პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას სანთლით დაეძებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები... მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა" - ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც ფილმ "ფესვების" გმირის პროტოტიპია
"მას სანთლით დაეძებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები... მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა" - ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც ფილმ "ფესვების" გმირის პროტოტიპია

"იყო ერთი ქარ­თვე­ლი თა­ვა­დი, ანარ­ქის­ტი და თავ­და­დე­ბუ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი. ქარ­თუ­ლი მას არ ემარ­ჯვე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო მო­წყვე­ტი­ლი. იცო­და რუ­სუ­ლი, ფრან­გუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი. სიკ­ვდი­ლის წლებ­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის მთე­ლი არსი შე­ირ­ხე­ვა სა­უ­კუ­ნი­დან მო­წყვე­ტი­ლი ფეს­ვე­ბი, უეც­რად რუ­სუ­ლიც და­ა­ვი­წყდა, ფრან­გუ­ლიც, ინ­გლი­სუ­რიც და მო­მაკ­ვდავ­მა ქარ­თუ­ლად და­ი­წყო წერა" - ასე იხ­სე­ნი­ებ­და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის თა­ნა­მებ­რძოლს, ეროვ­ნულ გმირს ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილს.

  • ქარ­თვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი 1846 წელს კა­ხეთ­ში, სო­ფელ თოხ­ლი­ა­ურ­ში და­ი­ბა­და. ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩა­ე­ბა და მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რუ­სე­თის თვით­მპყრო­ბე­ლო­ბის დამ­ხო­ბა იყო!1876 წლამ­დე რუ­სეთ­ში, სხვა­დას­ხვა რე­ვო­ლუ­ცი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და.

1870 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­და­ა­სახ­ლეს ციმ­ბირ­ში და 1876 წელს ევ­რო­პა­ში გა­იქ­ცა. ამის შემ­დეგ ჩა­ე­ბა ევ­რო­პის რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში, იყო სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ანარ­ქის­ტი. ამ ნი­ა­დაგ­ზე მან მთელ ევ­რო­პა­ში სა­ხე­ლი გა­ით­ქვა, რო­გორც რუ­სე­თი­სა და ევ­რო­პის ერთ-ერ­თმა ანარ­ქის­ტულ­მა ლი­დერ­მა. აწყობ­და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებს, კონ­გრე­სებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებს და იყო ამ მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის იდე­ე­ბის ერ­თგუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იყო და იმ­დე­ნად დიდი თა­ნა­მო­აზ­რე, რომ 1894 წლი­დან ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მას და­უთ­მო თა­ვი­სი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი გა­ზე­თის "ივე­რი­ის" ფურ­ცლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­ლე­გა­ლუ­რად ხდე­ბო­და. ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი მთე­ლი 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობ­და – შვე­ი­ცა­რი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ინ­გლის­ში. იქე­დან აგ­ზავ­ნი­და წე­რი­ლებს და ფსევ­დო­ნი­მე­ბით იბეჭ­დე­ბო­და. "ივე­რი­ა­ში" იგი "ვა­ზი­ა­ნის" ფსევ­დო­ნი­მით ბეჭ­დავ­და. ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილს სან­თლით და­ე­ძებ­დნენ მთე­ლი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად, რო­გორც დამ­ნა­შა­ვეს და ბო­როტ­მოქ­მედს. მისი გა­მო­ჩე­ნა იმ­პე­რი­ის სა­ზღვრებ­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო, მაგ­რამ მა­ინც შეძ­ლო ორ­ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ლე­გა­ლუ­რად ჩა­მოს­ვლა.

25 თე­ბერ­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა - საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ი­დან 103 წელი შეს­რულ­და. სწო­რედ ამ დღეს შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი წი­თე­ლი არ­მია და და­ა­სა­მა­რა ქარ­თველ­თა ოც­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

დღეს უამ­რა­ვი პოს­ტი იწე­რე­ბა ქარ­თველ გმი­რებ­ზე, თავ­და­დე­ბულ მა­მუ­ლიშ­ვი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სამ­შობ­ლოს­თვის ბრძო­ლას შე­ე­წირ­ნენ.

ერთ-ერთი ასე­თი იყო ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას მი­უ­ძღვნა. მის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" ჯგუფ­ში "ფოტო ამ­ბე­ბი" პოს­ტი ნინო გა­ხო­კი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ამ ფო­ტო­ზე ცნო­ბი­ლი მე­მარ­ცხე­ნე, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ანარ­ქის­ტი და ფილმ "ფეს­ვე­ბის" გმი­რის პრო­ტო­ტი­პი ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლია. მან გა­აც­ნო ილი­ას და ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მარ­ჯო­რი უორდრო­პი.1904 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის და ფრაქ­ცი­ე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელ ჟე­ნე­ვის კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ო­ბა­ში, რო­მელ­მაც მიზ­ნად და­ი­სა­ხა ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის აღ­დგე­ნი­სათ­ვის ბრძო­ლა.1907 წელს მისი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით წა­რუდ­გი­ნეს ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნალს რამ­დე­ნი­მე ათა­სი კა­ცის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი „ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა – აღედ­გი­ნა ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა“.

უკვე 72 წლის მო­ხუ­ცი 1918 წელს ჩა­მო­ვი­და თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში,40 წელ­ზე მეტი ხნის გან­დევ­ნი­ლო­ბი­დან.1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში, როცა ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო არ­მია და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს უტევ­და, ის თო­ფით ხელ­ში და­ად­გა კო­ჯრის გზას, და­სა­კარ­გად გან­წი­რუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად. 1921 წელს კი ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­ხიზ­ნა სამ­შობ­ლო­დან. გარ­და­იც­ვა­ლა 1925 წელს. დაკ­რძა­ლუ­ლია ლონ­დონ­ში, Highgate-ის სა­საფ­ლა­ო­ზე კარლ მარ­ქსის საფ­ლა­ვის სი­ახ­ლო­ვეს" - წერს ნინო გა­ხო­კია.

