მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანძარი ვალენსიის 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში - დაიღუპა 4 ადამიანი, 15 კი დაკარგულად ითვლება: უმძიმესი კადრები ადგილიდან
ხანძარი ვალენსიის 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში - დაიღუპა 4 ადამიანი, 15 კი დაკარგულად ითვლება: უმძიმესი კადრები ადგილიდან

აღ­მო­სავ­ლეთ ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში 14-სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს ხან­ძა­რი გა­უჩ­ნდა - შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პა, 15 კი ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. და­შა­ვე­ბუ­ლია 15 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ექ­ვსი მე­ხან­ძრე და ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, თუმ­ცა მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

  • შე­ნო­ბა 138 აპარ­ტა­მენ­ტის­გან შედ­გე­ბო­და და მას­ში 450 მო­სახ­ლე ცხოვ­რობ­და. ცე­ცხლს 20-ზე მეტი სა­ხან­ძრო ეკი­პა­ჟი ებ­რძო­და, თუმ­ცა ძლი­ე­რი ქარი მის ლო­კა­ლი­ზე­ბას ხელს უშ­ლი­და.

ვა­ლენ­სი­ის მე­რის, მა­რია ხოსე კა­ტა­ლას გან­ცხა­დე­ბით, 15 ადა­მი­ა­ნი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ პოვ­ნას ამ დრომ­დე ცდი­ლობს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ხან­ძრე­ებ­მა ამ­წე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­არ­ჩი­ნეს რამ­დე­ნი­მე მცხოვ­რე­ბი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხან­ძა­რი თავ­და­პირ­ვე­ლად მე-4 სარ­თულ­ზე გაჩ­ნდა და მთელს შე­ნო­ბას მო­ე­დო. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ცე­ცხლის სწრაფ გავ­რცე­ლე­ბას ხელი შე­ნო­ბის ფა­სად­მაც შე­უ­წყო.

ეს­თერ პუ­ჩა­დეს­მა, ვა­ლენ­სი­ის სამ­რეწ­ვე­ლო ტექ­ნი­კუ­რი ინ­ჟინ­რე­ბის კო­ლე­ჯის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ნო­ბის ექ­სტე­რი­ერ­ზე პო­ლი­უ­რე­თა­ნის მა­სა­ლა იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც სწრა­ფად აა­ლე­ბა­დო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ამ­ბავს ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პედ­რო სან­ჩე­სიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ ვა­ლენ­სი­ა­ში გა­ჩე­ნი­ლი სა­ში­ნე­ლი ხან­ძრის გამო... მინ­და ჩემი სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ანს და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის პერ­სო­ნალს, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
3

გადადგეს კალაძე

დავითი
0

თბილისის მეტროს ამოსასვლელები სულ პლასტმასებით არ არის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ხანძარი ვალენსიის 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში - დაიღუპა 4 ადამიანი, 15 კი დაკარგულად ითვლება: უმძიმესი კადრები ადგილიდან

ხანძარი ვალენსიის 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში - დაიღუპა 4 ადამიანი, 15 კი დაკარგულად ითვლება: უმძიმესი კადრები ადგილიდან

აღმოსავლეთ ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა - შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაღუპა, 15 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაშავებულია 15 ადამიანი, მათ შორის ექვსი მეხანძრე და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • შენობა 138 აპარტამენტისგან შედგებოდა და მასში 450 მოსახლე ცხოვრობდა. ცეცხლს 20-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი ებრძოდა, თუმცა ძლიერი ქარი მის ლოკალიზებას ხელს უშლიდა.

ვალენსიის მერის, მარია ხოსე კატალას განცხადებით, 15 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ხელისუფლება მათ პოვნას ამ დრომდე ცდილობს. ადგილობრივების ინფორმაციით, მეხანძრეებმა ამწეების გამოყენებით გადაარჩინეს რამდენიმე მცხოვრები.

როგორც ამბობენ, ხანძარი თავდაპირველად მე-4 სართულზე გაჩნდა და მთელს შენობას მოედო. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ხელი შენობის ფასადმაც შეუწყო.

ესთერ პუჩადესმა, ვალენსიის სამრეწველო ტექნიკური ინჟინრების კოლეჯის ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შენობის ექსტერიერზე პოლიურეთანის მასალა იყო გამოყენებული, რაც სწრაფად აალებადობით გამოირჩევა.

ამბავს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც გამოეხმაურა:

"შეძრწუნებული ვარ ვალენსიაში გაჩენილი საშინელი ხანძრის გამო... მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დაზარალებულ ადამიანს და მადლობა გადავუხადო სასწრაფო დახმარების პერსონალს, რომელიც ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მუშაობს" - ნათქვამია განცხადებაში.