სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოსომ დარეკა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა..." - რას იხსენებს ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანზე? უცნობი ამბები მსახიობის ცხოვრებიდან
"სოსომ დარეკა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა..." - რას იხსენებს ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანზე? უცნობი ამბები მსახიობის ცხოვრებიდან

"ხან­მოკ­ლეა ცხოვ­რე­ბა და ამ ქვეყ­ნი­დან რომ წა­ვალ, მერე და­ი­წყე­ბენ თა­ვის ქნე­ვას..."

ბავ­შვო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს უოც­ნე­ბია, ფილ­მე­ბი კი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ერთ დღეს მის ოთახ­ში ჩიტი შეფ­რე­ნი­ლა. დე­დას უთ­ქვამს, სურ­ვი­ლი ჩა­უთ­ქვი და გა­უშ­ვიო. "შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­დე­უ­ლით" შთა­გო­ნე­ბულ ბიჭს უნატ­რია, მისი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟის მსგავ­სად ეცხოვ­რა... რა უც­ნა­უ­რია, რომ ამ ამ­ბი­დან დიდი დრო არ იყო გა­სუ­ლი, რეზო გაბ­რი­ა­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე სოსო ჯაჭვლი­ა­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლი ასე და­ი­წყო.

ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში დე­კან­მა სტუ­დენ­ტებს გა­მო­უ­ცხა­და, კი­ნო­ში გა­და­სა­ღე­ბად ბი­ჭებს არ­ჩე­ვე­ნო. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად, ინ­სტი­ტუ­ტის ეზო­ში შე­სულ რეზო გაბ­რი­ა­ძეს ერთი ბიჭი მოხ­ვედ­რია თვალ­ში; აუ­დი­ტო­რი­ა­ში 150 სტუ­დენტს შო­რის, 10 შე­ურ­ჩე­ვი­ათ, სოსო უკა­ნა რიგ­ში მდგა­რა. რე­ჟი­სორს უკი­თხავს, ის ბიჭი სად არის, ცოტა ხნის წინ ეზო­ში რომ ვნა­ხე­თო? მე­გო­ბარს უხუმ­რია, ეს სვა­ნი ბელ­მონ­დო­აო.

  • მსა­ხი­ო­ბი ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი თით­ქმის ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბის ამ­ბავს ასე იხ­სე­ნებს:

- მე და სოსო პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს ფო­ტო­სინ­ჯებ­ზე შევ­ხვდით და ურ­თი­ერ­თო­ბაც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­ვი­წყეთ. მხო­ლოდ ჩვენ გვი­ღებ­დნენ: - მე, ლი­კას და სო­სოს. სა­მი­ვემ ერ­თმა­ნეთს მარ­ტი­ვად გა­ვუ­გეთ. ადა­მი­ანს შე­ნი­ა­ნად რომ იგ­რძნობ, აი, ასე და­ი­წყო ჩემი და სო­სოს მე­გობ­რო­ბა. იმ დღი­დან ლა­მის 5 ათე­უ­ლი წელი გა­ვი­და, სოსო ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ძმე­ბი ვი­ყა­ვით, თან ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დით.

- თქვე­ნი მეჯ­ვა­რე იყო, არა?

- დიახ, მეჯ­ვა­რე და ჩემი ვი­ტოს ნათ­ლია. ვიტო სპორ­ტით რომ და­ინ­ტე­რეს­და, ეს ამ­ბა­ვი ახა­რებ­და, დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო. ჯერ კი­დევ პა­ტა­რა იყო ვიტო, სოსო რომ მე­უბ­ნე­ბო­და: ბიჭო, რა ჯა­ნი­ა­ნია, ეს მალე ხელს მეც გა­და­მი­წევ­სო და ხში­რად ავარ­ჯი­შებ­და. ჩვე­ნი ბი­ნე­ბის ფან­ჯრე­ბი ერ­თმა­ნეთს უყუ­რებ­და. ჩემს შვი­ლებს რამე თუ სჭირ­დე­ბო­დათ, თან ჰყვე­ბო­და, ფულ­საც ხში­რად ჩუქ­ნი­და, რო­გორც ბიძა. სო­სოს ბევ­რი სი­კე­თე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, გუ­ლის­ხმი­ე­რი იყო, მე ძა­ლი­ან მიფრ­თხილ­დე­ბო­და. დღეს ჩემ­მა დამ გა­იხ­სე­ნა. თე­ლავ­ში სტუმ­რად წა­ვიყ­ვა­ნე, მა­მა­ჩე­მი დატ­რი­ალ­და და რამე თუ შე­იძ­ლე­ბო­და, გა­უ­ჩი­ნა­რი გა­ა­ჩი­ნა; ჩემი ძმა­კა­ცე­ბი სა­თი­თა­ოდ ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. სო­სომ 2 დღე გა­მიძ­ლო და­ლე­ვა­ში და მერე შე­ეშ­ვა, ღვი­ნი­დან მა­წონ­ზე გა­და­ვი­და. ჩვენ­თან კა­მე­ჩის კარ­გი მა­წო­ნი მოჰ­ქონ­დათ და გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნა. ამ ამ­ბის გამო, ჩემი და თამ­რი­კო მკვდა­რი­ვით არის, ეგ და სოსო ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­დნენ. თამ­რი­კო ლექ­სებს წერს და სო­სოს მოს­წონ­და მისი პო­ე­ზია. მე და სოსო ერ­თმა­ნე­თის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ამა­ზე მეტი აბა, რა და რო­გორ გი­თხრათ, გული მო­მიკ­ვდა... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

