მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას" - ნათია თურვანა პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
"ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას" - ნათია თურვანა პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ძველ გრა­ფიკ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა არ ნიშ­ნავს სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბას - მო­გი­წო­დებთ, ვი­ყოთ მე­ტად პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ პენ­სი­ო­ნე­რებ­სა და მათ ოჯა­ხებს, ნუ ვი­თა­მა­შებთ მათ ემო­ცი­ებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ნა­თია თურ­ნა­ვამ პარ­ლა­მენ­ტში, ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გავ­რცელ­და, რომ თით­ქოს ძველ გრა­ფიკ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, რისი სრუ­ლი უფ­ლე­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ბანკს, სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბას ნიშ­ნავს.

  • "თუკი ნებ­სით და უნებ­ლი­ედ ასე­თი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მოხ­და და რო­მე­ლი­მე თქვენ­გან­მა ხელი შე­უ­წყვეთ ამის გავ­რცე­ლე­ბას, გთხოვთ, რომ გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თოთ, ეს ისევ და ისევ ჩვე­ნი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა, რომ ძველ გრა­ფიკ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა არ ნიშ­ნავს სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

სებ-ის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას დე­პუ­ტა­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, რომ ძველ გრა­ფიკ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა ნიშ­ნავს ბან­კი­სა და პენ­სი­ო­ნე­რის ორ­მხრივ ქმე­დე­ბას.

"ბან­კი ვალ­დე­ბუ­ლია და­აბ­რუ­ნოს გა­და­ვა­დე­ბის პრო­ცეს­ში და­რი­ცხუ­ლი პრო­ცენ­ტე­ბი, მაგ­რამ მსეს­ხე­ბე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია, და­აბ­რუ­ნოს გა­და­ვა­დე­ბუ­ლი ძირი. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში ეს ბა­ლან­სი არის კლი­ენ­ტის სა­სარ­გებ­ლოდ და ხდე­ბა სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბა, ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა სეს­ხის გა­დახ­დის ძველ გრა­ფიკ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან კონ­სულ­ტა­ცი­ი­თა და ამ პრო­ცეს­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ტენ­სი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, „ლი­ბერ­თი ბან­კმა" ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - 150 ათას­ზე მეტ პენ­სი­ო­ნერს, ვი­საც 2023 წლამ­დე აქვთ აღე­ბუ­ლი სეს­ხი, პრო­ცენ­ტი შე­უმ­ცირ­დეთ და გა­უ­ტოლ­დეს იმ პრო­ცენტს, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლია 2023 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნა­თია თურ­ნა­ვამ „ლი­ბერ­თი ბან­კის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ცენ­ტის შემ­ცი­რე­ბა შე­ე­ხე­ბა რო­გორც ოვერდრაფ­ტებს, ასე­ვე ჩვე­უ­ლებ­რივ სეს­ხებს და სა­უ­ბა­რია საკ­მა­ოდ მა­ღალ პრო­ცენ­ტში აღე­ბულ სეს­ხებ­ზე.

"პრო­ცენ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა იმ მსეს­ხებ­ლე­ბის­თვის, ვი­საც სეს­ხი აღე­ბუ­ლი აქვს 2023 წლამ­დე. ჯამ­ში, სა­უ­ბა­რია 150 ათას­ზე მეტ სეს­ხზე, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლო საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 30%-ზე მე­ტია. ვფიქ­რობ, „ლი­ბერ­თი ბან­კის" მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და აღ­სა­ნიშ­ნია, რომ ამავდრო­უ­ლად თვი­თონ „ლი­ბერ­თი ბან­კის" ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას არ გა­ა­უ­ა­რე­სებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ გო­ნივ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!
0

თურვანა არა ნირვანა!

Omari
0

სასიხარულო ამბავია თურმე რომ ლიბერთი ბანკი 26% გასცემს სესხს .ხალხო პენსიონერს სეხი მიეცემა 26 % თურმე და ეს უნდა გვიხაროდეს?მადლობა მამა და მარჩენალო🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას" - ნათია თურვანა პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

"ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას" - ნათია თურვანა პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას - მოგიწოდებთ, ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანი და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ პენსიონერებსა და მათ ოჯახებს, ნუ ვითამაშებთ მათ ემოციებზე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებსით თუ უნებლიედ არასწორი განცხადებები გავრცელდა, რომ თითქოს ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისი სრული უფლება და ვალდებულება აქვს ბანკს, სესხის განულებას ნიშნავს.

  • "თუკი ნებსით და უნებლიედ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება მოხდა და რომელიმე თქვენგანმა ხელი შეუწყვეთ ამის გავრცელებას, გთხოვთ, რომ განმარტება გავაკეთოთ, ეს ისევ და ისევ ჩვენი პენსიონერების ინტერესიდან გამომდინარეა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას“, - განაცხადა თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს განუმარტა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება ნიშნავს ბანკისა და პენსიონერის ორმხრივ ქმედებას.

"ბანკი ვალდებულია დააბრუნოს გადავადების პროცესში დარიცხული პროცენტები, მაგრამ მსესხებელიც ვალდებულია, დააბრუნოს გადავადებული ძირი. ცალკეულ შემთხვევაში ეს ბალანსი არის კლიენტის სასარგებლოდ და ხდება სესხის განულება, ცალკეულ შემთხვევაში ხდება სესხის გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება“, - აღნიშნა მან.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდეს იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ლიბერთი ბანკის" გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცენტის შემცირება შეეხება როგორც ოვერდრაფტებს, ასევე ჩვეულებრივ სესხებს და საუბარია საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებულ სესხებზე.

"პროცენტების შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს 2023 წლამდე. ჯამში, საუბარია 150 ათასზე მეტ სესხზე, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია. ვფიქრობ, „ლიბერთი ბანკის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია და აღსანიშნია, რომ ამავდროულად თვითონ „ლიბერთი ბანკის" ფინანსურ მდგომარეობას არ გააუარესებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.