სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდები ქვეყანის პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან - მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა, შემცირდეს" - NDI-ის დელეგაციის ანგარიში
"ახალგაზრდები ქვეყანის პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან - მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა, შემცირდეს" - NDI-ის დელეგაციის ანგარიში

ახალ­გაზ­რდე­ბი ვერ ხე­და­ვენ არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში მათ­თვის მი­სა­ღებ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში, შე­საძ­ლოა შემ­ცირ­დეს,- ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დე­ლე­გა­ცი­ის ან­გა­რი­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ახალ­გაზ­რდე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

"ახალ­გაზ­რდე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. NDI-ის მიერ 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში, 18-34 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის მხო­ლოდ 20%-მა თქვა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ერთი პარ­ტია მა­ინც, რო­მე­ლიც მათ ინ­ტე­რე­სებს წარ­მო­ად­გენს. ამას­თა­ნა­ვე, პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბას და­დე­ბი­თად აღ­ნიშ­ნუ­ლი ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მხო­ლოდ 9%, ხოლო უარ­ყო­ფი­თად 37% აფა­სებს. ვი­ნა­ი­დან ახალ­გაზ­რდე­ბი ვერ ხე­და­ვენ არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში მათ­თვის მი­სა­ღებ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში, შე­საძ­ლოა შემ­ცირ­დეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ან­გა­რი­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლია ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო დე­ლე­გა­ცი­ის მიერ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს 19-25 თე­ბერ­ვალს, 2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ სტუმ­რობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის შემ­დეგ; ამას­თა­ნა­ვე, პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით გა­და­ნა­წი­ლე­ბა­სა და პრე­ზი­დენ­ტის არა­პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვას გუ­ლის­ხმობს. არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, ასე­ვე ფარ­თოდ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. დე­ლე­გა­ცია მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ზო­გა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ და ზუსტ შე­ფა­სე­ბას, მიმ­დი­ნა­რე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის მი­მო­ხილ­ვას, აგ­რეთ­ვე უფრო ინ­კლუ­ზი­უ­რი, გამჭვირ­ვა­ლე და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სან­დო არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სად­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის დე­მონ­სტრი­რე­ბას.

დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: ან ლინ­დე, შვე­დე­თის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი; პერ ეკ­ლუნ­დი, ევ­რო­კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში; მა­იკლ პოზ­ნე­რი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში დე­მოკ­რა­ტი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და შრო­მის ბი­უ­რო­ში სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე; დე­ნი­ელ გო­ტფ­რი­დი, სე­ნა­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის კა­ბი­ნე­ტის სა­კა­ნონ­მდებ­ლო და პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ტი­კო­სი; ევა ბუშა, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) ევ­რა­ზი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი; და რი­ჩარდ კლა­ი­ნი, ეროვ­ნულ­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) არ­ჩევ­ნე­ბის პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
1

არჩევნებს აზრი აქვს დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყანაში. ავტორიტარულ დიქტატორულ ღარიბ ქვეყნებში არჩევნები მხოლოდ შოუა. 

სალო
2

რასაც წერთ ყველაფერი ტყუილია.იმიტომ,რომ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ დასავლეთში და ეს სტატიაც ამას ემსახურება

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ახალგაზრდები ქვეყანის პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან - მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა, შემცირდეს" - NDI-ის დელეგაციის ანგარიში

"ახალგაზრდები ქვეყანის პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან - მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა, შემცირდეს" - NDI-ის დელეგაციის ანგარიში

ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს,- ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში.

დოკუმენტის თანახმად, ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან.

"ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან. NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერნოემბერში ჩატარებულ გამოკითხვაში, 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ 20%-მა თქვა, რომ ქვეყანაში არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. ამასთანავე, პარლამენტის მუშაობას დადებითად აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის მხოლოდ 9%, ხოლო უარყოფითად 37% აფასებს. ვინაიდან ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა. აღნიშნული არჩევნები არის საქართველოსთვის პირველი არჩევნები ევროკავშირის წევრობი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ; ამასთანავე, პირველად გაიმართება არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით, რომელიც საპარლამენტო მანდატების პროპორციული წარმომადგენლობით გადანაწილებასა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს. არჩევნების დღეს, ასევე ფართოდ იქნება გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები. დელეგაცია მიზნად ისახავდა საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებას, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას, აგრეთვე უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) არჩევნების პროგრამების დირექტორი.