ავტორი:

რა საიდუმლო იმალება შოტლანდიის მთებში აღმოჩენილ მინიატურულ კუბოებში?

რა საიდუმლო იმალება შოტლანდიის მთებში აღმოჩენილ მინიატურულ კუბოებში?

რა საიდუმლო იმალება შოტლანდიის მთებში აღმოჩენილ მინიატურულ კუბოებში

შოტლანდიის მუზეუმის ექსპონატებს შორის შეგიძლიათ ნახოთ მინიატურული კუბოები, რომლებიც 1836 წელს არტურის მთაზე აღმოაჩინეს. თითოეულ მათგანში ჩასვენებულია მამაკაცის ფიგურა, რომელიც იდეალური ფორმისა და ზომისაა. ამ აღმოჩენას წლების წინ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, რადგან არტურის მთა სავსეა ლეგენდებით. მაგალითად ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად მე-16 საუკუნეში მთაზე ჯადოქრების რიტუალები იმართებოდა. 10 სმ სიმაღლის კუბოებმა ხალხს სატანისტური შელოცვებისა და წარსულში ჯადოქრების შესახებ გაგონილი საშინელი ისტორიები გაახსენეს. მკვლევარებს დღემდე აინტერესებთ, ვინ შექმნა ეს საშინელი ფიგურები და რატომ დამალეს ისინი მთის ხეობაში.

როგორ აღმოაჩინეს მინი კუბოები

1836 წლის ზაფხულში, რამდენიმე ედინბურგელი ახალგარზდა მთაზე წავიდნენ. იმ პერიოდში ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდები ხშირად დადიდნენ ტყეში, რათა სპეციალური მახეების საშუალებით კურდღლებზე ენადირათ. "ნადირობისას“ ერთ-ერთმა ბიჭმა ვიწრო ხვრელი აღმოაჩინა, რომელიც პატარა გამოქვაბულში შედიოდა. ეს ადგილი ბორცვიდან შედარებით მოფარებული იყო და მისი აღმოჩენა არც ისე ადვილი. შიგნით შეხედვისას ბიჭმა შენიშნა, რომ იატაკი სპეციოალური ნატეხებით იყო დაფარული, ჩანდა, რომ მის ქვევთ რაღაც იმალებოდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო წინ ელოდათ. გამოქვაბულის სიღრმეში ბიჭებმა მინიატურული ხის კუბოები იპოვეს.

საგულდაგულოდ დამუშავებული სასახლეები, რომელთა სიგრძეც არ აღემატებოდა 10 სმ-ს გამოქვაბულის ერთ-ერთი კედლის ქვეშ სამ სართულზე იყვნენ განლაგებულები. კუბოების შიგნით უჩვეულო თოჯინები ესვენა. ფიგურებიც ხის იყო, ბამბის კოსტიუმებში გამოწყობილი - პერანგები და შარვლები ეცვათ. თოჯინები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მათმა შემქმნელმა თითოეულ მათგანს აშკარად ინდივიდუალური მახასიათებლები მიანიჭა. ყველა თოჯინას თვალები ღია ჰქონდათ და გარეგნულად ისინი მამაკაცებს ჰგავდნენ. 17 პაწაწინა კუბოდან დღემდე შემორჩენილია მხოლოდ რვა. ყველა მათგანი გამოფენილია შოტლანდიის ეროვნულ მუზეუმში.

იშვიათმა სამუზეუმო ნივთებმა მაშინვე გამოიწვია არქეოლოგების დაინტერესება, რაც დღემდე გრძელდება. კითხვაზე ვინ და რატომ ამზადებდა ასეთ უჩვეულო ნაკეთობებს და რისთვის შეიქმნა საიდუმლო სამარხი, ისტორიკოსები უბრალოდ მხრებს იჩეჩდნენ. თუმცა ხის თოჯინების უცნაური სასაფლაო არავის აძლევდა მოსვენებას. ერთადერთი, რაც ცხადი იყო, ის იყო, თოჯინების ავტორი მათ ერთ წელზე დიდხანს ქმნიდა. როდესაც ბავშვებმა სასახლეები ამოიღეს, გამოქვაბული ჩაინგრა.

აღმოჩენის შესახებ ყველა ადგილობრივი გაზეთი წერდა. მალე იდუმალი სასაფლაოს შესახებ სტატია ჟურნალმა Scotsman-ში გამოაქვეყნა. ვრცელდებოდა ვერსიები, რომ თითქოს თოჯინების სასაფლაო სატანისტური რიტუალის ნაწილი იყო. მაგრამ ზუსტი პასუხი არავინ იცოდა.

