ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, 2025 წელს დაგეგმილ არჩევნებში კიდევ ერთი ვადით იყრის კენჭს, - ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA ავრცელებს.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მან დადებითად უპასუხა.
ლუკაშენკო 1994 წლიდან ხელისუფლებაშია. მის რეჟიმს არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპოზიციის ხმის ჩახშობაში. ბოლო არჩევნების დროს, 2020 წელს, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ჩართული იყო საარჩევნო გაყალბებაში, რათა ხელისუფლება შეენარჩუნებინა.