ თო­ფუ­რი­ე­ბის "მე­ფო­ბის" ხა­ნაც ვნა­ხოთ...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
16

ღმერთმა გაუმარჯოს ყველა წარმატებულ ქართველს, მაგრამ გული მწყდება, რომ ესპანეთში ცხოვრობს და არა საქართველოში. თვითონ ქართველობს და ეს მისასალმებელია, მაგრამ მისი შთამომავლობა უკვე აღარ იქნებიან ქართველები.

9 ნომერი გლეხი
118

სპორტი კარგია, ჯანსაღი ცხოვრება....მაგრამ ამდენი სპორტის პროპაგანდა, ქვეყანა სადაც ნიფხავს ვერ კერავენ ცოტა კი არა ზედმეტი, თან ფეხის ქნევით, მუშტის ქნევით ნაშოვნი მილიონები და მერე ამ პიოვნებების აღზწევევება, აბა სად ჭამა სად დაისვენა, რა ლამაზი საცოლე ყავს და ა.შ... დამატებით, ვინც მასაზე მოქმედებს ყველას მასონობაში ითრევენ და იყენებენ!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

რა არის ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე ცნობილი? - შვილი, ფეხმძიმე მეუღლე, ძმა და ნახევარდები

რა არის ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე ცნობილი? -  შვილი, ფეხმძიმე მეუღლე, ძმა და ნახევარდები

25 თებერვალს, "სანტაიგო ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივარი, ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩის წინ, რომელშიც მადრიდის "რეალი" "სევილიას" მასპინძლობდა, უდიდესი ოვაციით შეხვდა ქართველ მებრძოლს, UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას, რომელმაც ესპანელ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა. შეგახსენებთ, 18 თებერვალს, UFC 298-ზე, ილია თოფურიამ ალექსანდრა ვოლკანოვსკი დაამარცხა.

  • ქართველი ჩემპიონის ესპანური წარმატება...

ილია თოფურია მოკლე დროში იქცა შერეული ბრძოლების სამყაროში პოპულარულ ადამიანად. მისი სპორტული გზა 7 წლის ასაკიდან დაიწყო, 27 წლის ასაკში კი უკვე UFC-ის მსოფლიო ჩემპიონია.

ილია თოფურია გერმანიაში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი იქ დიდხანს არ დარჩენილა და საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად, ილია იმჟამად 7 წლის იყო.

სწორედ ამ დროს დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ვარჯიში.

მისი ქართველი მშობლები ზაზა თოფურია და ინგა ბენდელიანი-თოფურია ამჟამად ესპანეთში ცხოვრობენ. ილია ორ დასთან - მარი და ანა ტლაშაძეებთან და ძმასთან - ალექსანდრე თოფურიასთან ერთად გაიზარდა.

  • ფოტოებზე: და-ძმები ბავშვობაში და ახლა

15 წლის ასაკში თოფურიას მშობლები ესპანეთში, კერძოდ, ალიკანტეში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ახალგაზრდა ილიამ თავისი ოცნების ასრულებისთვის ბრძოლა დაიწყო. თოფურიას მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ილია თოფურიას წარმატებულად ასპარეზობდა რეგიონულ წრეზე. მისი პროფესიონალური დებიუტი MMA-ში 18 წლის ასაკში შედგა.

მას შემდეგ თოფურიამ ბევრს მიაღწია სპორტულ კარიერაში - არის შავი ქამრის მფლობელი ჯიუ-ჯიცუში და ამაყობს არაერთი გამარჯვებით...

  • პირადი ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ მიღწევამ ილია თოფურიას დიდი პოპულარობა მოუტანა, მებრძოლის პირადი ცხოვრება დიდწილად საიდუმლოდ რჩება. ესპანური მედია ჯორჯინა უზკატეგუის თოფურიას მეგობარ გოგონად მოიხსენებს, თავად ილია კი მეუღლედ. ახალგაზრდა ქალს ესპანეთში უკვე კარგად იცნობენ, წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს. ისინი რამდენიმე წელია ერთად არიან. მედიით ასევე ცნობილი გახდა, რომ თოფურიას ოთხი წლის ვაჟი ჰყავს. ვინ არის ბავშვის დედა უცნობია.