მკვლევართა ძირითადი ვერსიები

პირველი ვერსიით თოჯინებს ჯადოქრები იყენებდნენ და არტურის მთაზე რიტუალებს ავრცელებდნენ. ამ ვერსიის სანდოობას ძირს უთხრის ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივ ჯადოქრები თოჯინებს რიტუალის ბოლოს ასახიჩრებდნენ ან წვავდნენ. ხის მამაკაცები კი საგულდაგულოდ ინახებოდნენ მინიატურულ კუბოებში.

მეორე ვერსიით, საქმე შოტლანდიელ მეზღვაურებს ეხებოდათ. ვითომ მათ ზღვაზე წასვლისას ეშინოდათ, რადგან სიკვდილის შემთხვევაში მათი გვამები ტრადიციულად ქრისტიანული წესით ვერ დაიკრძალებოდა. ამიტომ ცოლებს სთხოვეს, დროზე ადრე დაეკრძალათ მათი სიმბოლური ფიგურები, საჭირო რიტუალების დაცვით. ამ გზით, გემის დაღუპვის შემთხვევაში მათი სულები ჯოჯოხეთში აღარ მოხვდებოდა. თუმცა ამ ვერსიასაც არ ეწერა სიცოცხლე, რადგან ყველამ ვიცით, რომ გარდაცვლილებს თვალები ყოველთვის დახუჭული აქვთ, ხოლო ყველა თოჯინას თვალები ფართოდ ჰქონდათ გახელილი.

იგივე არგუმენტი ეჭვქვეშ აყენებს ძველი საქსონური ცრურწმენის მესამე ვერსიას, რომელიც ადამიანებს ავალდებულებდა საყვარელი ადამიანების ნაცვლად ფიტულები დაემარხათ, თუ ადამიანი სამშობლოდან შორს მოკვდებოდა.

ყველაზე საშინელი და ნაკლებად სავარაუდო ვერსია ჩანდა, რომ თოჯინების შექმნაში ადგილობრივი კრიმინალები მონაწილეობდნენ. ამ ადგილებში კუბოების აღმოჩენამდე რამდენიმე წლით ადრე გამოააშკარავეს მკვლელთა ჯგუფი, რომლებიც გვამებს ყიდდნენ.

უილიამ ბურკი და უილიამ ჰარა ადამიანებს კლავდნენ და გვამებს ექიმებზე ყიდიდნენ, რომლებსაც ისინი ანატომიური ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ. მკლელები ძირიტადად მათხოვრებს ან მარტოხელა ადამიანებს კლავდნენ. ამ ვერსიით ისინი, გარდაცვლილების თოჯინებს თლიდნენ და ინახავდნენ.

კიდევ ერთ ვერსიას ფინურ ფოლკლორამდე მივყავართ. 1923 წელს, როდესაც ტურკუს საკათედრო ტაძრის სამლოცველო გაარემონტეს, მუშებმა აღმოაჩინეს მსგავსი პაწაწინა კუბო, რომელშიც ამფიბიის ნაშთები იყო. მსგავსი სამარხები აღმოაჩინეს ფინეთის სხვა ეკლესიებშიც, მინიატურულ კუბოებში კატები, ციყვები და იგივე ხის თოჯინები იყვნენ. ფოლკლორის მიხედვით, ეს რიტუალი ფინელებს ეხმარებოდათ ჯადოქრებთან ბრძოლაში, რომლებიც ზიანს აყენებენ პატიოსან ადამიანებს.

უახლესი აღმოჩენები და ახალი გამოფენა

90-იანი წლების დასაწყისში კუბოები უფრო დეტალურად იქნა გაანალიზებული. პროფესორმა სამუელ მენფიმ და დოქტორმა ალენ სიმპსონმა ჩაატარეს კვლევა და აღმოაჩინეს, რომ ფიგურები დამზადებულია ერთი ან მაქსიმუმ ორი ხელოსნის მიერ. ამისთვის იყენებდნენ ფეხსაცმლის იარაღები. რაც შეეხება ღია თვალებს, მკვლევარები შეთანხმდნენ, რომ ფიგურებზე გამოსახული იყვნენ ცოცხალი ადამიანები. ზოგიერთ თოჯინას აკლდა იარაღი, რაც, დიდი ალბათობით, ხელს უშლიდა კუბოში მოთავსების დროს. შესაძლოა, ისინი თავდაპირველად სათამაშო ჯარისკაცების სახით იყო დამზადებული. მაგრამ ვერავინ მიხვდა, რატომ დაკრძალეს.