ავტორი:

პალეონტოლოგების ახალი აღმოჩენა - რა არის ცნობილი "ჩინური დრაკონის" შესახებ

პალეონტოლოგების ახალი აღმოჩენა - რა არის ცნობილი "ჩინური დრაკონის" შესახებ

Dinocephalosaurus orientalis-ის ნამარხი სამხრეთ ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში 2003 წელს აღმოაჩინეს, თუმცა აქამდე ამ პრეისტორიული არსების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. ამჯერად დამატებითი, უფრო სრულყოფილი ნიმუშების აღმოჩენამ საშუალება მისცა მეცნიერთა საერთაშორისო გუნდს სრულად შეესწავლა იგი.

”აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას, სრულად შევისწავლოთ ეს შესანიშნავი ცხოველი. დარწმუნებულები ვართ, რომ ის მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს მისი გასაოცარი გარეგნობის გამო, რომელიც გველისმაგვარ მითურ ჩინურ დრაკონს მოგვაგონებს" - განაცხადა ნიკ ფრეიზერმა, კვლების ერთ-ერთმა მონაწილემ.

პალეონტოლოგები ფიქრობდნენ, რომ დინოცეფალოზავრი მჭიდრო კავშირში იყო პლეზიოზავრებთან, ორივე მათგანი ერთნაირი ზომის იყო, მაგრამ დინოცეფალოზავრს გველის მაგვარი იერი ჰქონდა, გარდა ამისა პლეზიოზავრი მხოლოდ 40 მილიონი წლის შემდეგ განვითარდა.

”ეს იყო საერთაშორისო ძალისხმევა. ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის კოლეგებთან ერთად, ჩვენ გამოვიყენეთ ახლად აღმოჩენილი ნიმუშები, ამ ცხოველის შესახებ არსებული ცოდნის გასაღრმავებლად" - განაცხადა ლი უნმა, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა.

წყარო: independent