როგორ მენანება,სოსოს მსგავსი ვაჟკაცები თითზეს ჩამოსათვლელი,ადამიანი, რომელიც მეიმედებოდა საქართველოსთვის!

მოქალაქე
2

არ დაიდარდო,შენ დავიწყება არ გიწერია.

ავტორი:

"სოსომ დარეკა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა..." - რას იხსენებს ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანზე? უცნობი ამბები მსახიობის ცხოვრებიდან

"სოსომ დარეკა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა..." - რას იხსენებს ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანზე? უცნობი ამბები მსახიობის ცხოვრებიდან

"ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას..."

ბავშვობაში მსახიობობაზე არასდროს უოცნებია, ფილმები კი ძალიან უყვარდა. ერთ დღეს მის ოთახში ჩიტი შეფრენილა. დედას უთქვამს, სურვილი ჩაუთქვი და გაუშვიო. "შესანიშნავი შვიდეულით" შთაგონებულ ბიჭს უნატრია, მისი საყვარელი პერსონაჟის მსგავსად ეცხოვრა... რა უცნაურია, რომ ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული, რეზო გაბრიაძემ აღმოაჩინა და გადასაღებ მოედანზე სოსო ჯაჭვლიანის თავგადასავალი ასე დაიწყო.

ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში დეკანმა სტუდენტებს გამოუცხადა, კინოში გადასაღებად ბიჭებს არჩევენო. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ერთად, ინსტიტუტის ეზოში შესულ რეზო გაბრიაძეს ერთი ბიჭი მოხვედრია თვალში; აუდიტორიაში 150 სტუდენტს შორის, 10 შეურჩევიათ, სოსო უკანა რიგში მდგარა. რეჟისორს უკითხავს, ის ბიჭი სად არის, ცოტა ხნის წინ ეზოში რომ ვნახეთო? მეგობარს უხუმრია, ეს სვანი ბელმონდოაო.

  • მსახიობი ზაზა კოლელიშვილი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობის ამბავს ასე იხსენებს:

- მე და სოსო პირველად ერთმანეთს ფოტოსინჯებზე შევხვდით და ურთიერთობაც პირველივე დღიდან დავიწყეთ. მხოლოდ ჩვენ გვიღებდნენ: - მე, ლიკას და სოსოს. სამივემ ერთმანეთს მარტივად გავუგეთ. ადამიანს შენიანად რომ იგრძნობ, აი, ასე დაიწყო ჩემი და სოსოს მეგობრობა. იმ დღიდან ლამის 5 ათეული წელი გავიდა, სოსო ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, ძმები ვიყავით, თან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით.

- თქვენი მეჯვარე იყო, არა?

- დიახ, მეჯვარე და ჩემი ვიტოს ნათლია. ვიტო სპორტით რომ დაინტერესდა, ეს ამბავი ახარებდა, დიდი გულშემატკივარი იყო. ჯერ კიდევ პატარა იყო ვიტო, სოსო რომ მეუბნებოდა: ბიჭო, რა ჯანიანია, ეს მალე ხელს მეც გადამიწევსო და ხშირად ავარჯიშებდა. ჩვენი ბინების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ჩემს შვილებს რამე თუ სჭირდებოდათ, თან ჰყვებოდა, ფულსაც ხშირად ჩუქნიდა, როგორც ბიძა. სოსოს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, გულისხმიერი იყო, მე ძალიან მიფრთხილდებოდა. დღეს ჩემმა დამ გაიხსენა. თელავში სტუმრად წავიყვანე, მამაჩემი დატრიალდა და რამე თუ შეიძლებოდა, გაუჩინარი გააჩინა; ჩემი ძმაკაცები სათითაოდ ეპატიჟებოდნენ. სოსომ 2 დღე გამიძლო დალევაში და მერე შეეშვა, ღვინიდან მაწონზე გადავიდა. ჩვენთან კამეჩის კარგი მაწონი მოჰქონდათ და განსაკუთრებით მოეწონა. ამ ამბის გამო, ჩემი და თამრიკო მკვდარივით არის, ეგ და სოსო ძალიან მეგობრობდნენ. თამრიკო ლექსებს წერს და სოსოს მოსწონდა მისი პოეზია. მე და სოსო ერთმანეთის ოჯახის წევრები ვიყავით, ამაზე მეტი აბა, რა და როგორ გითხრათ, გული მომიკვდა... წაიკითხეთ ვრცლად