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე

ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი და მის გვერ­დით მისი მე­უღ­ლე ფრი­და რუ­პერ­ტუ­სი

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადი
0

ახალ ახალ ისტორიებს თხზავთ

Marafet
2

"სან­თლით და­ე­ძებ­დნენ მთე­ლი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად, რო­გორც დამ­ნა­შა­ვეს და ბო­როტ­მოქ­მედს". -- ნუ ამით ესეიგი სტატიას სიმძაფრე შესძინეს - ხინკალს პილპილი მოაყარეს რაღა! იმდროინდელი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ცნობილი არიან თავის დოყლაპიობით და უუნარობით! ლენინი, სტალინი, ტროცკი, ცხაკაია, მდივანი, ანარქისტები, ესერები და კიდე მთელი არმია ტერორისტ-ბუნტავშიკებისა უვნებლად დატოვეს და ამ ბუნჩულა კაცმა რა ჩაიდინა ასეთი ??? (არადა 2-3 მოუსვენარი კაცი გაენეიტრალებინათ, მაშინ XIX-XX საუკუნეების გასაყარზე, და ხო გვეშველებოდა ახლა?! ). P.S.ისე "სანთლით დაეძებდნენ" ამ კონტექსტში უადგილოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მას სანთლით დაეძებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები... მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა" - ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც ფილმ "ფესვების" გმირის პროტოტიპია

"მას სანთლით დაეძებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები... მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა" - ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც ფილმ "ფესვების" გმირის პროტოტიპია

"იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვები, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც, ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა" - ასე იხსენიებდა გრიგოლ რობაქიძე ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლს, ეროვნულ გმირს ვარლამ ჩერქეზიშვილს.

  • ქართველი რევოლუციონერი 1846 წელს კახეთში, სოფელ თოხლიაურში დაიბადა. ვარლამ ჩერქეზიშვილი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, რომელიც ახალგაზრდობიდანვე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და მისი მთავარი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობა იყო!1876 წლამდე რუსეთში, სხვადასხვა რევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობდა.

1870 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში და 1876 წელს ევროპაში გაიქცა. ამის შემდეგ ჩაება ევროპის რევოლუციურ მოძრაობაში, იყო სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანარქისტი. ამ ნიადაგზე მან მთელ ევროპაში სახელი გაითქვა, როგორც რუსეთისა და ევროპის ერთ-ერთმა ანარქისტულმა ლიდერმა. აწყობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებს, კონგრესებს, კონფერენციებს და იყო ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელი.

ცნობილია, რომ ჩერქეზიშვილი ილია ჭავჭავაძის იდეების ერთგული თაყვანისმცემელი იყო და იმდენად დიდი თანამოაზრე, რომ 1894 წლიდან ილია ჭავჭავაძემ მას დაუთმო თავისი სახელგანთქმული გაზეთის "ივერიის" ფურცლები. ეს ყველაფერი არალეგალურად ხდებოდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი მთელი 40 წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა – შვეიცარიაში, საფრანგეთში, ინგლისში. იქედან აგზავნიდა წერილებს და ფსევდონიმებით იბეჭდებოდა. "ივერიაში" იგი "ვაზიანის" ფსევდონიმით ბეჭდავდა. ვარლამ ჩერქეზიშვილს სანთლით დაეძებდნენ მთელი რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად, როგორც დამნაშავეს და ბოროტმოქმედს. მისი გამოჩენა იმპერიის საზღვრებში აკრძალული იყო, მაგრამ მაინც შეძლო ორჯერ საქართველოში არალეგალურად ჩამოსვლა.

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა - საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. სწორედ ამ დღეს შემოვიდა საქართველოში რუსული წითელი არმია და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე.

დღეს უამრავი პოსტი იწერება ქართველ გმირებზე, თავდადებულ მამულიშვილებზე, რომლებიც სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირნენ.

ერთ-ერთი ასეთი იყო ვარლამ ჩერქეზიშვილიც, რომელმაც საკუთარი მოღვაწეობა რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. მის შესახებ "ფეისბუქის" ჯგუფში "ფოტო ამბები" პოსტი ნინო გახოკიამ გამოაქვეყნა.

"ამ ფოტოზე ცნობილი მემარცხენე, მსოფლიოში აღიარებული ქართველი ანარქისტი და ფილმ "ფესვების" გმირის პროტოტიპი ვარლამ ჩერქეზიშვილია. მან გააცნო ილიას და ქართველ საზოგადოებას მარჯორი უორდროპი.1904 წელს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც მიზნად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა.1907 წელს მისი დიდი ძალისხმევით წარუდგინეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი „ქართველი ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა“.

უკვე 72 წლის მოხუცი 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში,40 წელზე მეტი ხნის განდევნილობიდან.1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო არმია დამოუკიდებელ საქართველოს უტევდა, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად. 1921 წელს კი ვარლამ ჩერქეზიშვილი საბოლოოდ გაიხიზნა სამშობლოდან. გარდაიცვალა 1925 წელს. დაკრძალულია ლონდონში, Highgate-ის სასაფლაოზე კარლ მარქსის საფლავის სიახლოვეს" - წერს ნინო გახოკია.

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე

ვარლამ ჩერქეზიშვილი და მის გვერდით მისი მეუღლე ფრიდა რუპერტუსი