The Independent-თან ინტერვიუში თოფურია შვილზე ამბობს:

"ყოველ დღე მირეკავს და მხარს მიჭერს. მშვენივრად ლაპარაკობს ესპანურად. ის კაცია. არ ვიცი, აპირებს თუ არა MMA-ში ბრძოლას. თუ ეს იქნება მისი მოწოდება, მხარს დავუჭერ, ასევე მხარს დავუჭერ სხვა ყველაფერშიც, რასაც აირჩევს ცხოვრებაში, მთავარია, ეს მას ახარებდეს. ცხოვრებაში ადამიანები ყოველთვის ეძებენ წარმატებას. რა არის ჩემთვის წარმატება? წარმატებაა, როცა კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით". ილიას თქმითვე, ცდილობენ, რომ პატარა თოფურიას ქართულიც ასწავლონ...

ალექსანდრე ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თოფურიას საყვარელი ქალი შვილს ელოდება. წყვილმა სქესის გამოვლენის ცერემონიაც კი გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ მალე მათ ქალიშვილი შეეძინებათ.

ილია თოფურიამ თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი გაატარა შერეული ორთაბრძოლების შესწავლაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი შეყვარებული ასევე MMA-ს დიდი გულშემატკივარია - წერს ესპანური მედია. პირიქით, როდესაც ჯორჯინა უზკატეგუი პირველად შეხვდა ილია თოფურიას, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის UFC-ის მებრძოლი იყო.

ჯორჯინა მეწარმე და Future & Energy კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. მისი LinkedIn პროფილის მიხედვით, ის ასევე არის უძრავი ქონების ლიცენზირებული აგენტი. ჯორჯინას აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესისა და ადმინისტრაციის და BBA ხარისხი საფოლკის უნივერსიტეტიდან.

  • ვინ არის ილია თოფურიას ძმა?

დასასრულ ილია თოფურიას ძმაზე, ალექსანდრე თოფურიაზე მოგიყვებით, რომელმაც ახლახან გააფორმა კონტრაქტი UFC-თან. ისინი ბავშვობიდან ერთად ვარჯიშობდნენ.

  • ფოტოებზე: ძმები თოფურიები ბავშვობაში და ახლა

ალექსანდრე თოფურია, ილიას ერთი წლით უფროსი ძმა, ასევე გატაცებული MMA-ით. ალექსანდრეც პროფესიონალურ ბრძოლებში იკვლევს გზას, მას ამჟამად ხუთი მოგება და ერთი წაგება აქვს.

"ბავშვობაში არასდროს მჭირდებოდა სუპერგმირი, რადგან გამიმართლა და საუკეთესო გვერდით მყავდა. გილოცავ დაბადების დღეს ძმაო... ეს წელი დაუვიწყარი წუთებით გაგრძელებულიყოს", - წერს ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე ილია და ალექსანდრეს დაბადების დღეს ასე ულოცავს.

ილიას ბრძოლის დროს, ალექსანდრე ოქტაგონის კუთხესთან ზის და ისე გულშემატკივრობს ძმას. მათ ურთიერთპატივისცემა და საერთო ამბიციები აკავშირებთ. ახლახან ალექსანდრეს კარიერაში მნიშვნელოვანი ნახტომი ჰქონდა, როდესაც UFC-თან გააფორმა კონტრაქტი. როგორც ხედავთ, MMA-ს სამყაროში მალე შეიძლება არა მხოლოდ ერთი თოფურიას გამარჯვებების ეპოქას მივადევნოთ თვალი, არამედ ძმებ თოფურიების "მეფობის" ხანაც ვნახოთ...

იხილეთ ასევე: