პარტნიორები:
    ავტორი:

    ილია თოფურია "სანტიაგო ბერნაბეუზე“ "რეალისა“ და "სევილიას“ მატჩს გახსნის და მოგებულ ქამარს ადგილობრივ პუბლიკას წარუდგენს

    ილია თოფურია "სანტიაგო ბერნაბეუზე“ "რეალისა“ და "სევილიას“ მატჩს გახსნის და მოგებულ ქამარს ადგილობრივ პუბლიკას წარუდგენს

    18 თებერვალს, UFC-ის ქვემსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ესპანეთში დაბრუნებულ ილია თოფურიას მადრიდის აეროპორტში ზღვა ხალხი დახვდა, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ.

    თოფურიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა კონორ მაკგრეგორთან "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრძოლის სურვილი და დასძინა, რომ კილიან მბაპე "რეალთან" კონტრაქტის გაფორმებით ბედნიერი უნდა იყოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ილია სამეფო გუნდის გულშემატკივარია.

    ცნობილი ხდება, რომ ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი 26 თებერვალს, ლა ლიგის უახლოეს ტურში "სანტიაგო ბერნაბეუზე“ "რეალისა“ და "სევილიას“ მატჩს გახსნის, ხოლო მოგებულ ქამარს ადგილობრივ პუბლიკას წარუდგენს

    სიმბოლურად სწორედ ის შეიყვანს ბურთს თამაშში. ინფორმაციას Marca ავრცელებს. ცნობილია, რომ ილიას სურს, რომ ერთი ბრძოლა "სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე ჩაატაროს.

    "არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ყველაზე მეტად ესპანურ ღირებულებებს მადრიდის "რეალი“ წარმოადგენს. ამიტომაც, მიყვარს ეს კლუბი. დიახ, "ვალენსიას" "რეალი" მირჩევნია“, - თქვა თოფურიამ."

    სამეფო კლუბმა“ ილია თოფურიას ისტორიული გამარჯვება იმავე დღეს მიულოცა. ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.

    "ვულოცავთ ილიას თოფურიას ესპანური სპორტის ამ ისტორიულ ტრიუმფს. ვამაყობთ, რომ "რეალის“ ერთგული გულშემატკივარი UFC-ის ჩემპიონი გახდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში მადრიდის "რეალის“ პრესსამსახური.

    იხილეთ ასევე: