ავტორი:

მკვლელობა თბილისში - გლდანში შვილმა მამა მოკლა: რა დეტალები ხდება ცნობილი?

მკვლელობა თბილისში - გლდანში შვილმა მამა მოკლა: რა დეტალები ხდება ცნობილი?

თბილისში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გლდანში მოხდა. შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენა.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა და ის განყოფილებაშია გადაყვანილი.

მკვლელობის მოტივი და მომხდარის დამატებითი დეტალები უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.