მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2023 წლის 18 იან­ვარს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ორმა პირ­მა, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულს ჯგუ­ფუ­რად, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, ბლაგ­ვი საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი გა­გუ­დეს. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პი­რებ­მა მოკ­ლუ­ლი ვე­ლის­ცი­ხე­ში სარ­წყა­ვი არ­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ჭაში და­მარ­ხეს.

ასე­ვე, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი მოკ­ლუ­ლის კუთ­ვნილ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს და­ე­უფლნენ.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ცხე­და­რი ჭაში 2023 წლის 25 მა­ისს იქნა ნა­პოვ­ნი.

და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ერთ პირს ბრალ­დე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ქურ­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რედ­გი­ნა. თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში სრუ­ლად ცნო და დამ­ნა­შა­ვედ და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს, მას ბრალ­დე­ბა ასე­ვე წარ­დგე­ნი­ლი აქვს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ქურ­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე. მის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელდარი
0

რატო არ ხდება კანონის გამკაცრება, მსგავს დანაშაულზე, სამუდამოს იმსახურებს

ასმათი
0

ასეთი სასტიკი და გაუგონარი დანაშაულისთვის სამუდამო უნდა იყოს მისჯილი, რომ მსგავსი გაიმეოროს კი არა ფიქრადაც არ გაივლოს შემდგომში სხვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. მიღებული დაზიანებებით ის ადგილზე გარდაიცვალა.

"აღნიშნულის შემდგომ, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჭაში დამარხეს.

ასევე, დანაშაულის ჩამდენი პირები მოკლულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იქნა ნაპოვნი.

დანაშაულის ჩამდენ ერთ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო და დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.