ავტორი:

დედას შვილები 11 წელი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, უკრძალავდა ჭამას და დაბანას... - როგორ დაიხსნეს თავი ბავშვებმა: ისტორია რუს მკერავ ქალზე, რომელიც საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ

დედას შვილები 11 წელი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, უკრძალავდა ჭამას და დაბანას... - როგორ დაიხსნეს თავი ბავშვებმა:  ისტორია რუს მკერავ ქალზე, რომელიც საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ

შემზარავი ისტორია, რომელიც მედიაში გავრცელდა რუს მკერავ ქალზე დინა აზიზოვაზე მოგვითხრობს, რომელიც წლების წინ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ახალ სახლში გადასვლის დღიდან, ქალმა თავისი ორი ქალიშვილი და ვაჟი სამყაროს ჩამოაშორა, მათ გარეთ გასვლა აუკრძალა. გოგოებიდან უფროსმა, დარინა წლების შემდეგ შეძლო მედიასთან ესაუბრა დედაზე, რომელიც შვილებს სასტიკად ექცეოდა.

მხოლოდ 2019 წელს გაირკვა, რომ დინა აზიზოვას შვილებს 11 წლის განმავლობაში ჩაკეტილ სახლში ჰყავდა. ბავშვებს აკრძალული ჰქონდათ დაბანა და ჭამა, დედის გარეშე. დედამ მისი თქმით შეუქმნა "იდეალური სამყარო", რათა შვილები სასტიკი ადამიანებისგან დაეცვა, ხოლო თავად მუდმივად სცემდა მათ.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალი ინტერნეტში შექმნა ბლოგი, სადაც შვილების ვიდეოებს აქვეყნებდა. მაყურებელი გრძნობდა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო: გოგონები ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს იარაღით ემუქრებოდათ ვინმე, ეშინოდათ დედისთვის შეხედვის, რომელსაც ამ დროს კამერა ეჭირა. სხვათა შორის, როდესაც ბავშვებმა გაქცევა მოახერხეს და ყველაფერი გაირკვა, მეზობლებმა აღიარეს, რომ ყვირილის ხმა ხშირად ესმოდათ, მაგრამ პოლიციისთვის შეტყობინება საჭიროდ არ ჩათვალეს...

ქალმა, რომელიც თმას მთელი ცხოვრება ქერად იღებავდა, გადაწყვიტა თმის ფერი ქალიშვილებისთვისაც შეეცვალა. უფროსი გოგონა დარინა იხსენებს, რომ დედამისი ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში ცდილობდა მისთვის თმა ქერად შეეღება.

"მეგობრებმა უსაყვედურეს, რომ ექვსი წლის ასაკში თმა როგორ შემიღება, მაგრამ მოიგონა, რომ თითქოს შამპუნი შეეშალა და რეალურად თმის გასაღიავებლით დამბანა,13 წლის ასაკში უკვე ქერად მქონდა თმა შეღებილი, უმცროს დას დიანას - თმა ექვსი წლის ასაკში შეუღება, მაგრამ ჩვენ ვერავინ ვეღარ გვხედავდა, რადგან ხალხთან კონტაქტი უკვე დაკარგული გვქონდა.“ - ამბობს გოგონა.

დარინა ყვება როგორი იყო მათი ყოველდღიური რუტინა ტყვეობაში. ”ვიღვიძებდით, ვამზადებდით საჭმელს ძაღლისთვის. შემდეგ პურს ვაცხობდით. მთელი კვირის განმავლობაში ვჭამდით მხოლოდ პურს და ჩაის ვსვამდით. ეს პური არ იყო საკმარისი, ყოფილა შემთხვევა როდესაც ნამცეცებს დავდევდით. პური, ჩაი, მაკარონი, პომიდორი ძალიან იშვიათად გვქონდა. საჭმელი ყოველთვის იყო მაცივარში, მაგრამ შეხება აკრძალული გვქონდა,” - იხსენებს დარინა.

როგორც გაირკვა, მკერავს ფული ყოველთვის ჰქონდა, რომელსაც სამუშაოდ წასული ქმარი უგზავნიდა. როდესაც კაცი მცირე ხნით სახლში ბრუნდებოდა, მის თვალწინ აწყობდა სპექტაკლს და ამბობდა, რომ ბავშვები კარგად სწავლობდნენ და ჭამდნენ, მაგრამ მამა მალე ისევ სამუშაოდ ბრუნდებოდა, სხვა ქალაქში.

აზიზოვას კიდევ ჰყავდა ერთი უფროსი ქალიშვილი, რომელიც ცალკე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ქალმა უცნაურობა შენიშნა დედის საქციელში და სთხოვა მეურვეობის ორგანოებს შეემოწმებინათ რა ხდებოდა მაღალი ღობის მიღმა, როგორ ცხოვრობდნენ მისი ძმა და დები. ამ ფაქტის შემდეგ დედამ შეწყვიტა მასთან ურთიერთობა.

ამასობაში დინას ერთადერთი ვაჟს მდგომარეობა დამძიმდა, მცირე ასაკში მედდის შეცდომის გამო მიღებული ტრამვა გაუმიზეზდა და სიარული უჭირდა.

"12 წლის ასაკში ფეხზე მდგომარეობა გართულდა. ამის შესახებ დედაჩემს ვუთხარი. მან ხელი აიქნია და თქვა, არა უშავს, ეს ნორმალურია. როდესაც ჩემს ძმას გადაადგილება გაუჭირდა, დედას გაუხარდა, რადგან ეს მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო, ეტლში მყოფი ვერასოდეს დატოვებდა დედას, ”- ამბობს დარინა.

11 წლიანი ტყვეობის შემდეგ დარინამ გაქცევა გადაწყვიტა. თუმცა ერთხელ დედამ გააფრთხილა, რომ თუ მსგავს რამეს გაბედავდა, მასზე შურისძიების მიზნით უმცროს დასთან და ძმასთან მოკლავდა. მაგრამ გოგონამ შეძლო გაქცევისას და-ძმა თან წაყვანა. იმ დროს გოგონა უკვე 20 წლის იყო, დევიდი და დიანა კი 15 და 11 წლის. როცა მიხვდა, რომ ბავშვები გაიქცნენ, ქალმა სახლს ცეცხლი წაუკიდა და თავი მოიკლა.